თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2018, 13:25
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1640,
კომენტარები: 4
"იუნაიტედი" და "ლივერპული" კოვაჩიჩისთვის იბრძვიან
სად წავა ხორვატი?
Teamtalk-ის ცნობით, €71 მილიონად შეფასებულ ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ორი ერთმანეთის ისტორიული მტერი დაწინაურდა

კოვაჩიჩს სათამაშო დროს მოდრიჩი და კროოსი არ აძლევენ და სიტუაციით უკმაყოფილოა, ეს კი "ლივერპულს" და "იუნაიტედს" მოტივაციას აძლევს მისთვის იბრძოლონ. Dario AS-ის განცხადებით, კოვაჩიჩმა თანაგუნდელებს და მწვრთნელს უთხრა რომ წასვლა უნდა.

თუმცა "რეალი" მის იოლად დათმობას არ აპირებს, მადრიდელები €71 მილიონამდე ითხოვენ და ასევე მის გაშვებამდე აუცილებლად სურთ შემცვლელის
პოვნაც.

თუ ინგლისურ გრანდებს მატეოს გაფორმება სურთ, დიდ თანხაზე მოუწევთ ხელის გაწვდენა, მაგრამ თუ კოვაჩიჩი ღიად იტყვის რომ მადრიდში გაჩერებას აღარ აპირებს, მაშინ მის მსურველ კლუბებს ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ.

"იუნაიტედი" კოვაჩიჩს დიდი ალბათობით იმიტომ აკვირდება, რომ სურთ ის გვერდით დაუყენონ პოლ პოგბას და ფრედს, ამით დიდებული ტრიო შეიქმნება.

არ შეიძლება "მერსესაიდელების" ჩამოწერაც. გუნდმა მიმდინარე ზაფხულში უამრავი ფული დახარჯა და ნახევარდაცვის გასაძლიერებლად კიდევ €71 მილიონის "რეალისთვის" გადარიცხვა მათთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
ტრანსფერები
4 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
31 ივლისი 2018 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ისე იწუწუნა მოურინიომ ტრანსფერებზე და ისე საცოდავად დაამატა რო ერთ ფეხბურთელზე მეტს ვერ მოვიყვანო რო არ მაქვს ამის გაფორმების იმედი.. სავარაუდოდ ვინმე მცველს მოიყვანენ და ეგ იქნება სულ.
0
№2
ავტორი: giorgi_mg
31 ივლისი 2018 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სკამს ხეხავს წლებია და ამაში 71 მილიონს არავინ გადაიხდის, 50 კიდე შეიძლება, მაგრამ მოუ ნახევარმცველს სავარაუდოდ ვეღარ იყიდის, მაქსიმუმ მარჯვენა შემტევი და მცველი, თუმცა ამდენი ცენტრალური მცველია უკვე გუნდში და რას უპირებს ვერ გავიგე. მაგუაერის მოყვანას ან ვინმე სხვა მცველის ისევ მარჯვენა შემტევი იყიდოს ჯობია.
1
№3
ავტორი: ikeoni
31 ივლისი 2018 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ravi me piradad magrad momwons am bichis tamashi
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
2 აგვისტო 2018 00:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნახევარმცველს აღარ იყიდიან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top