თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2018, 08:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1658,
კომენტარები: 3
ჟოზეს ერთი ფეხბურთელის შეძენის იმედი აქვს
პორტუგალიელი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მასიურ შენაძენებს არ ელის.
ჟოზეს ერთი ფეხბურთელის შეძენის იმედი აქვს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს.

წინა კვირას მოურინიომ ამერიკულ ტურნეზე "წითლების" ასპარეზობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კიდევ 2 ფეხბურთელის შეძენა სურს, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ ერთის გადაბირების იმედი აქვს.

მაიამიში კი აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდთან შეხვედრის შემდეგ მოურინიომ მიიღო გარანტიები, რომ კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს.

"დარწმუნებული ვარ, ერთს შევიძენ. ორის გადაბირება არ მოხერხდება, რაც დრამა სულაც არ არის.

ყოველ წინასასეზონო ტურნეზე ეს ისტორია ყველა კლუბს გადახდება თავს. მწვრთნელს ყოველთვის მეტი სურს, ასეთია მათი ბუნება. საკუთარი გუნდისთვის ყოველთვის მეტი გინდა, მაგრამ კლუბის გადაწყვეტილება სხვაგვარი შეიძლება აღმოჩნდეს და ყოველთვის ვერ მიიღებ სასურველს, რაც მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ხდებოდა. სატრანსფერო ფანჯარის დახურვამდე კიდევ ერთ ფეხბურთელს თუ შევიძენ, ნორმალური იქნება",
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
1 აგვისტო 2018 12:01
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
როგორც ვფიქრობ, კიდევ 2 ფეხბურთელს დავიმატებთ, მარჯვნივ ვილიანი, დაცვაში მაგუაიერი ან მინა. ვნახოთ წესით ესე უნდა მოხდეს. წელსაც მარჯვენა ვინგერის და ზოგადად მარჯვენა ფლანგის გარეშე თამაში დიდი სისულელე იქნება.
0
№2
ავტორი: ikeoni
1 აგვისტო 2018 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: robert lewandovski
გილოცავთ ეშმაკებო, ყოველთვის სასიამოვნოა რეალისნაირი ბინძური გუნდების დამარცხება.
ამათან მოგება მიხარია ყველაზე მაგრად
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
1 აგვისტო 2018 23:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა ვის იყიდიან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top