თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2018, 11:37
ავტორი: razma21,
ნანახია: 2451,
კომენტარები: 16
„სერ ალექს ფერგიუსონი - როგორც ლიდერი და მენეჯერი“
სტატიის მთავარი მიზანია, განიხილოს ლეგენდარული მწვრთნელის - სერ ალექს ფერგიუსონის ლიდერობისა და მენეჯმენტის პროცესი.
„სერ ალექს ფერგიუსონი - როგორც ლიდერი და მენეჯერი“
აბსტრაქტი

ნაშრომის მთავარი მიზანია, განიხილოს ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ლიდერობისა და მენეჯმენტის პროცესი. ვფიქრობ, რომ ძალზე საინტერესო იქნება განხილულ იქნას თუ რა გზებით და როგორი მიდგომით შეძლო შოტლანდიელმა სპეციალისტმა გამხდარიყო წარმატებული, მოეპოვებინა „სერ“_ის წოდება, და 26 წლის განმავლობაში გაეწვრთნა ერთი კლუბი, რაც ყველა დროის რეკორდს წარმოადგენს. ნაშრომის პირველი ნაწილი იძლევა ინფორმაციას მის ბიოგრაფიასა და კარიერაზე „მანჩესტერ იუნაიტედში“, მეორე ნაწილში განხილულია მისი ძალაუფლება და ის თუ როგორ ახდენდა ის გავლენის სფეროების გაფართოებას, ასევე მისი ემოციური ინტელექტი, და კონფლიქტების მენეჯმენტი. ნაშრომის შემდეგი ნაწილი განიხილავს ჰარვარდის პროფესორ - ანიტა ელბერსეს, მიერ ჩამოყალიბებულ ლიდერობის თეორიებს, რომელიც ასახულია სერ ალექს ფერგიუსონის მენეჯმენტში. ბოლო ნაწილი კი აჯამებს მთლიან ნაშრომს.

ბიოგრაფია

სერ ალექს ფერგიუსონი, შოტლანდიელი საფეხბურთო მწვრთნელია, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ და ლეგენდარულ საფეხბურთო მენეჯერად. რომელმაც, უდიდესი ეპოქა შექმნა როგორც პიროვნული თვალსაზრისით, ამავდროულად ერთი კონკრეტული გუნდისთვის, რომელშიც მან 26 წელი გაატარა. ალექსანდრ ჩეპმან ფერგიუსონი 1941 წლის 31 დეკემბერს, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში დაიბადა. მისი ოჯახი არ იყო შეძლებული წრიდან, შესაბამისად ის არც თუ ისე კარგ პირობებში იზრდებოდა. ფერგიუსონს ფეხბურთისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე აკავშირებდა, უკვე 16 წლის ასაკში ის ჩარიცხული იყო შოტლანდიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ „ქუინს პარკ რეინჯერსში“ თუმცაღა მან ვერ შეინარჩუნა ძირითად გუნდში ადგილი და მას მალევე მოუწია სხვა კლუბში გადაბარგება. რამდენიმე წელი დასჭირდა მას, რომ სათანადო ფორმაში ჩამდგარიყო, და თადაუზოგავმა შრომამაც შედეგი გამოიღო და 1964 წელს იგი „გლაზგო რეინჯერსში“ გადაბარგდა 65 000 ფუნტად, და ამ ფაქტმა ის შოტლანდიის ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელი გახადა. თუმცა, ოცნება ოცნებად დარჩა და ფერგიუსონის კარიერა ამ კლუბში ისე არ წარიმართა, როგორი მოლოდინებიც მას და გუნდის მესვეურებს ჰქონდათ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ფეხბურთელი ფერგიუსონი და მწვრთნელი ფერგიუსონი ეს ორი სხვადასხვა ფენომენია და ამას ნაშრომის მომდევნო ნაწილი კიდევ უფრო დაგვარწმუნებს. 1974 წლიდან იწყება ფერგიუსონის სამწვრთნელო კარიერა, მაგრამ გარდამტეხი მომენტი მაინც მისი 1986 წელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დანიშვნა აღმოჩნდა.

სერ ალექს ფერგიუსონი და „მანჩესტერ იუნაიტედი“

ზოგადად, სპორტში და მითუმეტეს გუნდურ სპორტში, უმნიშვნელოვანესია სწორი მენეჯერის შერჩევა. სწორედ მწვრთნელია ის პიროვნება ვინც ადგენს დღის წესრიგს და სახავს მიზნებს. თუმცაღა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გუნდურ სპორტში მწვრთნელი ლიდერულ თვისებებთან ერთად ასევე ითავსებს მენეჯერულ თვისებებსაც, და ამის მარტივი მაგალითია ისიც რომ Long-Term Goal_თან ერთად (როგორიცაა ჩემპიონად გახდომა) სწორედ მწვრთნელი სახავს Short-Term Goal_საც (კონკრეტულ მატჩში და ვარჯიშებზე სასურველი შედეგის მიღწევა.) ეს კი კიდევ უფრო ნათელს ხდის, თუ რაოდენ საპასუხიმსგებლო და რთულია სპორტში იყო კარგი მწვრთნელი, ლიდერი და ამასთანავე კარგი მენეჯერი. სერ ალექს ფერგიუსონი, კი ნამდვილად იყო მოედანზე და მოედნის გარეთ საინტერესო პიროვნება, რომელიც ჩამოყალიბდა არამარტო მანჩესტერის, არამედ საფეხბურთო სამყაროს ლიდერად, დაამკვიდრა ახალი ტენდენციები საფეხბურთო სფეროში და 26 წლის განმავლობაში ერთი კლუბში იმოღვაწევა, რაც აქამდე არც ერთ საფეხბურთო მწვრთნელს არ გაუკეთებია.ის იყო ქარიზმატული, არ ერიდებოდა უხეშ განცხადებებსაც, მის ერთ-ერთ მიზანს „ლივერპულის“ დამარცხება წარმოადგენდა, რადგან იმ დროისთვის „ლივერპული“ ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდი იყო. ფერგიუსონმა კი ამას მიაღწია და ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც -
"My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch, And you can print that." - სერ ალექს ფერგიუსონი. (Taylor, 2011)

„სერ ალექს ფერგიუსონი - როგორც ლიდერი და მენეჯერი“

ზოგადად, სერ ალექს ფერგიუსონზე, საუბრისას მის ხასიათს და მიდგომას კარგად ხსნის Hersey and Blanchard’s „situational leadership model“_ ი, რადგან ფერგიუსონი იყო ლიდერი და მწვრთნელი, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევდა მის მიმდევრებს, დაწყებული ფეხბურთელებიდან, დამთავრებული გულშემატკივრებით, მატჩის შემდეგ ყოველთვის გასცემდა ავტოგრაფებს, და უთმობდა დიდ დროს გუშემატკივრებთან საუბარს. ის ერთეულ ასპექტებზეც ფოკუსირდებოდა და ამას ნაშრომის შემდეგი ნაწილები ნათლად დაგვარწმუნებს. ასევე, ის იყო პიროვნება, რომელმაც შექმნა ძლიერი, სასიამოვნო და ურთიერთპატივსაცემი გარემო და შეიძლებ ითქვას, რომ ფერგიუსონი არის მაგალითი „Leader-member exchange theory“_იისა. მას ასევე გააჩნდა „True Sense of Urgency”- რაც ეხმარებოდა მას როგორც კონკრეტული თამაშის მსვლელობისას, ასევე მთლიანად სეზონისა მიეღო სწორი გადაწყვეტილებები.
სერ ალექს ფერგიუსონი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი 1986 წელს გახდა, და 26 წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე იმყოფებოდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1878 წელს დაარსებული კლუბია, რომელსაც იმ დროისთვისაც უკვე გრანდის სახელი ჰქონდა, მოპოვებული არაერთი ტიტულითა თუ წარმატებით. იმ დღიდან, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა კლუბის მოვალეობები იკისრა, შეუდგა სრულ ტრანსფორმაციას, რადგან არ იყო გუნდში დისციპლინა, ბევრი ფეხბურთელი იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული, არ სარგებლობდნენ ისინი ვარსკვლავური რეპუტაციით. ამ ყველაფრის ანალიზზე კი ფერგიუსონმა შეიმუშავა ერთგვარი დისციპლინური გეგმა, და დაიწყო მისი პრაქტიკაში დანერგვა. თუმცა, საწყისს წლებში ტიტულების თვალსაზრისით ამას შედეგი არ გამოუღია, მაგრამ ფერგიუსონს სჯეროდა, მისი წარმატების ფორმულის, რადგან დრო გადიოდა, ხოლო კლუბის რეპუტაცია და გავლენა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. სულ მალე, ფერგიუსონის ახლად ჩამოყალიბებულმა ახალგარულმა გუნდმა, ინგლისის თასი მოიგო, შემდგომ იყო 1993 წელს მოპოვებული პირველი პრემიერ ლიგის ტიტული, რომელმაც კიდევ უფრო ხაზი გაუსვა იმას, რომ ფერგიუსონის „გეგმა“ და მიდგომა მუშაობდა. თავისი მანჩესტერული კარიერის განმავლობაში სერ ალექს ფერგიუსონმა მოიპოვა 38 ტიტული, მათ შორის 13 პრემიერ ლიგის, რითაც კლუბი გახადა ყველაზე ტიტულოვანი დიდ ბრიტანეთში, ასევე 5 ინგლისის თასი, და 2 ჩემპიონთა ლიგა.

სწორედ ამ მიღწევების, ღვაწლის და საკუთარი თავის ინგლისურ ფეხბურთისადმი მიძღვნის გამო, მან ბრიტანეთის დედოფლისგან მიიღო „სერ“_ის წოდება. რაც, მას კიდევ უფრო პატივსაცემ და მისაბაძ პიროვნებად წარმოაჩენს.

ფერგიუსონის ძალაუფლების წყარო

ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა, ნამდვილად მწვრთნელისთვის უჩვეულო, 33 წლის ასაკში დაიწყო, თუმცაღა, ის უკვე განსწავლული იყო საფეხბურთო სფეროში, რადგან მას ჰქონდა გამოცდილება ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაშისა. მაგრამ, როგორც ფეხბურთელი ის არ იყო გამორჩეული ლიდერული თვისებებით, არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტალანტით, ხოლო მწვრთნელობის დროს მან თავისი გონებრივი შესაძლელობები ფებხურთის სფეროში სრულიად განავითარა, რაც დაეხმარა მას როგორც პიროვნულ სრულყოფაში, ასევე საფებურთო ლიდერად ჩამოყალიბებაში, განავითარა გუნდი როგორც საფეხბურთი თვალსაზრისით, ასევე მოუტანა დიდი ფინასნური სარგებელი.
საინტერესო ფერგიუსონის ძალაუფლების განხილვა French & Raven’s Sources of Individual Power_ ის ჭრილში („ინდივიდუალური ძალაუფლების წყაროები“), რადგან ძალზე საინტერესოა თუ როგორ მოახერხა, ფერგიუსონმა 26 წლის განმავლობაში, ერთ კლუბში ყოფილიყო ასეთი გავლენიანი, წარმატებული, და ამავდროულად გუნდთან ერთად მასაც ჰყოლოდა მილიონობით მიმდევარი და მხარდამჭერი, რომლებიც ეჭვის ქვეშ არასდროს აყენებდნენ ფერგიუსონის შესაძლებლობებს და ყოველთვის მხარს უჭერდნენ მის გადაწყვეტილებებს. French & Raven თავის ნაშრომში გამოყოფენ ხუთ ძირითად ძალაუფლების წყაროს: Legitimate(ლეგიტიმური); Reward(დაჯილდოებითი); Coercive(ძალდატანებითი); Expert(ექსპერტული); Referent(რეფერენტული) Power. სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობის დროს გარკვეულ ეტაპზე ოთხ მათგანს აკმაყოფილებდა.

1986 წელს როდესაც ის დაინიშნა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად, ის ერთი რიგითი მწვრთნელი გახდათ, რომელიც არაფრით არ იყო გამორჩეული სხვა მსოფლიოში არსებული ასობით მწვრთნელისგან, მას მანამდე არც ისე დიდი მიღწევები ჰქონდა, უბრალოდ კლუბის მესვეურებმა ის აიყვანეს რადგან ის იყო ახალგაზრდა და თვლიდნენ, რომ ახალი სისხლი გუნდს არსებული კრიისიდან გამოიყვანდა. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ საწყისს წლებში ფერგიუსონის ძალაუფლების ძირითად წყაროს წარმოადგენდა Legitimate Power, რადგან ის იყო დანიშნული, თუმცა იმ დროისთვის არ გამოირჩეოდა მიღწევებით, ექსპერტული ცოდნით, იყო უცხო კლუბის გულშემატკივრებისათვისა თუ ფეხბურთელებისთვის. შესაბამისად, მისდამი პატივისცემა და მხარდაჭერა ძირითდად განპირობებული იყო იმით, რომ ის კლუბსი მესვეურების მიერ დანიშნულ მწვრთნელს წარმოადგენდა. საწყის წლებში მას ასევე გაშვებასაც უპირებდნენ, რადგან მოკლე პერიოდში მან წარმატებას ვერ მიაღწია, ასევე გულშემატკივრებიც უკმაყოფილონი იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა მან მაინც შეძლო და დაარწმუნა ისინი, რომ მისი მიდგომა და შეხედულებები მალე შედეგს გამოიღებდა.

სწორედ ამ პერიოდში მას Legitimate Power_თან ერთად ჩამოუყალიბდა Reward Power, რადგან ფეხბურთელებისთვის ის არც ისე ავტორიტეტული მწვრთნელი იყო, შესაბამისად ისინი მას ენდობოდნენ, რადგან მისგან მიეღოთ თამაშის შანსი, და მოეპოვებინათ ნდობა. ეს ორივე ძალაუფლების წყარო მაინც უფრო პოზიციური ძალაუფლებისკენ იხრება, რომელიც რა თქმა უნდა, კარგია მაგრამ ფერგიუსონის ამბიციურმა ხასიათმა, უფრო სხვა სახის მიმართულება მისცა თავის ძალაუფლებას. მწვრთნელად დანიშნიდან 4-5 წლის შემდეგ გუნდი სტაბილური გახდა, დაიწყო წარმატებების მიღწევა ქვეყნის შიგნით არსებულ ტურნირებზე, ასევე ღირსეულად გამოდიოდა გუნდი ევროტურნირებზე და ფერგიუსონის წვლილი ამ ყველაფერში ძალზე დიდი იყო. მოწონებას იმსახურებდა მისი მიდგომა საქმისადმი, მისი შეხედულებები, ხედვები, დამოკიდებულება ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისადმი, კლუბის მესვეურები კი მას სულ უფრო და უფრო დიდ ნდობას უცხადებდნენ და დიდ ძალაუფლებას აძლევდნენ.

აქედან გამომდინარე, საწყისი წლების შემდეგ, ფერგიუსონმა მისი ძალაუფლების წყაროები განავითარა და მან პერსონალური ძალაუფლების ორი ძირითადი სახე მოიპოვა როგორებიცაა - Expert & Referent Power. ამავდროულად, სადავო ფაქტს არ წარმოადგენს ის, რომ როგორც ფეხბურთელები ასევე გულშემატკივრები და კლუბის მესვეურები აღფრთოვანებულნი იყვნენ ფერგიუსონის ექსპერტული ცოდნით, რომელიც დროის გასვლასთან ერთად პროგრესირებდა. ძალზე რთულია 26 წლის განმავლობაში ერთ კლუბში იყო ასეთი სტაბილური და გქონდეს ამდენი მიღწევა. ამასთან ერთად, მისი საინტერესო ხედვები, ხასიათი, იუმორის გრძნობა ყოველთვის აღძრავდა პოზიტივს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებშიც. ამის მაგალითია, ისიც რომ ხშირად ფეხბურთელი „იუნაიტედის“ რიგებს უერთდებოდა სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ მას სურდა ემუშვა ისეთ მწვრთნელთან როგორიც სერ ალექს ფერგიუსონი იყო, რაც დღევანდელ ფეხბურთში არც თუ ისე ხშირია. ასევე, ფეხბურთელები, რომლებსაც ნამუევარი აქვთ ფერგიუსონთან, აღნიშნავენ რომ მისი მიდგომა მათდამი, მისი ცოდნა, ანალიზის უნარი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, იმ მწვრთნელთაგან რომლებთანაც მათ უმუშავიათ.
შესაბამისაც, ადამიანმა რომელმაც შექმნა ეპოქა „მანჩესტერ იუანიტედში“ შეიძლება ითქვას, რომ ძალაუფლების ძირითადი 4 წყარო გამოიარა, და მიაღწია იმას, ,რომ ის თითქმის ყველასთვის სასურველი ლიდერი ყოფილიყო, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 26 წლის განმავლობაში მისი გადაბირება ძალიან ბევრ გავლენიან გუნდს სურდა, თუმცაღა კარიერის ბოლომდე იგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთგული დარჩა.

ემოციური ინტელექტი და კონფლიქტების მენეჯმენტი

ლიდერობის პროცესში ემოციური ინტელექტის ჰქონა და განვითარება, ლიდერისთვის უმნიშვნალოვანესს ასპექტს წარმოადგენს. სწორედ, ამ ემოციების სწორად მართვა და ემოციური ინტელექტის ქონა ეხმარება ადამიანს, რომ პირველ რიგში შეიცნოს საკუთარი თავი, ასევე გუნდის წევრები, რაც შემდგომში რაციონალური გადაწყვეტიებების მიღების პროცესში საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს.ფეხბურთი, რომ მხოლოდ ფიზიკური სპორტი არ არის, და მასში საჭიროა ინტელექტის ქონა, ეს უკვე სადავო საკითხს არ წარმოადგენს, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია მწვრთნელებს ჰქონდეთ ემოციური ინტელექტი რათა სწორად მოახდინონ საკუთარი გუნდის მართვა და მიზნების დასახვა.
სერ ალექს ფერგიუსონი, ნამდვილად იყო ამ მხრივაც გამორჩეული პიროვნება, რადგან ყოველთვის ცდილობდა სწორი ემოციური მესიჯები გაეგზავნა როგორც გუნდის შიგნით, ასევე გუნდს გარეთ. ერთის მხრივ, მან გუნდში ნამდვილად ჩამოაყალიბა გარემო, რომელიც ყველა ფეხბურთელისთვის მისაღები იყო, მაგრამ როგორც ყველგან გუნდის შიგნითაც იყო კონფლიქტური სიტუაციები, ფეხბურთელებს შორის, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრას თავად ფერგიუსონი თაობდა ხოლმე, რაც კიდევ უფრო უსმევს ხაზს მის ლიდერულ თვისებებს. მაგალითისთვის, ასეთი შემთხევვა იყო როდესაც, ერთმანეთს ორი გუნდის ლიდერი უეინ რუნი და კრიშტიანო რონალდო დაუპირისპირდა (სანაკრებო მატჩში შელაპარაკება მოხდა ამ ორ ფეხბურთელს შორის), თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ფერგიუსონი აღნიშნავს, რომ სიტუაცია ძალზე დაძაბული იყო, იმდენად დაძაბული, რომ თავიდან არ ჰქონდა იმედი საერთოდ შეარიგებდა მათ თუ არა მათ. მაგრამ მან ორივე მათგანთან გამონახა საერთო ენა, ცალ-ცალკე საუბრებით და სწორი მენეჯმენტით, მან შეძლო კონფლიქტის მოგვარება, რაც გუნდს წაადგა და ეს ორი ფეხბურთელი კიდევ წელბი თამაშოდბენენ ერთად და იყვნენ გუნდის საკვანძო ფეხბურთელები, აქ ერთგვარად გამოიხატა ფერგიუსონის ბრძოლის უნარიანი ხასიათი, რამაც Win-Win პოზიციაში ამყოფა ყველა ჩართული მხარე. მეორე კონფლიქტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია არის 2003 წელს ფერგიუსონსა და ფეხბურთის ვარსკვლავ დევიდ ბექჰემს შორის, როდესაც მისი თამაშით უკმაყოფილო სერ ალექსმა მატჩის, გასახდელში ბექჰემს ბუცი ესროლა და წარბი გაუხეთქა. როგორც შოტლანდიელი, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში აღნიშნავს, ის ამას არ ნანობს რადგან იმ დროს ბექჰემმა თავისი თავი მწვრთნელზე და გუნდზე წინ დააყენა, რაც მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად ფერგიუსონის ასეთი საქციელი სწორედ ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, ეს მის სისუსტეზეც მეტყველებს, რადგან მან ემოციები ვერ გააკონტროლა და მის ფეხბურთელს ფიზიკური ზიანი მიაყენა, თუმცა ამას საერთოდ არ უმოქმედია გუნდზე, ხოლო საბოლოოდ ბექჰემმი გუნდიდან გაუშვეს. ამ შემთხვევაში კი გამოიკვეთა Win-Lose პოზიცია.

დადებითია თუ უარყოფითი, ეს რთული სათქმელია, მაგრამ ფერგიუსონი ნამდვილად ძალზე ემოციური პიროვნებაა, რომელსაც სახეზე ყოველთვის ეტყობოდა იყო თუ არა კონკრეტული მატჩით კმაყოფილი, ასევე მარცხით განცდილი იმედგაცრუება თუ მოგებით მიღებული სიამოვნება. მაგრამ, ერთი რამ ყოველთვის გამოარჩევდა მას - გამაწყვეტ მომენტში მის მიერ შექმნილი ემოციური ფონი, სწორი მესიჯები და დამოკიდებულება ხშირად გუნდისთვის წარმატების მომტანი იყო. Fergie Time, სწორედ ასეთი სახელით არის საფეხბურთო სფეროში ძირითად დროში, მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო ცნობილი, რადგან ძალიან ბევრჯერ გუნდმა ამ დროს მოახერხა გამარჯვება, მაგრამ საინტერესო ის ფაქტია, რომ ფერგიუსონი თვისი ჟესტიკულაციით, მუდამ საათზე ყურებით, ძალიან დიდ ემოციას და ენერგიას გადასცემდა მის გუნდს, ხოლო მსაჯს და მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს წნეხის ქვეშ აქცევდა. სწორედ, იგივე მოხდა 1999 წლის ფინალში, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ 3 წუთში ფუნდმა „მიუნხენის ბაიერნს“ 2 ბურთი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გახდა. მაგრამ, ხშირად მოზღვავებული ემოციები და მსაჯის კრიტიკა ხდებოდა ხოლმე იმის მიზეზი, რომ მას დისკვალიფიკაციას აძლედვნენ და გარკვეულ თამაშებს მხოლოდ და მხოლოდ ტრიბუნებიდან ადევნებდა, რაც ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს დადებით თვისებათ.

„სერ ალექს ფერგიუსონი - როგორც ლიდერი და მენეჯერი“

ლიდერობის თეორიები ასახული სერ ალექს ფერგიუსონის მენეჯმენტში

ანიტა ელბერსი, რომელიც არის ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი, ძალზე საინტერესოდ განიხილავს სერ ალექს ფერგიუსონის ლიდერობის სტილს, და ერთიანობაში ჰქმნის სურათს თუ როგორმა მიდგომებმა და გადაწყვეტილებებმა შეუწყო ხელი მის წარმატებას. ანიტამ უშუალოდ ფერგიუსონთან ინტერვიუთი, შეძლო კარგად წარმოეჩინა, ის მომენტები თუ რა მიდგომებით მიაღწია წარმატება სერ ალექს ფერგიუსონმა, რაც ნაშრომის შემდგომ ნაწილშია გაანალიზებული.

სერ ალექს ფერგიუსონის ხედვითი ლიდერობის სტილი

ხედვითი ხელმძღვანელობის სტილი, იზიდავს ხალხს და უსახავს მიზანს. ზოგადად, ასეთი ტიპის მენეჯერები თავდაჯერებულები არიან და არ უშინდებიან ინოვაციებსა და ცვლილებებს. ასეთი სახის მიდგომა იდეალურია, როდესაც გუნდის პროდუქტიულობა კლებულობს და საჭიროა ახალი მიმართულებით სვლა. ამ მხრივ, მართლაც გამორჩეული იყო სერ ალექს ფერგიუსონი, და მას ნამდვილად ჰქონდა ისეთი ტიპის ხედვები, რომლის განხორციელებას არასდროს არ უშინდებოდა, ანუ ერთგვარად იგი იყო Risk Taker, რამაც ვნახეთ რომ შორეულ პერსპექტივაში ძალზე დიდი წარმატება მოუტანა. მან „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოსვლის დღიდანვე თავისი დრო და რესურსი ახალგაზრდული გუნდის წამოწევასა და განვითარებაზე ჩადო. მას სჯეროდა, რომ იყო ჰარმონიული დამოკიდებულება გამოცდილ და გამოუცდელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის. მიუხედავად, კრიტიკის ქარცეცხლში მოხვევისა, მას საკმარისი თავდაჯერებულობა გააჩნდა, რომ როგორც ლიდერს ბოლომდე განეხორციელებინა დასახული მიზანი, და ახალგაზრდებისთვის მიეცა შანსი.
სწორედ “Fergie’s Fledglings” და “Class of ‘92’“ ამ სახელით არიან ცნობილნი ის გამორჩეული მსოფლიო დონის ფეხბურთელები: დევიდ ბექჰემი, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, გარი ნევილი და ა.შ, რომლებიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად ფერგიუსონმა შექმნა. ის ამ ფეხბურთელებში ხედავდა დიდ პოტენციალს, მისცა მათ შანსი, სწორად წარმართულმა მენეჯმენტმა კი მას დიდი შედეგიც მოუტანა, ხოლო მათი კარიერაც სწორედ ამ დიდებულ მწვრთნელთან ერთად წარიმართა „მანჩესტერ იუნაიტედში“.

სერ ალექს ფერგიუსონის ავტოკრატიული ლიდერობის სტილი

ზოგადად, რთულია თქვა ლიდერობის დროს, რომელი სტილი არის უკეთესი, ან რა კარგი და რა ცუდი. მაგრამ, ფერგიუსონის შემთხვევაში ერთი რამა ნათელია, რომ მისმა ავტოკრატიულმა ლიდერობის სტილმა კიდევ უფრო განამტკიცა მისი გავლენა გუნდში, გულშემატკივრებში და ამავდროულად მას მისცა საშუალება უშუალოდ ყოფილიყო ჩართული ყველა მიმდინარე პროცესებში. რადგან, ავტოკრატია თავის მხრივ არის ლიდერობის პროცესი როდესაც ინდივიდუალური პიროვნება აკონტოლებს ყველა გადაწყვეტილების პროცესს, ხოლო ჯგუფის წევრების მცირედ არიან პროცესებში ჩართული. მან მოსვლის დღიდან, მთლიანად შეცვალა გუნდში დისციპლინა, დააწესა ვარჯიშის ახალი სტანდარტი. ფერგიუსონს ჰქონდა კონტროლის ფართო მასშტაბი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მენეჯერს პრემიერ ლიგაში, და ის გვევლინებოდა ნებისმიერი საფეხბურთო ასპექტთან დაკავშირებული გადაწვეტილების მიმღები „იუნაიტედში“.
ფერგიუსონი ამბობდა, რომ მისმა ფეხბურთელებმა უნდა იშრომონ ყველაზე მეტი, და თუ მათ არ შეუძლიათ გაუძლონ ამ დატვირთვას და დისციპლინას მაშინ ისინი დატოვებენ გუნდს. ის მკაფიოდ აღნიშნავდა, რომ მას მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები აინტერესებდა, ვისაც „იუნაიტედში“ თამაში გულით სურდა.

სერ ალექს ფერგიუსონის Coaching ლიდერობის სტილი.

ფერგიუსონი იყო პიროვნება, რომელიც ყოველთვის ორიენტირებული იყო ახალგაზრდების განვითარებაზე, და მათვის შანსის მიცემაზე. მას ეს ნამდვილად კარგად გამოზდიოდა, და მისი Coaching Skills, რომელიც ლიდერისთვის კიდევ უფრო დიდი პლიუსია, მისი თანმდევი იყო. მან ყოველთვის იცოდა ინდივიდუალურად თუ როგორ უნდა მიდგომოდა კონკრეტულ ფეხბურთელს, რა ეთქვა მათთვის, რითაც ის მათ განვითარებას სწორ მიმართულებას მისცემდა. თუ გადავხედავთ წარმატებული ფეხბურთელების სიას,, რომლებიც ასევე ლიდერული თვისებებითაც გამოირჩევიან, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრ მათგანზე სწორედ ფერგიუსონის გავლენა იგრნობა. (რონალდო, ბექჰემი, როი კინი, უეინ რუნი და ა.შ).
ფერგიუსონი აცხადებდა, რომ ფეხბურთელისთვის და ზოგადად ადამიანისთვის იმაზე დიდი სიამოვნება არაფერი არაა, როცა შენ ეუბნები კომპლიმენტს - „ყოჩაღ კარგია“. ეს კიდევ, უფრო ნათელს ხდის თუ რაოდენ დიდი ლიდერული თვისებების მქონე იყო სერ ალექსი, რადგან სწორედ უშუალოდ ლიდერი მიზანს წარმოადგენს, რომ მისი გუნდის წევრები წაახალისოს, გასცეს კომლიმენტები და მათში აღძრას პოზიტიური დამოკიდებულება. ამასთან, ერთად ის ასევე არ ერიდებოდა აგრესიასაც, და შეცდომების მითეთება გასახდელშივე იცოდა, ის არ ელოდებოდა მომდევნო დღეს, და მატჩის დამთვრებისთანავე ინდივიდუალურ თუ გუნდურ შეცდომებზე საუბრობდა. ამით ის ასრულებდა კონკრეტულ ვითარებას, და უკვე ორიენტირებული მომდევნო მატჩზე ხდებოდა.

სერ ალექს ფერგიუსონის სიტუაციური ლიდერობის სტილი

კიდევ ერთი რითიც ის სხვა მწვრთნელებისგან გამოირჩეოდა, იყო ის რომ თამაშის მსვლელობის დროს არ ჰქონდა ბლოკნოტი და არ ინიშნავდა კონკრეტულ ეპიზოდებში მომხდარ მოვლენებს. ამით შეიძლება ითქვას, რომ ფერგიუსონი უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს რომ დაენახა ფართო სურათი და მთლიანად მატჩიდან გამოეტანა დასკვნები და კონკრეტულ ეპიზოდებზე ყურადღება არ გაემახვილებინა. ის აღნიშნავდა, რომ გასახდელში შესვენების დროს აზრს მოკლებულია ისაუბრო თუ რატომ ვერ გააკეთა პასი 30 წუთზე ფეხბურთელმა, ან რატომ არ დაარტყა 42 წუთზე კარში, ეს მათზე საერთოდ არ მოახდენს შთაბეჭდილებას. ამავდროულად, მან ფეხბურთელებთან სიტუაციებიდან გამომდინარე იცოდა ინდივიდუალური საუბარი, ანუ მას როგორც ლიდერს ჰქონდა მოედნის გარეთ უშუალო კავშირი თავის ფეხბურთელებთან, და ყოველ მათგანს შეეძლო მასთან საუბარი ნებისმიერ თემაზე, ეს ერთის მხრის ფერგიუსონს კიდევ უფრო პატივსაცემ პიროვნებად ხდიდა, მეორეს მხრივ ფეხბურთელებს ეხმარებოდა რწმენის მოპოვებაში. ფეხბურთში, ხშირია შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ფეხბურთელი განაცხადს მიღმა რჩება, ან არ ეძლევა სათამაშო დრო, რაც მათში იწვევს უნდობლობის შეგრძნებას, დათრგუნვას, და შემდგომში ანელებს მათ კარიერულ წინსვლას, მაგრამ ამ საკითხისადმიც მას გამორჩეული მიდგომა ჰქონდა, და ის თავის ბიოგრაფიუს წიგნში აღნიშნავს ,რომ ყოველი ლანჩის შემდეგ, იგი ესაუბრებოდა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჰქონდათ მოლოდინი თამაშისა, მაგრამ არ მიეცათ შანსი, საუბარი არ იყო მარტივი, მაგრამ ყველაფერს იგი თვითონ აკეთებდა, რადგან ეს გუნდისთვის და ინდივიდუალური ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ეს ეხმარებოდა, რომ გუნდს, რომ სასტარტო და სათადარიგო ფეხბურთელებს ჰქონოდათ ერთნაირი მოტივაცია და სულისკვეთება, მიზნის მისაღწევად.

დასკვნა

სერ ალექს ფერგიუსონი, ნამდვილად იყო გამორჩეული ლიდერი, რომელმაც ეპოქა შექმნა გუნდში. მას მისი ლიდერული ხასიათი და თვისებები ეხმარებოდა მიზნის მიღწევაში, მიმდევრების მოპოვებაში და გაზრდაში. ასევე, ზემოთგანხილული ლიდერული თვისებები რომელიც მას გააჩნდა ძალზე დაეხმარა, რომ სხვებისგან გამორჩეული პიროვნება ყოფილიყო, და სწორედ ამის პასუხია ისიც, რომ როდესაც გვესმის გუნდი - „მანჩესტერ იუნიტედი“ უმეტესობას თავში პირველი სერ ალექს ფერგიუსონის სახელი მოზდის. ეს ფაქტი კიდევ უფრო უსმევს ხაზს იმას, თუ რაოდენ დიდი სახელი დატოვა საფეხბურთო სამყაროში შოტლანდიელმა სპეციალისტმა. მან თავისი ექსპერტული ცოდნით, გუნდს და გულშემატკივრებს დაუსახა მიზანი, რადგან ყველამ იცოდა თუ როგორ?; როდის?; & რას?; ემსახურებოდა გუნდი და სერ ალექს ფერგიუსონი. ამან კი კლუბი გახადა ყველაზე ტიტულოვანი ინგლისში, სწორედ სერ ალექს ფერგიუსონის პერიოდში, კლუბი გახდა ყველაზე ძვირადღირებული, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრენდის ქვეშ იყიდება არამარტო საფეხბურთო ინვენტარი არამედ სხვა სახის პროდუქციაც. ამაში კი უდიდესი წვლილი სწორედ სერ ალექს ფერგიუსონს მიუძღვის. ხშირად, ამბობენ, რომ ფერგიუსონმა დროს გაუძლო, რადგან 26 წლის განმავლობაში გუნდის სტაბილურად ასპარეზობდა და თითქმის ყოველ წელს ახერხებდა ტიტულის მოპოვებას. 2013 წელს, მან „იუნაიტედს“ მოუტანა „პრემიერ ლიგის“ ტიტული, რის შემდეგაც 71 წლის ასაკში ყველასათვის მოულოდნელად გადაწყვიტა პენსიაზე გასვლა. ფერგიუსონის ერა დასრულდა, ხოლო მისი გუნდიდან წასვლის შემდეგ 5 წელი გავიდა, და დღესაც კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ ახერხებს იმ მწვერვალებზე დაბრუნებას, რომელზეც გუნდი ამ ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა აიყვანა.

“Sir Alex, you were my idol for a coach, and you are an example for all future generations.”
– Pele (Freitas, 2013)

„სერ ალექს ფერგიუსონი - როგორც ლიდერი და მენეჯერი“

ნაშრომის ავტორი: გიორგი რაზმაძე.

ბიბლიოგრაფია
Elberse, A. (2013 , October). Ferguson's Formula. Harward Business Review, pp. 1-11.
Ferguson, A. (2013). Alex Ferguson: My Autobiography. London: Hodder & Stoughton.
Ferguson, A. (2015, October 19). Sir Alex Ferguson: Practice, Practice, Practice. (M. Moritz, Interviewer)
Ferguson, A. (2016, March 28). The Qualities That Define a Leader. (A. Elberse, Interviewer)
Freitas, P. (2013, May 9). Sambafoot. Retrieved June 3, 2018, from Sambafoot: http://www.sambafoot.com/en/news/46692__.html
Owen Gibson, David Hytner and James Riach. (2013, October 22). The Guardian. Retrieved July 5, 2018, from Guardian News and Media: https://www.theguardian.com/football/blog/2013/oct/22/sir-alex-ferguson-autobiography-10-things-we-learned-manchester-united
Snyder, B. (2015, November 18). Stanford. Retrieved June 3, 2018, from Stanford Graduate School of Business: https://www.gsb.stanford.edu/insights/five-lessons-leadership-manchester-uniteds-former-manager
Taylor, D. (2011, January 9). The Guardian. Retrieved July 1, 2018, from Guardian News and Media : https://www.theguardian.com/football/2011/jan/09/sir-alex-ferguson-manchester-united-liverpool
სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: razma21
24 ივლისი 2018 11:40
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
მოკლედ 4 წლიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით საიტზე, და თან ძალზე საინტერესო სტატიით - სხვა გვარად არც შეიძლებოდა tongue და საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად ეთანხმებით სტატიაში განხილულ საკითხებს და შეხედულებებს. winked
2
№2
ავტორი: glory28
24 ივლისი 2018 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 321
ციტატა: razma21
მოკლედ 4 წლიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით საიტზე, და თან ძალზე საინტერესო სტატიით - სხვა გვარად არც შეიძლებოდა tongue და საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად ეთანხმებით სტატიაში განხილულ საკითხებს და შეხედულებებს. winked

ჯერ გამარჯობა და დაბრუნებას გილოცავ COMEBACK !!!!! ამჟამად ვერ ვკითხულობ სამსახურის გამო აუცილებლად წავკითხავ !!! ფერგიზეეე
0
№3
ავტორი: ikeoni
24 ივლისი 2018 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6211
Sagol avtor
0
№4
ავტორი: rooney pogba
24 ივლისი 2018 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
Zlatanis komentari tu waikitxet ras gulisxmobs sainteresoa
0
№5
ავტორი: kobinio
24 ივლისი 2018 22:40
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1340
საღოლ რამაზ,მემგონი ვილანსო
0
№6
ავტორი: ikeoni
24 ივლისი 2018 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6211
ციტატა: rooney pogba
Zlatanis komentari tu waikitxet ras gulisxmobs sainteresoa

Neta transfers tu exeba???
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
25 ივლისი 2018 02:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1176
ციტატა: razma21
მოკლედ 4 წლიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით საიტზე, და თან ძალზე საინტერესო სტატიით - სხვა გვარად არც შეიძლებოდა tongue და საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად ეთანხმებით სტატიაში განხილულ საკითხებს და შეხედულებებს. winked

Respect
0
№8
ავტორი: PaLoMo
25 ივლისი 2018 09:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1923
თუ იცით სეტანტაზე არის ეს მატჩი ხვალ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: lasha001
25 ივლისი 2018 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
Nutu araferi xdeba ese cota siaxleebs rom debt?
0
№10
ავტორი: Lalana
26 ივლისი 2018 00:33
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 765
ციტატა: lasha001
Nutu araferi xdeba ese cota siaxleebs rom debt?

აბა რა გითხრა.მგონი მარსიალს მეორე ბავშვი შეეძინა.რებიჩითა და მაგუაიერით ინტერესდებიან,შეიძლება ეს ორი მოვიდეს ჩვნეთან და ამით დასრულდეს ჩვენი სატრასფერო სიახლეებიც.ასევე გამთენიისას მილანთან გვაქვს თამაში.სხვა ისეთი არაფერი ხდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

16 დეკემბერი 2018, 20:00
ლივერპული
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
22 დეკემბერი 2018, 21:30
კარდიფი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
26 დეკემბერი 2018, 19:00
იუნაიტედი
ჰადერსფილდი
პრემიერ ლიგა
ლივერპული16 დეკემბერი
კარდიფი22 დეკემბერი
ჰადერსფილდი26 დეკემბერი

წინა მატჩები

13 დეკემბერი 2018, 00:00
ვალენსია2
იუნაიტედი1
ჩემპიონთა ლიგა
8 დეკემბერი 2018, 19:00
იუნაიტედი4
ფულემი1
პრემიერ ლიგა
5 დეკემბერი 2018, 23:59
იუნაიტედი2
არსენალი2
პრემიერ ლიგა
ვალენსია13 დეკემბერი
ფულემი8 დეკემბერი
არსენალი5 დეკემბერი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top