თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2018, 12:03
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2092,
კომენტარები: 9
ბაიის შემდეგ ლინდელოფიც
მოურინიო ლინდელოფის დატოვებასაც გეგმავს.
ბაიის შემდეგ ლინდელოფიც
სატრანსფერო ციებცხელება აქტიურად მიმდინარეობს. ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" კი სხვადასხვა პოზიციების გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს. ჟოზე მოურინიოს აზრით, გუნდს ახალი მცველების დამატებაც სჭირდება.

ავტომატურად ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ძველი ფეხბურთელების გუნდიდან წასვლას გამოიწვევს. გუშინ გავრცელებული სტატიებით გუნდში აუცილებლად დარჩება "წითლების" ღირსების კოტ'დივუარელი დამცველი ერიკ ბაიი.

დღეს გავრცელებული ცნობით, ბაიის შემდეგ შემადგენლობაში ჟოზე მოურინიოს ვიქტორ ლინდელოფის დარჩენაც სურს. მეტიც, მან პირადად დაბლოკა შვედის ტრანსფერი ფრანგულ "ლიონში" რომელსაც ინგლისური გრანდისთვის შეთავაზება უკვე გაკეთებული ჰქონდა მცველის თაობაზე. ამის შესახებ წერს ავტორიტეტული გამოცემა - L'Equipe.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა მცველმა გასულ სეზონში შეიძლება ითქვას, ძალიან ბუნდოვანი შთაბეჭდილება დატოვა. ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და იყო რიგი შეცდომები ამათუ იმ მატჩებში. მოურინიო მზად არის ლინდელოფს კიდევ ერთი შანსი მისცეს.


წყარო: ukrainefootball.net


როგორ ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილებაა თუ არა ლინდელოფის დატოვება?

დიახ
არა

ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: man21utd
30 ივლისი 2018 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ამის და ბაის დუეტი ხეირს არ მოგვიტანს გამოცდილი და სტაბილური მცველია საჭირო. ისე მსოფლიოზე არ უთამაშია ცუდად და გასაშვები ნამდვილად არაა!
0
№2
ავტორი: Svanchester
30 ივლისი 2018 12:15
  • სიახლეები: 3001
  • კომენტარები: 3973
აუცილებლად უნდა დარჩეს. სკამიდან შემოვა ხოლმე და თავის შანსს გამოიყენებს. ამ სეზონის მერე გამოჩნდება აშკარად გასაშვებია თუ არა.
0
№3
ავტორი: ikeoni
30 ივლისი 2018 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11684
Amis gashveba sisulele Iqneba unda darches yvela pontshi erti sezonit arvsheidzleba motamshis shefaseba
0
№4
ავტორი: snatch77
30 ივლისი 2018 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ყველაზე ძლიერი მცველია გუნდში ამ ეტაპზე
0
№5
ავტორი: JuanMata
30 ივლისი 2018 13:28
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დასაწყისში ჰქონდა მარტო შეცდომები, მერე მოუმატა და ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, მითუმეტეს სოფლიოზეც ძალიან კარგი იყო.

ციტატა: snatch77
ყველაზე ძლიერი მცველია გუნდში ამ ეტაპზე


ნამდვილად
0
№6
ავტორი: Methadon
30 ივლისი 2018 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ძაან ახალგაზრდაა და ამის გაშვება არ შეიძლება. მცველი 24-25 წლამდე მაინც ინარჩუნებს პერსპექტიული ფეხბურთელის სტატუსს შემტევი ფეხბურთელებისგან განსხვავებით. მცველები 27-28 წლის ასაკში უფრო აღწევენ მსოფლიო დონეს, შემტევებისგან განსხვავებით.
0
№7
ავტორი: VALERI.s
30 ივლისი 2018 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
მაგრად მომეწონა ამისი თამაში მსოფლიოზე მაგრამ სადღაც ვნახე რომელიღაც სპორტულმა გამოცემამ მსოფლიოს ყველაზე დიდ იმედგაცრუებებში შეიყვანა და მაგრად გამიტყდა თან გამიკვირდა.
0
№8
ავტორი: Benny
30 ივლისი 2018 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
მოურინიო უნდა წავიდეს ეს უნდა მოხდეს და მწვრთნელად მარკო სილვა ან ვინმე შემტევი მწვრთნელი უნდა დაინიშნოს და გთხოვთ ცენზურა მოხსენით მეზიზღება ჟოზე მესამე წელია გუნდშია დაისეთი პერსპექტიული ფეღბურთელები როგორებიც მარსიალი რეშფორდიდა პოგბააა და კიდევ სხვა კარგი ნიჭიერი ფეღბურთელები ვერ განავითარა არიცის ფეღბურთელი როგორ გააძლიეროს არბენინებს მხოლოდ წინ და უკან
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
2 აგვისტო 2018 00:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვინ უშვებდა რო?!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top