თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2018, 11:33
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1200,
კომენტარები: 7
მოურინიო: "მატიჩი სეზონის საწყის ეტაპს გამოტოვებს"
სამწუხარო ინფორმაცია სერბ ფეხბურთელზე.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდის სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი, სეზონის საწყის თამაშებს გამოტოვებს.

მისივე ცნობით, მატიჩმა ფილადელფიაში ოპერაცია ჩაიტარა. თუ რატომ დასჭირდა ნემანიას ქირურგიული ხასიათის ჩარევა, ამ ეტაპზე უცნობია.

"მატიჩი სეზონის დასაწყისს გამოტოვებს. მსოფლიო ჩემპიონატიდან ტრავმირებული დაგვიბრუნდა, ხოლო როგორც ჩანს მისი დახმარება აქამდე ვერ მოხერხდა. არ ვიცი როდის დაბრუნდება მოედანზე". - განაცხადა ჟოზემ, "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ "მანკუნიანელებმა" მერსისაიდული კლუბის წინააღმდეგ შეხვედრა ანგარიშით 1-4 დათმეს. შემდეგ შეხვედრას "წითელ ეშმაკები", მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 1 აგვისტოს "რეალის" წინააღმდეგ გამართავენ.


წყარო: euro-football.ru
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
29 ივლისი 2018 11:39
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ნუ როგორც ყოველთვის ხდება, იღბალმა ხო სულ უნდა გვიმტყუნოს ამ მხრივ და ვიღაც აუცილებლად უნდა დაგვემტვრეს. (((
0
№2
ავტორი: ikeoni
29 ივლისი 2018 11:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
imedia male dagvibrundeba ra:(((
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
29 ივლისი 2018 12:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძალიან ცუდი
0
№4
ავტორი: JuanMata
29 ივლისი 2018 13:08
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მატიჩს არ დაუსვენია მთელი სეზონი და მერე კიდევ მსოფლიოზე მოუწია თამაში, არ შეიძლება ასე ფეხბურთელების გამოწურვა, თასებზე მაინც უნდა დაასვენოს, და პრემიერლიგის ზოგიერთ შეხვედრაში.
ლუკაკუს საღოლ მაგარი მომზადება ჰქონია, რაც მაგან წელს ითამაშა, კიდევ ჯანზეა.

პოგბა-ფრედი-ერერა, ან პოგბა-ფრედი-პერეირა, დასაწყისისთვის არ იქნება ცუდი.
0
№5
ავტორი: David_beckham-_-
29 ივლისი 2018 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ციტატა: Svani
ნუ როგორც ყოველთვის ხდება, იღბალმა ხო სულ უნდა გვიმტყუნოს ამ მხრივ და ვიღაც აუცილებლად უნდა დაგვემტვრეს. (((

სვანი შენ ლევანი ხომ არ გქვია ძმა?
0
№6
ავტორი: Svanchester
29 ივლისი 2018 15:04
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: David_beckham-_-
ციტატა: Svani
ნუ როგორც ყოველთვის ხდება, იღბალმა ხო სულ უნდა გვიმტყუნოს ამ მხრივ და ვიღაც აუცილებლად უნდა დაგვემტვრეს. (((

სვანი შენ ლევანი ხომ არ გქვია ძმა?

არა ძმაო.
0
№7
ავტორი: stepno
29 ივლისი 2018 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უკვე დროა რო ვეძებოთ მატიჩის შემცვლელი სასწრაფოდ რა ასაკიც ემატება უკვე ამ კაცს და ისედაც ვერ გაქაჩავს სულ ძირითადში და ფელას იმედზე ყოფნა არ შემიძლია და რავქნა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top