თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2018, 11:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1710,
კომენტარები: 8
"იუნაიტედის" ფეხბურთელების შიში
გუნდის ფეხბურთელები შექმნილი ვითარებით უკმაყოფილონი არიან.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები შეშფოთებულები არიან ჟოზე მოურინიოს არაეთიკური საქციელისა და ღია კრიტიკის გამო თავისი ფეხბურთელების მიმართ და შიშობენ, რომ მათი სეზონი ჯერ კიდევ დაწყებამდე არის ჩაფლავებული.

პრემიერ ლიგის სეზონის დაწყებამდე 9 დღით ადრე მოურინიოს ურთიერთობა აღმასრუელებელ დირექტორ ედ ვუდვორდთან და ფეხბურთელებთან არასაიმედოა.

მოურინიომ არც კი სცადა უკმაყოფილების ნიღბის დაფარვა მედიის წინაშე იმის გამო, რომ ედ ვუდვორდმა სასურველი ტრანსფერები ვერ განახორციელა, ხოლო მისმა ფეხბურთელებმა კარგი ფეხბურთი ვერ აჩვენეს.

ფეხბურთელთა ბანაკში ისეთი განწყობაა, რომ თითოეული მათგანი ფიქრობს, შემდეგ თავად ის იქნება, ვისაც მწვრთნელი გაუბრაზდება და დაიწუნებს. ფეხბურთელების საჯაროდ კრიტიკას მოურინიო ჯერ კიდევ გასული სეზონის მეორე ნაწილიდან მოჰყვება და ამან თავი იჩინა აშშ-ში გამართულ ტურნეზეც.

ეს მდგომარეობა შეეხო მათაც, ვინც ლოიალურად იყო განწყობილი "ოლდ ტრაფორდზე" მოურინიოს ყოფნის 2 წლის მიმართ.

არსებობს ასევე შეგრძნებაც, რომ მოურინიოს საჩივრებმა სიღრმისეულად დააზარალა გუნდის მორალი ამერიკის ტურნეზე, სადაც ვერ მონაწილეობდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე მყოფი და ტრავმირებული ფეხბურთელები.

მოურინიომ კრიტიკა არ დაინანა ანტონიო ვალენსიას ფიზიკური კონდიციების მიმართაც და ეს გააკეთა რამდენიმე დღის შემდეგ მისი კაპიტნად დასახელებიდან.

ჟოზეს ურთიერთობა სხვა ფეხბურთელებთან განხეთქილების საგანია. ენტონი მარსიალი საერთოდ არ დაბრუნდა ტურნეზე შვილის დაბადებასთან დაკავშირებით საფრანგეთში გაფრენის შემდეგ და ვარაუდობენ, რომ ფორვარდს კარგი რეაქცია არ ჰქონდა არც იმაზე, რომ მოურინიომ ასევე საჯაროდ გამოხატა მარსიალის მიმართ უკმაყოფილება გუნდთან ერთად არყოფნის გამო.

"იუნაიტედის" წყაროები ირწმუნებიან, რომ რუი ფარიას წასვლა უკვე ახდენს გავლენას საერთო განწყობაზე. ფარია, რომელიც მოურინიოს ხანგრძლივი ასისტენტი და მეგობარი იყო, გასული სეზონის მიწურულს დაემშვიდობა შტაბს ოჯახთან უფრო დიდი ხნის გატარების სურვილით.

მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო პრემიერ ლიგის მწვრთნელებს შორის დათხოვნის უპირველეს კანდიდატად ითვლება, მას სრული მხარდაჭერა აქვს ვუდვორდისგან, რომელთან გაფორმებული ხელშეკრულებითაც ჟოზე 2020 წლის ივნისამდე დარჩება გუნდში.

მაგრამ მათ ურთიერთობას უდიდესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რადგან მოურინიოსთვის სასურველი ფეხბურთელების შეძენა ჯერ ისევ ვერ ხორციელდება. მოურინიოსთან დაახლოებული პირველი ირწმუნებიან, რომ პორტუგალიელს ხელმძღვანელობამ უთხრა, სანამ ვინმეს შეიძენს, ჯერ არსებული ფეხბურთელებიან ვინმე უნდა გაყიდოს, მაგრამ "ოლდ ტრაფორდის" ძირითადი წყარო იმასაც იტყობინება, რომ ეს არ არის მთავარი მიზეზი.

მოურინიოს ცენტრალური მცველის შეძენა სურს და ვუდვორდს რამდენიმე თვის წინ მიაწოდა 5 სახელი, ვისაც იხილავდა საკუთარ გუნდში, თუმცა მას მხოლოდ ერთი მათგანის ყიდვის იმედი აქვს.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
1 აგვისტო 2018 11:55
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
გუშინ წავიკითხე ვიღაცამ ფეისბუქზე, ჩვენ გვერდზე, დაწერა, თითქოს მოურინიოს ეს ქმედებები, ეს განცხადებები, შედეგები ამ ტურნეზე, მანიშნებელია იმის, რომ რაღაც გეგმა ხომ არ აქვს, გეგმა რომლითაც მოწინააღმდეგეებს აფიქრებინებს იუნაიტედის სისუსტეზე, გუნდის არაშეკრულობაზე, რაც შემდეგ პრემიერ ლიგის შეხვედრებში თუ ჩემპიონთა ლიგაზე დაუფასებლობაში გამოიხატება ჩვენ მიმათ და აი სწორედ მაშინ აამოქმედებს მოურინიო იმ მექანიზმს რასაც გუნდის თამაში და გამარჯვების სურვილი ჰქვია. ნუ მეც ვფიქრობ ამის შესახებ და მეც ვიქნები ძაან ოპტიმისტი. იმედა მართლაც ესეა, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდში ნამდვილად არაჯანსაღი გარემო იქმნება.
2
№2
ავტორი: LewisHamilton
1 აგვისტო 2018 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ციტატა: Svani
გუშინ წავიკითხე ვიღაცამ ფეისბუქზე, ჩვენ გვერდზე, დაწერა, თითქოს მოურინიოს ეს ქმედებები, ეს განცხადებები, შედეგები ამ ტურნეზე, მანიშნებელია იმის, რომ რაღაც გეგმა ხომ არ აქვს, გეგმა რომლითაც მოწინააღმდეგეებს აფიქრებინებს იუნაიტედის სისუსტეზე, გუნდის არაშეკრულობაზე, რაც შემდეგ პრემიერ ლიგის შეხვედრებში თუ ჩემპიონთა ლიგაზე დაუფასებლობაში გამოიხატება ჩვენ მიმათ და აი სწორედ მაშინ აამოქმედებს მოურინიო იმ მექანიზმს რასაც გუნდის თამაში და გამარჯვების სურვილი ჰქვია. ნუ მეც ვფიქრობ ამის შესახებ და მეც ვიქნები ძაან ოპტიმისტი. იმედა მართლაც ესეა, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდში ნამდვილად არაჯანსაღი გარემო იქმნება.

თეორია საინტერესოა, მაგრამ როდემდე უნდა აშენოს მაშინ ამ ფსევდო-გაპარტახებული გუნდის იმიჯი და როდის დადგება ის სწორი მომენტი როცა გამარჯვების სურვილს აამოქმედებს გუნდში? პრემიერ ლიგის პირველივე ტურში ჩართავს გუნდს? ცოტას დააცდის, თამაშებს წაგვაგებინებს რო საერთოდ უმაქნისები ვეგონოთ ყველას და მერე? მე პირადად არ მგონია მოურინოს ამხელა სიღრმისეული და მზაკვრული გეგმა ჰქონდეს, პროსტა თვითონაც იცის უკვე ბოლო წელი რო აქვს თუ შედეგი არ დადო და ჩემი აზრით წინასწარ იწყებს თავის მართლებას; მერე რო თქვას აი ფეხბურთელები არ მიყიდესო, აი ვალენსია გასუქდაო, აი მარსიალი მაიგნორებსო.. არადა თუ ვინმე ერჩის მას რეალურად გუნდში, ისევ თავისივე ქმედებების და რეპლიკების გამოწვეული იქნება ეგ ყველაფერი..
0
№3
ავტორი: ikeoni
1 აგვისტო 2018 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
იმედია ყველაფერი დალაგდება რა
1
№4
ავტორი: The Special One
1 აგვისტო 2018 16:31
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ძაან დონე ხარ RojoDiablo,აღარ დაგვტოვო <3 ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: Ole__boss
1 აგვისტო 2018 17:33
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: Svani
გუშინ წავიკითხე ვიღაცამ ფეისბუქზე, ჩვენ გვერდზე, დაწერა, თითქოს მოურინიოს ეს ქმედებები, ეს განცხადებები, შედეგები ამ ტურნეზე, მანიშნებელია იმის, რომ რაღაც გეგმა ხომ არ აქვს, გეგმა რომლითაც მოწინააღმდეგეებს აფიქრებინებს იუნაიტედის სისუსტეზე, გუნდის არაშეკრულობაზე, რაც შემდეგ პრემიერ ლიგის შეხვედრებში თუ ჩემპიონთა ლიგაზე დაუფასებლობაში გამოიხატება ჩვენ მიმათ და აი სწორედ მაშინ აამოქმედებს მოურინიო იმ მექანიზმს რასაც გუნდის თამაში და გამარჯვების სურვილი ჰქვია. ნუ მეც ვფიქრობ ამის შესახებ და მეც ვიქნები ძაან ოპტიმისტი. იმედა მართლაც ესეა, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდში ნამდვილად არაჯანსაღი გარემო იქმნება.


სვანი ჩერჩესოვმა მასე არ ქნა ? ყველა ამხანაგური წააგო , ყველა ინტერვიუში აკრიტიკა ფეხბურთელები და მათი დონე , რეალურად ტაქტიკა დამალა რო არავის შეესწავლა მაგ მკვდების თამაში , სვარკა ითამაშეს თუ სხვა რამე , ისტორიაშ კ იშევიდნენ... ეს იგეთი სპერმაა ამისგან ყველაფერია მოსალოდნელი
0
№6
ავტორი: Svanchester
1 აგვისტო 2018 17:44
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: jose__boss
ციტატა: Svani
გუშინ წავიკითხე ვიღაცამ ფეისბუქზე, ჩვენ გვერდზე, დაწერა, თითქოს მოურინიოს ეს ქმედებები, ეს განცხადებები, შედეგები ამ ტურნეზე, მანიშნებელია იმის, რომ რაღაც გეგმა ხომ არ აქვს, გეგმა რომლითაც მოწინააღმდეგეებს აფიქრებინებს იუნაიტედის სისუსტეზე, გუნდის არაშეკრულობაზე, რაც შემდეგ პრემიერ ლიგის შეხვედრებში თუ ჩემპიონთა ლიგაზე დაუფასებლობაში გამოიხატება ჩვენ მიმათ და აი სწორედ მაშინ აამოქმედებს მოურინიო იმ მექანიზმს რასაც გუნდის თამაში და გამარჯვების სურვილი ჰქვია. ნუ მეც ვფიქრობ ამის შესახებ და მეც ვიქნები ძაან ოპტიმისტი. იმედა მართლაც ესეა, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდში ნამდვილად არაჯანსაღი გარემო იქმნება.


სვანი ჩერჩესოვმა მასე არ ქნა ? ყველა ამხანაგური წააგო , ყველა ინტერვიუში აკრიტიკა ფეხბურთელები და მათი დონე , რეალურად ტაქტიკა დამალა რო არავის შეესწავლა მაგ მკვდების თამაში , სვარკა ითამაშეს თუ სხვა რამე , ისტორიაშ კ იშევიდნენ... ეს იგეთი სპერმაა ამისგან ყველაფერია მოსალოდნელი

ჩერჩესოვმა ნამდვილად შეასრულა, და ვფიქრობ მოურინიოც შეასრულებს ))

ციტატა: LewisHamilton
ციტატა: Svani
გუშინ წავიკითხე ვიღაცამ ფეისბუქზე, ჩვენ გვერდზე, დაწერა, თითქოს მოურინიოს ეს ქმედებები, ეს განცხადებები, შედეგები ამ ტურნეზე, მანიშნებელია იმის, რომ რაღაც გეგმა ხომ არ აქვს, გეგმა რომლითაც მოწინააღმდეგეებს აფიქრებინებს იუნაიტედის სისუსტეზე, გუნდის არაშეკრულობაზე, რაც შემდეგ პრემიერ ლიგის შეხვედრებში თუ ჩემპიონთა ლიგაზე დაუფასებლობაში გამოიხატება ჩვენ მიმათ და აი სწორედ მაშინ აამოქმედებს მოურინიო იმ მექანიზმს რასაც გუნდის თამაში და გამარჯვების სურვილი ჰქვია. ნუ მეც ვფიქრობ ამის შესახებ და მეც ვიქნები ძაან ოპტიმისტი. იმედა მართლაც ესეა, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდში ნამდვილად არაჯანსაღი გარემო იქმნება.

თეორია..

შენი მოსაზრებაც საინტერესოა და არაა გამორიცხული უბრალოდ შედეგი თავიდან აირიდოს მიზეზებზე საუბრით, თუმცა დაველოდოთ რა იქნება პრემიერ ლიგის პირველი 5 - 7 ტური, თორე შარშან როგორ დავიწყეთ ჩემპიონატი 4 - 0 ებით კი გვახსოვს.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
1 აგვისტო 2018 23:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სეზონის დაწყევამდე რო ასეთი სიტუაცია იქნება ცუდად იმოქმედებს საბოლოოდ
0
№8
ავტორი: JuanMata
2 აგვისტო 2018 02:43
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მოურინიოს მოსვლის წინ ამ კაცის ერთ-ერთ მთავარ პლიუსად ვთვლიდი მის გავლენას გუნდზე. ჟოზეს გუნდები ყოველთვის იყო მებრძოლი გუნდები, არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად კლასიანი ფეხბურთელები ჰყავდა. იყვნენ კარგებიც, იყვნენ ხეებიც, მაგრამ მთლიანობაში მუშაობდა გუნდი და ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯებოდა.

ამას არ უშველის მხოლოდ ფეხბურთელის ხასიათი, ამას ჭირდება კარგი მწვრთნელი რომელიც დაქოქავს ფეხბურთელებს და ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ იბრძოლებს ისე რომ ერთ ნაგლეჯ ბალახს არ დაუთმობს.

ახლა რასაც ჟოზე აკეთებს, მეეჭვება რამით დაეხმაროს გუნდის შემართებას, უფრო ჩელსის სიტუაციას მაგონებს (2015), როცა ფეხბურთელებმა აშკარად უბრალოდ მოიშორეს მწვრთნელი. აღარ ან ვეღარ თამაშობდნენ და არც სურვილი ჰქონდათ რამის. რეალის მერე ჟოზეს საქმე უკან-უკან მიდის.
იმედია მანჩესტერში ეს სიტუაცია არ განმეორდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top