თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2018, 18:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2098,
კომენტარები: 8
მოურინიომ ვალენსია არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა
მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის ურთიერთობა იძაბება.
მოურინიომ ვალენსია არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ გუნდის კაპიტანი ანტონიო ვალენსია წინასასეზონო ტურნეზე არასახარბიელო კონდიციებში დაბრუნდა.

არდადეგებიდან ვალენსიას დაბრუნების შემდეგ მოურინიომ ერთ-ერთ პირველ საქმედ 32 წლის ეკვადორელისთვის კაპიტნის სამკლაურის გადაცემა განახორციელა.

თუმცა, როგორც კი პირველ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მეშვიდე წუთზევე მიიღო ტრავმა და შესაძლოა, ამის გამო სეზონის სტარტი გამოტოვოს.

ამის გამო მოურინიომ მიანიშნა, რომ უკმაყოფილოა ვალენსიას საქმისადმი მიდგომით, ვინაიდან იგი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას თავის ფიზიკურ ფორმას ზაფხულის არდადეგების დროს.

"ანტონიო ვალენსია არდადეგებიდან დაბრუნდა - შესაძლოა დასვენება ძალიან ბევრი მოუვიდა. როცა დაბრუნდა, მისი კონდიციები შორს იყო იდეალურისგან. და თქვენც ნახეთ, რაც მოხდა შემდეგ: მოედანზე გასვლა სცადა, ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადავიდა", - განაცხადა მოურინიომ.

წყარო: metro
ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
29 ივლისი 2018 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესეც ბერდება უკვე 32 წლის არის და ამის შემცვლელიც არ გვყავს :( ფოსუ მენსებით წინ ვერ წავალთ ვინმე ნორმალური მარჯვენა მცველი გვინდა ასევე მარჯვენა გარემარბი და ერთი ცენტრალური მცველიი ეს მინიმუმ უნდა გააკეთოს მანჩესტერმა თუ არადა დავემშვიდობთ ყველანაირ ტიტულზე ფიქრსაც კი
0
№2
ავტორი: ikeoni
29 ივლისი 2018 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11434
Yvelaze naklebad rac gvinda is ar unda moxdes da dazabuloba ar unda iyos
0
№3
ავტორი: Malboro463
29 ივლისი 2018 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
tipi yvelas akritikebs gundi miwastan gaawora. fanebze tqva am gundis tamashs ar unda uyurebdneno shemogzavnilia mgoni
0
№4
ავტორი: snatch77
29 ივლისი 2018 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ცენზურა მოხსენით გთხოვთ
0
№5
ავტორი: K1llsw1tch
29 ივლისი 2018 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
და აი ისიც. მოურინიოს მესამე წელი და გუნდის საბოლოოდ განადგურება და დაჩმორება. ვინც ამას არ ელოდა ძალიან მიამიტი ადამიანია :)
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
29 ივლისი 2018 21:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვალენსიას დასვენება არ ვიცი მარა მოურინიო წერაზეა
0
№7
ავტორი: Paulscholes1
30 ივლისი 2018 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Chmourinios gaedo

ციტატა: K1llsw1tch
და აი ისიც. მოურინიოს მესამე წელი და გუნდის საბოლოოდ განადგურება და დაჩმორება. ვინც ამას არ ელოდა ძალიან მიამიტი ადამიანია :)

Miamiti kide rbilad natqvamia))
0
№8
ავტორი: DamPaLiGiGa
31 ივლისი 2018 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
მაურინიო წელს შუა სეზონში წავა მემგონი.. ამასაც და ვან გაალსაც ისევ მოესი დაეტოვებინათ ის ჯობდა, რა იცი რას იზავდა აქამდე..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top