თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2018, 19:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1590,
კომენტარები: 5
მოურინიო კლუბის მდგომარეობით უკმაყოფილოა
ჟოზე ახალ ფეხბურთელებს ითხოვს.
მოურინიო კლუბის მდგომარეობით უკმაყოფილოა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო წინასასეზონო ტურნეზე თავისი გუნდის მომზადებით უკმაყოფილოა და უკმაყოფილებას გამოთქვამს სატრანსფერო ბაზარზე გატარებული პოლიტიკითაც.

ამერიკაში გამართული ტურნეს მიმდინარეობისას მოურინიომ არაერთხელ თქვა, რომ სრულყოფილად ვერ მოემზადება სეზონის სტარტისთვის, რადგან ძირითადი შემადგენლობის უმეტესი ფეხბურთელი მის განკარგულებაში არ არის.

"ლივერპულთან" მიჩიგანში დამარცხების შემდეგ ჟოზემ არ დამალა თავისი იმედგაცრუება და მათ შორის არც სატრანსფერო ბაზარზე პასიურობით. მოურინიოს რეალურად მხოლოდ ერთი ახალწვეულის დამატების იმედი აქვს.

"ამ მატჩისგან ვერაფერი ვისწავლე. ეს არ არის ჩემი გუნდი. ჩემი გუნდის ნახევარი აქ არ მყავს, ნახევარი კი, ვინც მოედანზე გამოვიდა, 9 აგვისტოს შემდეგ გუნდში არ იქნება.

ეს არაფრით არ არის დაკავშირებული გაძლიერებასთან. გაძლიერება - ეს არის პოგბა, ფელაინი, ლინდელიოფი, მარკუს რეშფორდი, ჯესი ლინგარდი, მატიჩი, ანტონიო ვალენსია. აი ეს არის გაძლიერება. აქ კი არ იყო ჩვენი გუნდი. ცუდად არ გვითამაშია მიუხედავად ბავშვების სიჭარბისა, მაგრამ როცა ძალები გამოგველია, ეს დასასრული იყო.

მეკითხებით ფეხბურთელებზე, რომელთა შეძენაც მსურს? კიდევ ორ ფეხბურთელს შევიძენდი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ შევძლებ.

ვფიქრობ, არსებობს ალბათობა, რომ კიდევ ერთს ვიყიდით. ეს შესაძლებელია. რაც შეეხება ამ ერთს, კლუბს 5 კაცისგან შემდგარი სია მივეცი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ და ველოდები, შეიძლება თუ არა ერთი ფეხბურთელის ყიდვა.

თუ მოხერხდება, კარგია. თუ არა, ვიბრძოლებთ და ვირწმუნებთ ჩვენს ხელთ არსებულ ფეხბურთელთა ძალას",
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 ივლისი 2018 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
DZaan cudi periodi daemtxva realurad martla ramdeni wamyvani motamashe gvaklia:((
0
№2
ავტორი: Malboro463
29 ივლისი 2018 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
karoche axalgazrdebs motivacias azlevs imis ddsh.
ertxelac ar sheuqia nu shesaqebi rme ara mara damshanave metwilad tvitona
0
№3
ავტორი: PaLoMo
29 ივლისი 2018 20:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ასეც ვიცოდი რო სიას მისცემდა და ტრანსფერებს ვერ აკეთებენ ან არააკეთებენ. თუ ბაიერნი ცდილობს ყიდვას ბოატენგში გავუცვალოთ და თუ პსჟს უნდა მარკინიოსი მოგვცენ.იმედია ვიკიანს მაინც მოიყვანენ თორე მარჯვენა ფლანგზე ისევ მატა ვერ იქნება.ბოლო ბოლო რებიჩი მაინც მოიყვანონ.მატას ფლანგზე კი აჯობებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 ივლისი 2018 21:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს ნაპერწკალი გაღვივდება ვატყობ, ასე ღიად რო ალაპარაკდა მოურინიო
0
№5
ავტორი: Benny
29 ივლისი 2018 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ამას უეჭველი აღარ მოსწონს სიტუაცია წასვლა უნდა და წუწუნებს

იმედია გაუშვებენ რა თორე მარსიალის და კიდევ ბევრი სხვა კარგი პოტენციალის მქონე ფეხბურთელების წასვლა ჩვენს გუნდს ნამდვილად არ აწყობს მაურისიო გვინდა ან მარკო სილვა ვინმე შემტევი მწვრთნელი ყველა ფეხბურთელი ვინც გვყავს შეტევის პოტენციალითაა და იმიტო ვერ ათამაშებს მოურინიო ძალიან დიდი განხსვავებაა ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის დარწმუნებული ვარ ამ სასტავით პრემიერ ლიგასაც მოვიგებთ ვინმე შემტევი მწვრთნელი რო მოიყვანონ აი მაგალითად ყველაზე მეტად მე თუ მკითხავთ პოჩეტინო და ასისტენტებათ გიგზი და სქოულზი შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა თან დაიხვეწებოდნენ ისწავლიდნენ შემტევი მწვრთნელის ფილოსოფიას გაიზიარებდნენ მოკლედ ყოველმხრივ სასარგებლო იქნებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top