თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2018, 13:02
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 2969,
კომენტარები: 11
"იუნაიტედსა" და "ბარსელონას" შორის ვილიანისთვის ბრძოლა გრძელდება
ინფორმაციას Sky Sports-ი გვაწვდის.
უახლესი წყაროების ცნობით,
კატალონიელებმა €55 მილიონი შესთავაზეს "ჩელსის" , თუმცა "იუნაიტედი" არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდას ჩამოშორდეს.

"ბარსელონა" კარგა ხანია ცდილობს ვილიანის გადაბირებას და უკვე ორჯერ მიიღეს უარი მას შემდეგ რაც მაურისიო სარიმ დააფიქსირა რომ ბრაზილიელის შენარჩუნება უნდა.

"ბლაუგრანამ" ჯერ €50 მილიონი შესთავაზა ლონდონელებს, შემდეგ კი €53. მაგრამ "ჩელსი" €70 მილიონის ფარგლებში აპირებს განხილვას.

Sky Sports
-ის ცნობით, ესპანელები იმედოვნებენ რომ მესამე შეთავაზებით მოახერხებენ ვილიანის ყიდვას, რადგან ამ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს.

Sport Witness-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო მზადაა 29 წლის შემტევში €60 მილიონი გაიღოს, მაგრამ აღსანიშნავია რომ ლონდონელებს უშუალო კონკურენტის გაძლიერება არ სურთ.

არცერთი წყაროთი არაა ცნობილი
ოფიციალურია თუ არა "ოლდ ტრაფორდელთა" წინადადება, მაგრამ ვილიანისადმი მათი ინტერესი დიდი ხანია არსებობს.
ტრანსფერები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 ივლისი 2018 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
არადა მაგრად მოუხდება რა გუნდს ეს ბიჭი
0
№2
ავტორი: gogita1991
21 ივლისი 2018 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ფაქტია მარჯვნივ მოსაყვანია ვინმე და აქამდე რას ელოდებიან ვერ გავიგე, იმედია ფრედი არ იქნება ჩვენი ერთადერთი ტრანსფერი
0
№3
ავტორი: fergi taim
21 ივლისი 2018 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
შემდეგი თამაში როდის გვაქვს?

რაც შეეხება ვილიანს მივესალმები
0
№4
ავტორი: shotkin
21 ივლისი 2018 18:24
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არ მგონია რო ვილიანი ისაა ვინც გვინდა მარტო სისწრაფე არარის , სხვანაირი ვინგერი გვინდა ვინც ბევრად უფრო შედეგიანია ვიდრე ეს , უფრო შემოქმედებითი მასტი გვინდა და ძლიერი ცოტა ფიზიკურად
0
№5
ავტორი: JuanMata
21 ივლისი 2018 19:11
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვილიანი კარგი ვარიანტია, ბეილის მოსვლის არ მჯერა.

შეიძლება მალკომო, პულიშიჩის ვარიანტის განხილვაც, საერთოდ ცარიელია მარჯვენა ფლანგი.

ვინც არ უნდა მოვიდეს მარჯვენა ვინგერი, ყველა ვარიანტში გააძლიერებს გუნდს.
1
№6
ავტორი: gogita1991
21 ივლისი 2018 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ციტატა: JuanMata
ვილიანი კარგი ვარიანტია, ბეილის მოსვლის არ მჯერა.

შეიძლება მალკომო, პულიშიჩის ვარიანტის განხილვაც, საერთოდ ცარიელია მარჯვენა ფლანგი.

ვინც არ უნდა მოვიდეს მარჯვენა ვინგერი, ყველა ვარიანტში გააძლიერებს გუნდს.

გეთანხმები მარჯვნივ გვინდა ვინმე უეჭველი
0
№7
ავტორი: LewisHamilton
21 ივლისი 2018 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
დემბელეზე მაინც იჩალიჩონ თუ ბარსა წაიყვანს ამას.. მაინც ვერ იყენებენ დიდად დემბელეს და პლიუს ვილიანი თუ მიიყვანეს გუნდში მაშინ მითუმეტეს გაჩნდება შანსი, მაგრამ სადაა კაი ცხოვრება.. ტრანსფერები ისე უნდა იჩარხებოდეს გულშემატკივრები საერთოდ აზრზე რო არ ვიყოთ, როგორც ოდესღაც იყო.. დღევანდელ შემთხვევაში კი იწერება, იწერება, იწერება და ბოლოს ან ჭორი ყოფილა ან სხვა გუნდი გვახევს.. პრესეზონი დაიწყო უკვე, გუნდში კი ფრედის გარდა არავინაა მოყვანილი.. რა დრო დამიდგა მანჩესტერის ფანს რო ლუზერპულის სატრანსფერო პოლიტიკის შემშურდა ნუ აი რავთქვა არ ვიცი.. რამდენ ფეხბურთელს თითი დაადეს 1 კვირაში გაფორმებული ჰყავდათ უკვე, ჩვენ კიდე ვიჯდეთ და ვიმარჩიელოთ. ამასობაში კიდე დაიწყება სეზონი აგერ უკვე 10 აგვისტოს და თუნდაც ტრანსფერები გაკეთდეს ველოდოთ მერე ახლების გუნდთან ადაპტაციას 3 თვე...
0
№8
ავტორი: VALERI.s
21 ივლისი 2018 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: JuanMata
ვილიანი კარგი ვარიანტია, ბეილის მოსვლის არ მჯერა.

შეიძლება მალკომო, პულიშიჩის ვარიანტის განხილვაც, საერთოდ ცარიელია მარჯვენა ფლანგი.

ვინც არ უნდა მოვიდეს მარჯვენა ვინგერი, ყველა ვარიანტში გააძლიერებს გუნდს.

მალკომი ინტერში გადავიდა. ვილიანი კარგი ვარიანტია მაგრამ მე პირადად ამ ფეხბურთელს მეოთხე ნომრად განვიხილავდი. 1 ბეილი 2 დუგლაშ კოშტა 3 დემბელე და შემდეგ ეს! აუცილებლად უნდა მოვიდეს ამ ოთხეულიდან ერთ-ერთი თორე მატას და ლინგარდის იმედი არ მაქვს მარჯვენა ვინგერად!
0
№9
ავტორი: Malboro463
22 ივლისი 2018 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ტილიანი კარგია. ბელგიელი ბაჩუკიც ხომ თამაშობს მარჯვნივ? ისიც არა ცუდი ვარიანტი
დიბალაზეც შეილება ფიქრი. კომანი
შეიძლება მაგ პოზიციაზე კარგი ფეხბურთელის ნახვა ჯესიკას Aტი თავიტ რომ აჯობებს ისეთი

ჯენგიზ უნდერიც რომადან ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია,პულისიჩი,ბაილი,კ ლ უ ვე რტი, ბერგვეინი პსვდან სწრაფი ტექნიკური ახალგაზრდა ცენტრიდანაც კარგადვუტევს სად აქვთ თვალები ამ სკაუტებს მარტო პერისიჩები დავ32 წლის ემზარით რომ ინტერესდებიან
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
22 ივლისი 2018 10:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩელსი თუ გაყიდის ბარსაში გაყიდის ალბათ
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top