თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2018, 20:53
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1544,
კომენტარები: 5
აგენტი: "იუვენტუსთან" მოლაპარაკებები პროგრესირებს"
მატეო სამშობლოში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
აგენტი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" იტალიელი მარჯვენა მცველი მატეო დარმიანი, სამშობლოში ასპარეზობას უახლოვდება. კერძოდ, მისი ტრანსფერი ტურინის "იუვენტუსში" სულ მალე დადასტურდება.

მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს თავად ფეხბურთელის აგენტი ტულიო ტინტი რომლის განცხადებითაც, მოსაგვარებელი მხოლოდ შეთანხმების მცირე დეტალებიღა დარჩა და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.

"ჩვენი მოლაპარაკებები წარმატებით პროგრესირებს. მუდმივ კონტაქტში ვართ იტალიური კლუბის წარმომადგენლებთან". - ციტირებს მატეო დარმიანის საფეხბურთო აგენტის სიტყვებს Football Italia.

იტალიელის ყიდვა ასევე სურს მილანის "ინტერს", მაგრამ ამ განცხადების შემდეგ რა თქმა უნდა უფრო სავარაუდოა, რომ დარმიანი ტურინელთა მაისურს მოირგებს.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 ივლისი 2018 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Amis wasvlac gadawyvetili ambavia
0
№2
ავტორი: Svanchester
18 ივლისი 2018 21:03
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
კარგია, იწმინდება გუნდი ნელნელა.
1
№3
ავტორი: shotkin
18 ივლისი 2018 21:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ძალიან კარგი
0
№4
ავტორი: luka-ku
18 ივლისი 2018 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
მშვენიერია... ბლინდი წავიდა, ახლა დარმიანიც უნდა წავიდეს. შემდეგ სმოლინგი–ჯონსის დუეტიც გაყვეს (კი მენანებიან ინგლისელები, თუმცა რას ვიზამთ, დროა მათი წასვლის...) შემდეგ ღიპიანი შოუც უნდა გაყვეს მათ და დაცვაში დარჩებიან: ვალენსია, იანგი (ძველი ძვალი მაინც სხვაა :დ), დალოტი, ფოსუ–მენსა, ტუანზებე, როხო, ლინდელოფი, ბაილი... და საყიდია ორი მცველი, ერთი ცენტრში: ალდერვაირელდი, ბონუჩი ან ვინმე სხვა... და ერთიც მარცხენა მხარეს: ალექს–სანდრო, დენი როუზი ან ვინმე სხვა...

რაც შეეხება ნახევარდაცვას – ფელაინს ხელი არ დაედოს, არც პოგბა–მატიჩი–ფრედის, არც მაკტომინაის (დიდი იმედებით ვარ მაგ ბიჭზე). გასაყიდია ანდერ ერერა და დროა მისი წასვლის, ასევე ლინგარდიც უნდა წავიდეს. მოსაყვანია ერთი ნახევარმცველი: მილინკოვიჩ–სავიჩი, კროოსი ან ვინმე სხვა...

რაც შეეხება თავდასმას – რეშფორდი და მარსიალი არაა გასაშვები (ახლები არიან და დიდი იმედები მაქ მათი), არც ლუკაკუ და ალექსის სანჩესი... ფაქტობრივად შეტევიდან არავინაა გასაშვები, მხოლოდ ხუან მატა ალბათ. და ბოლოს, ერთი მარჯვენა ვინგერია მოსაყვანი ბეილი, ვილიანი ან ვინმე სხვა...
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
19 ივლისი 2018 11:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წავა წავა დიდი ალბათობით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top