თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2018, 11:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1272,
კომენტარები: 2
პოგბა: "მსოფლიო თასი? - სანუკვარი ოცნება ბავშვობიდან"
"წითელი ეშმაკი" მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ძალიან ახლოსაა.
პოგბა:
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ განცდებსა და შეგრძნებებზე საუბრობს, რასაც მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა ჰქვია.

"ძალიან მოხარული ვარ ამ ყველაფრით, თუმცა გულახდილად, რომ ვთქვათ ჯერჯერობით ამაში საამაყო არაფერია. დავიცადოთ, ჩვენ ჯერ სულაც არაფერი არ გაგვიკეთებია.

ერთადერთი ფინალი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 2017 წელს მოვიგე, ეს იყო ევროპა ლიგის ტურნირზე. დანარჩენ შემთხვევაში, ფინალურ ეტაპმა იმედგაცრუებული დამტოვა, ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ევროპის ჩემპიონატის ფინალი.

2016 წელს შეცომა ალბათ იმაში დავუშვით, რომ ვიყავით ძალიან თვითდაჯერებული. ნახვარფინალში გერმანიის დამარცხების შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ჩემპიონობა უკვე გავინაღდეთ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ - ასეთი შეცდომა აღარ განმეორდება! ძალიან კარგად ვიცნობ ხორვატ ფეხბურთელებს, ისინი მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არიან.

მათ ფლეიოფი წარმატებით გაიარეს, ასევე ძალიან კარგ ჯგუფშიც შესანიშნავად იასპარეზეს, ხოლო ახლა საჭიროა მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგის დამარცხება საბოლოო წარმატებისთვის - ეს მოწინააღმდეგეები კი ჩვენ ვართ.

მახსოვს როგორ დავიწყე ამ ყვლაფრისთვის ბრძოლა. მსოფლიო ჩემპიონატი - ეს არის ჩემი სანუკვარი ოცნება ბავშვობიდან. ძალიან ახალგაზრდამ წარმოვიდგინე, თუ როგორ გავიტანე გოლი ფინალში. მინდა გავიმარჯვო!

საფრანგეთის ნაკრების მაისურზე ამაყადაა გამოსახული ერთი ვარსკვლავი, თუმცა ეს ჩემი დამსახურება არ არის. ახლა კი ჩვენ ყველას გვსურს კიდევ ერთი ვარსკვლავი შევმატოთ ამ მაისურს".
- ციტირებს პოგბას სიტყვებს ფიფას ოფიციალური პრეს სამსახური.


წყარო: manutd8.com
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 ივლისი 2018 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia moigeb pol❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 ივლისი 2018 16:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დაეხმარება პოგბას მსოფლიოს ჩემპიონობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top