თბილისი:
მანჩესტერი:
28-07-2018, 22:18
ავტორი: Cavani.,
ნანახია: 1596,
კომენტარები: 4
ინძაგი:”მილინკოვიჩ-სავიჩისთვის ვიბრძოლებთ”
სერბმა მთელი ევროპის გრანდები მიიზიდა, მაგრამ რომაელები იმედოვნებენ, რომ ის მომავალი სეზონიდან კვლავ ”ლაციოს” რიგებში ითამაშებს.
ინძაგი:”მილინკოვიჩ-სავიჩისთვის ვიბრძოლებთ”
მილან ბადელის და ხოაკინ კორეას გაფორმების შემდეგ, ინძაგის მთავარი მისია სერბი ნახევარმცველის მილინკოვიჩ-სავიჩის დარჩენა არის.

”ლაციოს” ვარსკვლავს უკავშირებენ როგორც ”იუვენტუსს” ასევე ”მადრიდის რეალს” და ”მანჩესტერ იუნაიტედს”.

ყველაფრის მიუხედავად ინძაგი კვლავ ინარჩუნებს $ 116 მილიონიან ფეხბურთელს. ახალ სეზონში თუ ის დარჩა რომაულ კლუბში დიდი ალბათობით შეუწყვილდება ბადელის რომელიც ”ფიორენტინადან” დაიმატა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

”ლაციოს” თავკაცმა გუნდში ხოაკინ კორეაც დაიმატა რომელმაც ”ლა ლიგაში” 21 მატჩი ჩატარა და ის სულ რაღაც 16 მილიონად შეიძინა. თავიდან იყო ლაპარაკი, რომ თითქოს და ”ატალანტადან” სურდა მოყვანა ალეხანდრო გომესის, მაგრამ არ შედგა ეს ტრანსფერი.

”მე ვთხოვე ალეხანდროს მოსვლა, რადგან ჩაენაცვლებინა ფელიპე ანდერსონი, მაგრამ შემდეგ გავაანალიზეთ სიტუაცია და მივხვდით, რომ ხოაკინ კორეა უკეთესი ვარიანტი იყო. ის ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკასთან დაახლოებული ფეხბურთელია”.

”აგრეთვე ბადელის შეძენაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მას აქვს დიდი ენთუზიაზმი და ამიტომაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მის პოზიციაზე. მნიშვნელოვნად გააძლიერებს გუნდს მისი დამატება”.

”რაც შეეხება მილინკოვიჩ-სავიჩს. მის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი და მისი მომავლის წარმართვა მისი გადასაწყვეტია. მე ვესაუბრე სერგეის, სურდა ჩამოსვლა და პირისპირ საუბარი, მაგრამ მე დასვენების საშუალება მივეცი”.

”ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ყველასთვის და მათ შორის სერბისთვისაც ვიბრძოლებთ”
- დასძინა ”ლაციოს” დამრიგებელმა.
სიახლეები, ტრანსფერები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 ივლისი 2018 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Amis moyvanis aucileblobas Saertod vegar vxedav
0
№2
ავტორი: kobinio
28 ივლისი 2018 23:33
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: ikeoni
Amis moyvanis aucileblobas Saertod vegar vxedav

tann dzaan gaberili fasiaq.
1
№3
ავტორი: stepno
29 ივლისი 2018 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე პირადად ძალიან არ მინდა ამის მოსვლა რა დიდი გულშემატკივარი არავარ ამ ფეხბურთელის რავიცი ესე მგონია მორიგი წარუმატებელი ტრანსფერი იქნება იმედია არ მოიყვანენ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 ივლისი 2018 12:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არც იქნებიან უკვე ამით დაინტერესებულები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top