თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2018, 17:53
ავტორი: redmann,
ნანახია: 1915,
კომენტარები: 6
Daily Mail: "იუვენტუსი" პოგბას დაბრუნებას გეგმავს
იტალიელები ტრანსფერში რამოდენიმე ფეხბურთელს ჩართავენ.
Daily Mail:
Daily Mail-ის ინფორმაციით "იუვენტუსი" გეგმავს სესნსაციურ სვლას პოლ პოგბას იტალიაში ხელმეორედ დასაბრუნებლად.

ტურინელებმა უკვე დაამყარეს პირველად კონტაქტი ნახევარმცველის აგენტთან - მინო რაიოლასთან და შეატყობინეს, რომ განიხილავენ ყველანაირ შესაძლებლობას რათა დააბრუნონ ფრანგი იტალიაში, რომელიც ორი წლის წინ თავად გადასცეს "იუნაიტედს" სარეკორდო - 89 მლნ ფუნტის სანაცვლოდ.

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოს აზრით გასაგები იქნება თუ კი "იუნაიტედი" მოისმენს იუვენტუსის შეთავაზებას, რადგან ფრანგისა და მოურინიოს ურთიერთობა ბოლო პერიოდში იდეალურისგან შორსაა. მათ შორის ურთიერთობა გასული სეზონის ბოლოსკენ დაიძაბა, როდესაც პოგბა არაერთხელ გახდა "წითელი ეშმაკების" დამრიგებლის კრიტიკის ობიექტი. გასულ კვირას კი კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მათ არასახარბიელო ურთიერთობას პორტუგალიელის კომენტარით-ფრანგის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლასთან დაკავშირებით: ნაცვლად კომპლიმენტებისა საკუთარი შეგირდის მიმართ, მწვრთნელმა განაცხადა რომ პოგბას ჯერ კიდევ აქვს გასაუმჯობესებელი თამაში, რათა "იუნაიტედის" დონეს მიუახლოვდეს.

ექსპერტთა აზრით იუვენტუსისთვის არ იქნება ფინანსურად მარტივი პორგბას ტურინში დაბრუნება, ვინაიდან ამ ზაფხულს მათ უკვე გაიღეს 85 მლნ ფუნტი კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ, თუმცა იტალიელები მზად არიან ფრანგის სანაცვლოდ შეელიონ მირალემ პიანიჩს, გონსალო იგუაინსა და დანიელე რუგანს.

ამ დროისთვის პოლ პოგბა ლოს ანჟელესში იმყოფება, სადაც კუთვნილ არდადეგებს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ ატარებს.
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
29 ივლისი 2018 18:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მანჩესტერიდან თუ წავიდოდა პოგბა მხოლოდ რეალში ან ბარსაში აი იუვეში რა პონტში უნდა წავიდეს არ მესმის არც მორალურად და არც მიზნობრივად
0
№2
ავტორი: makaveli
29 ივლისი 2018 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ნეტა წავიდეს.. არ ვამბობ რო ცუდია მაგრამ რაიოლა და პოგბა მაგრად ათამაშებენ ტრაკს და ძაან მაღიზიანებენ.. ცანცარა სლე ბავშვია იმენა.. არც მსოფლიოზე არ მიბალეშიკია ისე აღარ მევასება რო რავი არაა ნამდვილი წითელი ყველაფერზე ეტყობა გაუყოლოს ჟოზე და გაეწუწონ
0
№3
ავტორი: stepno
29 ივლისი 2018 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სასაცილოა გამორიცხულია იუვეში დაბრუნდეს ეს :_)
0
№4
ავტორი: ikeoni
29 ივლისი 2018 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Zgapariaa:)))
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
29 ივლისი 2018 21:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟოზე ალაპარაკდა ძაან არაააჭირო თემებზე რაც არ დამთავრდება კარგად
0
№6
ავტორი: Smoke - N
1 აგვისტო 2018 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
ისე ორივემ რო გასხან გუნდიდან ძაან გამყარდება პოგბამაც და მოურინიომაც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top