თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2018, 19:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1216,
კომენტარები: 4
რიო: "ვიმედოვნებ, რომ ჟოზე პოგბას პოტენციალს ბოლომდე გამოიყენებს"
ყოფილი "მანჩესტერელი" პოგბასა და მოურინიოს ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს.
რიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ცენტრალური მცველი რიო ფერდინანდი იმედოვნებს, რომ ჟოზე მოურინიო, პოგბას შესაძლებლობებს ბოლომდე გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ პოლმა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით დაასრულა.

"მან ამ ტურნირის მოსაგებად ყველაფერი გააკეთა. ის იყო დისციპლინირებული დაცვაში და შესანიშნავად გადადიოდა თავდასხმაში. ყველაფერ ამას ის "მანჩესტერ იუნაიტედში" ვერ აჩვენებს. ჟოზემ საჭიროა ამ კითხვას პასუხი გასცეს.

მიზეზი თუ რატომ გადაიხადა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მასში ამხელა თანხა მარტივია: "იუვენტუსში" პოგბა მართლაც ახდენდა გავლენას ამა თუ იმ მატჩებზე, მაგრამ "იუნაიტედში" მას არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელი გვერდით, როგორიც მაგალითად ტურინში ანდრეა პირლო იყო". - განაცხადა დასასრულს ფერდინანდმა BBC - ის ეთერში გაკეთებულ განცხადებაში.



წყარო: manutd8.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
18 ივლისი 2018 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
პოგბაზე და მის კარგად გამოყენებაზე ძაან ბევრი მაქ ნაფიქრი და ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ რო დიდი ფილოსოფიაც არ ჭირდება 10 იანზე ვერ დააყენებ და საყრდენად რო აყენებ დაცვითი ფუნქციები სრულად როგორ უნდა მოიხსნას ვერ ვხვდები? იუვეში გასაგებია უფრო მოხსნილი ქონდა მარა საფრანგეთში ჩვეულებრივ საყრდენს თამაშობდა და არც ქონია პრეტენზია და აქ რა ტ.... ათამაშებს ვერ გავიგე.
უკან მყოფი ფლეიმეიკერი თუ მოუყვანე (რისი დეფიციტიცაა დღეს ბაზარზე მარტო ალკანტარა მახსენდება ეგეთად) და პოგბა მარცხნივ გაწიე და ბურთის ფლობაზე გააკეთე აქცენტი კი უფრო რპოდუქტიული იქნება მარა მაშინ მატიჩი უნდა დასვა სკამზე და დაცვაც უფრო გამოცდილი უნდა იყოს ეგ რაღაც ზღაპრებია.
ჯობია გაანძრიოს ერთი ადგილი დაკეტოს ზონები უბურთოდ, კაცს ჩამოყვეს ან მოაპრიალოს სკამი,ეგეც ეხლა მესი არ მყავდეს მოუხსნა უბურთოდ სირბილის ვალდებულება ერთი კარგი საყრდენია დიდი პიარით თავი მართლა ნელსონ მანდელა ხო არ გონია
2
№2
ავტორი: ikeoni
18 ივლისი 2018 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Me mgonia Ro pogbas wamali fredi Iqneba...
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
19 ივლისი 2018 07:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: bziki
პოგბაზე და მის კარგად გამოყენებაზე ძაან ბევრი მაქ ნაფიქრი და ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ რო დიდი ფილოსოფიაც არ ჭირდება 10 იანზე ვერ დააყენებ და საყრდენად რო აყენებ დაცვითი ფუნქციები სრულად როგორ უნდა მოიხსნას ვერ ვხვდები? იუვეში გასაგებია უფრო მოხსნილი ქონდა მარა საფრანგეთში ჩვეულებრივ საყრდენს თამაშობდა და არც ქონია პრეტენზია და აქ რა ტ.... ათამაშებს ვერ გავიგე.
უკან მყოფი ფლეიმეიკერი თუ მოუყვანე (რისი დეფიციტიცაა დღეს ბაზარზე მარტო ალკანტარა მახსენდება ეგეთად) და პოგბა მარცხნივ გაწიე და ბურთის ფლობაზე გააკეთე აქცენტი კი უფრო რპოდუქტიული იქნება მარა მაშინ მატიჩი უნდა დასვა სკამზე და დაცვაც უფრო გამოცდილი უნდა იყოს ეგ რაღაც ზღაპრებია.
ჯობია გაანძრიოს ერთი ადგილი დაკეტოს ზონები უბურთოდ, კაცს ჩამოყვეს ან მოაპრიალოს სკამი,ეგეც ეხლა მესი არ მყავდეს მოუხსნა უბურთოდ სირბილის ვალდებულება ერთი კარგი საყრდენია დიდი პიარით თავი მართლა ნელსონ მანდელა ხო არ გონია

100%.ეგ მეწერა მეც სხვა პოსტში
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
19 ივლისი 2018 11:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკვე სტაბილურად უნდა ითამაშო მაღალ დონეზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top