თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2018, 08:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1980,
კომენტარები: 6
მოურინიო "რეალთან" მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიომ თავისი ფეხბურთელები შეაქო.
მოურინიო
ჟოზე მოურინიომ საქებარი სიტყვები არ დაიშურა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების მიმართ, რომელთაც ფენომენალური მიდგომა გამოავლინეს საქმისადმი 2018 წლის წინასასეზონო ტურნეს მიმდინარეობისას.

"წითლებმა" შეერთებულ შტატებში ბოლო შეხვედრა ევროპის ჩემპიონს "რეალზე" 2:1 გამარჯვებით დაასრულა ალექსის სანჩესისა და ანდერ ერერას მიერ გატანილი გოლების წყალობით.

მატჩის შემდეგ მწვრთნელმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა...

პირველად, მაიამის ტრაგედიის მსხვერპლთა გახსენება

"ჩვენი, როგორც კლუბისა და ჯგუფის ფიქრები ახლა 2018 წლის თებერვალში მარჯორი სთოუნმენ დაგლასის უმაღლეს სკოლაზე მომხდარი თავდამსხმელების მსხვერპლებთან არის."

მოთამაშეები საოცარი პროფესიონალები არიან

"მატჩთან მიმართებაში, შედეგი არაფერს ცვლის. ჩემი პროფესიონალი ფეხბურთელები გასაოცარნი იყვნენ მთელი წინასასეზონო ტურნეს განმავლობაში, რადგან იცოდნენ, რომ კარგი გუნდების, კარგი მეტოქეების წინააღმდეგ უწევდათ თამაში. მხოლოდ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე გვყავს აქ, უმეტესობა ბავშვია. ჩვენი ბავშვები მართლაც, ნამდვილად ახალგაზრდები არიან, ვინაიდან ყველაზე უფროს ასაკოვანთა გუნდი, 23-წლამდელები, დაქვეითდნენ - გუნდი მეორე დივიზიონში გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ ხარისხი არ ვარგა. ამიტომაც ვამჯობინეთ მოედანზე ბავშვების გაყვანა, რამდენიმე 16 წლის ბიჭიც კი გვყავდა.

ერერა, ბაიი, დარმიანი, მატა, ყველა ეს მოთამაშე ფენომენალური იყო წინასასეზონო ტურნეს განმავლობაში, მათ ყველა მატჩის თითქმის ყოველი წუთი გაატარეს მოედანზე. ასე რომ, დღევანდელ მატჩში მოვიგებდით 2-1, წავაგებდით 1-2 თუ ფრედ დავასრულებდით 2-2, არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მე ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი და მათი მჯერა. ვიცი, რომ ეს ბიჭები საოცარი პროფესიონალები არიან და კლუბისთვის, მისი პრესტიჟისთვის ყველაფერს გაიღებენ. არ იქნებოდა სასიამოვნო დღეს "რეალთან" 5-1, 6-1 წაგება. პრეს ოფიცერმა კარენ შოტბოლტმა იცის, რომ ეს ბიჭები მოედანს მიღმაც ფენომენალურები იყვნენ კომერციული თვალსაზრისით, საქველმოქმედო ფონდებთან მუშაობით."

ეს არ იყო ძლიერი "რეალი"

"ვფიქრობ, ეს არ არის "რეალ მადრიდი" ისევე, როგორც არ არის "მანჩესტერ იუნაიტედი". მადრიდის "რეალიც" ჩვენსავითაა - მისი მოთამაშეები სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ. ზოგიერთი მათგანი პირველი გუნდიდან იყო, ზოგიერთი იჯარიდან დაბრუნდა, ზოგი "კასტილიადან", ზოგიც "რეალ მადრიდ C" გუნდში თამაშობს. ეს არ არის "რეალ მადრიდი", ეს შედეგი მათთვის არაფერს ნიშნავს, რადგან მათ უფრო მეტი დრო აქვთ სეზონისთვის მოსამზადებლად, ვიდრე ჩვენ, ვინაიდან ლა ლიგა-ს უკეთ ესმის ფეხბურთელთა საჭიროებების, ვიდრე პრემიერ ლიგას და ის უფრო გვიან დაიწყება. ამით მწვრთნელები, კლუბი და ფეხბურთელები ჩვენზე უკეთ მოემზადებიან. ყველასთვის ცნობილია რონალდუს შესაძლებლობები, მაგრამ ასევეა ცნობილი "რეალის" შესაძლებლობებიც, ამიტომაც მჯერა, რომ მათ რონალდუ დააკლდებათ, მაგრამ "რეალი" გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული ფეხბურთელი და ამას გაუმკლავდება. ლოპეტეგის წარმატებას ვუსურვებ, მას 21-22 წლიდან ვიცნობ. კარგი ბიჭი, კარგი მწვრთნელია."

ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს


"ტაქტიკურად ახალი არაფერი მისწავლია. ვიცი, რასაც წარმოადგენენ ერერა, მატა და სანჩესი. ვიცი, რომ ეს ბავშვები ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან, მათ დრო სჭირდებათ გასაზრდელად, მაგრამ ყველაფერი დადეს მოედანზე. ეს გამოჩნდა, როცა ბოლო 15 წუთში "რეალმა" მოედანზე კროოსი, ასენსიო და ისკო შეიყვანა. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, ყველაფერი გაიღეს, მათ იციან, რომ საუკეთესო შედეგისთვის უნდა იბრძოლონ, მაგრამ ტაქტიკურად ეს არაფერს ნიშნავს. მე მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ ჩვენს განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებით საუკეთესოდ ორგანიზებული გუნდი ჩამომეყალიბებინა."

რატომ ვათამაშე დაცვაში 3 ფეხბურთელი

"მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი გვყავდა - ბაიი - ამიტომაც გადავწყვიტე გამემწესებინა სამი ორის ნაცვლად. რადგან სამს უკეთ შეუძლია ერთმანეთის მხარდაჭერა. ტომ ფოსუ-მენსა მარჯვენა მცველია და სკოტ მაკტომინეი ცენტრალური ნახევარმცველი. ვეცადეთ, სამი მცველი იმიტომ დაგვეყენებინა, რომ მათ თავი უფრო კომფორტულად ეგრძნოთ და ეს სულაც არ იყო გათვლილი იმაზე, რომ სამომავლოდ მოვმზადებულიყავი. უბრალოდ საუკეთესო შედეგის მიღება ვცადე. "მილანის" წინააღმდეგ ფრე ვითამაშეთ. "რეალს" მოვუგეთ. "ლივერპულთან" მატჩში გუნდში გასაჭირში იყო და მსაჯიც ბეისბოლიდან გამოგზავნეს, რათა საქმე გაერთულებინა. ჩვენ მხოლოდ გადარჩენა და საუკეთესო შედეგის მიღება ვცადეთ."

წინ უფრო მეტი სამუშაოა

"ჩემმა ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს, მაგრამ წინ უფრო მეტი საქმე გველის, რადგან რამდენიმე დღეში მიუნხენში მივემგზავრებით, 10 დღეში კი პრემიერ ლიგა იწყება. ჩვენს განკარგულებაში იქნებიან ლინდელიოფი, რომელმაც ვარჯიში 2 დღის წინ განაახლა, მარკუს რეშფორდი, ჯონსი და ლუკაკუ, რადგან მათ გუნდსა და შემადგენლობას დასვენების 3 დღე დაუთმეს და 3 დღით ადრე ბრუნდებიან არდადეგებიდან."

ენტონი მარსიალიც იქვე იქნება?


"არ ვიცი."
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
1 აგვისტო 2018 08:36
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
რა დონის .... კაცია როგორ არა ვთქვა ეს :@ წინა თამაშზე აამძღნერა ყველაფერი და ტიპები მიწასთან გაასწორა და ახლა კიდე ტაში შენ გენაცვვალეთო. იმიტომ მიყვარს მართლა განსაკუთრებულია ეს ჩემისა :@
0
№2
ავტორი: makaveli
1 აგვისტო 2018 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
გადი წაეთრიე გუნდიდან დაგვასვენე რა, ეს რა ჭირია ვინაა რა ვერ გააგდეს
0
№3
ავტორი: bziki
1 აგვისტო 2018 10:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მარჯვენა ვინგერის მოსვლა ვერ ხერხდება და რომბზე რო გადავიდეს მგონი საუკეთესო ვარიანტია რეში და მარსიალი კი გახეხავენ მარა ეგენი ვერც მარჯვნივ წყვეტენ ვარსკვლავებს და დაამატოს ცენტრს ათიანი აჯობებს მგონია, ალბათ ლინგარდი(მატა) იქნება ეგ ათიანი მარჯვნივაც გადავლენ ხშირად.
პერეირას გამოყენება შეილება დასატოვია დროც ექნება თავის უნივერსალურობის ხარჯზე.
ფოსუ მენსას ბოლო დღეებია მანჩესტერში როგორც ვატყობ და მაკტომინაისაც

-------------------დეხეა-----------------
შოუ(იანგი)-ბაილი(ჯონსი)-?(ლინდელოფი)-ვალენსია(დალო)
------------------მატიჩი(ერერა)----------------
---პოგბა(ფელაინი)---------------ფრედი(პერეირა)--------
------------------------------ლინგარდი(მატა)---------
-----სანჩესი(მარსიალი)-----------ლიკაკუ(რეში)-------------
0
№4
ავტორი: Svanchester
1 აგვისტო 2018 12:02
  • სიახლეები: 2945
  • კომენტარები: 3956
ამან იმდენი "იმას ქნა" განცხადებებში წინა მატჩებზე, რომ როგორც იქნა გაახსენდა რო გუნდს შექებაც სჭირდება.
0
№5
ავტორი: ikeoni
1 აგვისტო 2018 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
საებარმა სიტყვებმაც არ დააგვიანა
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
1 აგვისტო 2018 23:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
როგორც აწყობს ისე ლაპარაკობს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top