"მანჩესტერ იუნაიტედის" დამირგებელმა ჟოზე მოურინიომ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალში მუნდიალზე მთავარი მწვრთნელის რანგში სურს გამოსვლა. დაასახელა ასევე ის ნაკრების რომლის სათავეშიც შესაძლოა ვიხილოთ "განსაკუთრებული.
"ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ მსურდა მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობა. ეს სურვილი როგორც უკვე იხილეთ ამისრულდა, ვიგრძენი ის ემოციები რაც ამ საფეხბურთო დღესასწაულს ახლავს თან. ვიგრძენი ასევე, რომ ამ ტურნირზე უფრო მეტი მინდა.
არასდროს მიმიღია ასეთ მოკლევადიან ტურნირებზე მონაწილეობა. მუნდიალსა და ევროპის ჩემპიონატზე მუშაობა მთავარი მწვრთნელის რანგში - ეს ის არის რაც მინდა, რომ მომავალში განვიცადო. სამომავლოდ ამ გამოწვევას მივიღებ.
რა თქმა უნდა მსურს ვიმუშაო მშობლიური ნაკრების მთავარ მწვრთნელად. როდესაც ჩემპიონთა ლიგა "პორტოთი" მოვიგე ემოციები ბევრად უფრო ღრმა იყო ვიდრე მაშინ როდესაც ეს "ინტერით" გავაკეთე. არ ვიცი როდის ჩავიბარებ ეროვნულ ნაკრებს თუმცა შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს აუცილებლად მოხდება". - განაცხადა ჟოზემ რუსულ ტელეარხ RT - სთვის მიცემულ ინტერვიუში.