თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2018, 11:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3634,
კომენტარები: 9
მედია მოურინიოს შემცვლელს უკვე ასახელებს
ბრიტანული ტაბლოიდები კრიტიკაზე შორს მიდიან.
მედია მოურინიოს შემცვლელს უკვე ასახელებს
ზინედინ ზიდანი "მანჩესტერ იუნაიტედის" უმთავრესი სამიზნე იქნება მწვრთნელის პოზიციაზე, თუ ჟოზე მოურინიო გუნდს დატოვებს.

"განსაკუთრებულის" წინასასეზონო ტურნეს წარუმატებლობა შოკში აგდებს ფეხბურთელებსა და შტაბს - ამას კი ემატება გუნდში არსებული ცუდი ატმოსფერო, რომელიც მწვრთნელის საჯარო განცხადებებმა შექმნა.

"ოლდ ტრაფორდთან" დაახლოებული წყარო კი ირწმუნება, რომ "იუნაიტედი" უპირველესად ზიდანს მიმართავს.

46 წლის ფრანგი ლეგენდის გადაბირება კლუბს ერთი პენიც კი არ დაუჯდება, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგების შემდეგ ზიზუმ "რეალი" დატოვა.

ზიდანი ისევე დგას სავარაუდო მწვრთნელთა სათავეში, როგორც მოურინიო იდგა თავის დროზე, როცა გუნდს ლუი ვან გაალი ტოვებდა.

კლუბში არსებული დაძაბული გარემოს, განუხორციელებელი ტრანსფერებისა და მწვრთნელის მიერ საჯარო კრიტიკის ფონზე ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ მოურინიო უკანასკნელ სეზონს გაატარებს "ოლდ ტრაფორდზე", ვინაიდან ვერ შეძლებს ღირებული ტიტულის მოგებას.

წყარო: the sun
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
1 აგვისტო 2018 11:45
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ზიდანი ხო ყატარში წავიდა სამწვრთნელოდ?!
0
№2
ავტორი: Svanchester
1 აგვისტო 2018 11:47
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მოურინიოს ჯერ არავინ არ გაუშვებს შანსი არაა!!! ამ სეზონის შედეგზე იქნება დამოკიდებული მისი დარჩენა არდარჩენა.
0
№3
ავტორი: bziki
1 აგვისტო 2018 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ზამთარში ვნახოთ რა სიტუაცია იქნება იანვარში თუ არეული სიტუაცია იყო შეილება ზამთრშივე გაუშვან მარა ჯობია ტიტულით თვავისი ნებით წავიდეს.
ზიდანის მოსვლას მივესალმები იმის მიუხედავადდ რო დიდი სიმპათიებით არ ვიყავი გამსჭვალული,მესამე სეზონზე დიდი წნეხის ქვეშ იყო და მშვენივრად გაუმკლავდა,ტაქტიკურადაც და ფეხბურთელებთან მუშაობის კუთხითაც ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა იუვეში თუ წავიდა ალეგრიც მშვენიერი ვარიანტია

Gamkrelidze
[ პასუხი ]
არა იუვეს დირექტორის პარატიჩის დამხმარე უნდა გამხდარიყო:D
0
№4
ავტორი: LewisHamilton
1 აგვისტო 2018 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
სავარაუდოდ ამ სეზონშიც ვერაფერს მივაღწევთ და მერე უკვე ნაღდად გაუშვებენ, შეიძლება ზამთარშიც კი აახვევინონ გააჩნია რა პოზიციაზე ვიქნებით..
0
№5
ავტორი: ikeoni
1 აგვისტო 2018 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ამ სეზონზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ჟოზეს ბედი
0
№6
ავტორი: gaga1987
1 აგვისტო 2018 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ეს სეზონი ბერვ რამეს გადაწყვეტს
0
№7
ავტორი: picxela
1 აგვისტო 2018 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
Am sezonze amas gundi agar gayveba da esec ecseba chajurlma tan waiyolos gundix
0
№8
ავტორი: dybbuk
1 აგვისტო 2018 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
რა თქმა უნდა ყველამ იცის და პირველ რიგში მოურინიომაც რომ ეს სეზონი მისთვის გადამწყვეტი იქნება და ზიდანის კანდიდატურასაც მივესალმები, მაგრამ მეორე მომენტია რა შედეგს დადებს გუნდი წლის ბოლოს, მოხვდება თუ არა ლიგის ზონაში? თუ გაუშვებენ როდის გაუშვებენ ჟოზეს, სეზონის შუაში, დასაწყისში თუ უიმედო სეზონის ბოლოს? ძაან ბევრი ნიუანსია, ენდომება კი მერე ზიდანს ლიგის გარეშე დარჩენილ გუნდში მისვლა ან ნებისმიერ სხვა მწვრთნელს თუ მას არა?( რა თმა უნდა სტივ ბრუსის დონის ტრენერებზე არ მაქვს საუბარი). ფეხბურთელების მოყვანა და შენარჩუნებაც რთული იქნება ამ შემთხვევაში, მოკლედ ძალიან მძიმე სეზონია წინ და ამ თამაშით და ტრანსფერების გარეშე რაიმე ტიტულზე ამბიცია მემგონი ზედმეტია
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
1 აგვისტო 2018 23:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯერ ჭორია მსგავსი რამეები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top