თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2018, 18:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1483,
კომენტარები: 3
"ნაპოლიმ" დარმიანზე შეთავაზება გააკეთა
მატეოს იტალიაში ეპატიჟებიან.
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მატეო დარმიანის თაობაზე შეთავაზებით მიმართა, მაგრამ მხოლოდ იჯარით აყვანა სურს სამომავლოდ შეძენის პერსპექტივით.

მიმდინარე კვირას დარმიანმა "მილანთან" ამხანაგურ შეხვედრაში კაპიტნის სამკლაური მოირგო, მაგრამ ამას დარმიანი შეცდომაში არ შეუყვანია და აცნობიერებს, რომ მომდევნო სეზონში ბევრ სათამაშო დროს ვერ მიიღებს.

"მილანთან" შეხვედრის შემდეგ მან თავადვე გამოაცხადა "იუნაიტედის" წასვლის სურვილის შესახებ და აღაიარა, რომ სერია A-დან რამდენიმე შეთავაზება აქვს.

და თუ აქამდე 28 წლის იტალიელის სახელს "იუვენტუსს" და "ინტერს" უკავშირებდნენ, ახლა პრეტენდენტთა შორის გამოჩნდა "ნაპოლიც", რომელიც "იუნაიტედის" პასუხს ელის.

"დარმიანის იჯარის წესით აყვანაზე შეთავაზება გავაკეთეთ სამომავლოდ შეძენის შესაძლებლობით",
- განაცხადა დე ლაურენტისმა Kiss Kiss-თან ინტერვიუში.
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
29 ივლისი 2018 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა მოსაყვანი იყო ეს საერთოდ? ესეთი ტრანსფერები ღუპავს გუნდს ზუსტად იმენა ნაყარ-ნუყარი ხალხი გვყავს უმეტესობა რომლებიც დროზე თუ არ გაუშვეს გავხდებით ჩვეულებრივი ევერტონი საუთჰემტონი ანამ ამდაგვარი გუნდი. ეს მანჩესტერია და აქ საშუალო დონის ფეხბურთელებით სავსე არ უნდა იყოს გუნდი როგორც ეხლაა უმეტესობა საშუალო დონის ფეხბურთელი გვყავს და არა უმაღლესი კლასის. ძალიან ცუდი პერიოდი გვაქ და იმედია კარგი ტრანსფერებით გამოსწორდება ყველაფერი გუნდი უნდა გათავისუფლდეს ნაგვისგან. რაც შეეხება მოურინიოს არამგონია რომ როდესმე გახსნილი და შემტევი ფეხბურთი ითამაშოს ჟოზეს ხელში მანჩესტერმა ისევ უბრალოდ შედეგზე ორიენტირებული თამაში იქნება რომელმაც შეიძლება შედეგი მოიტანოს მაგრამ ვაი ეგეთ შედეგს. დიდ პატივს ვცემ ჟოზეს მიღწევებს და ტიტულებს მაგრამ ჩემი აზრით მანჩესტერს არ შეეფერება და არამგონია დიდი წარმატება გველოდებოდეს მაგის ხელში. პოჩეტინო კი მინდოდა ძაალიან მაგრამ საწმუხაროთ ჟოზე შემოგვრჩა
0
№2
ავტორი: ikeoni
29 ივლისი 2018 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Nu wava raa
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
29 ივლისი 2018 21:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ესეც კიდე თუ მიდის მალე მაინც წავიდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top