თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2018, 19:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1690,
კომენტარები: 6
რაიოლა "ბარსელონას" დაუკავშირდა
პოგბას გუნდის შეცვლა სურს.
რაიოლა
"იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა, როგორც ჩანს გუნდის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს. ამაზე მის შესახებ გავრცელებული უწყვეტი ჭორები მეტყველებს.

ფეხბურთელის აგენტს მინო რაიოლას, ესპანურ გრანდთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს. თავად კატალონიელების ინტერესი პოლის მიმართ ძალიან დიდია.

Mundo Deportivo-ის ცნობით, აგენტი უკვე ესპანეთში იმყოფება. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, პოგბას "ბარსელონაში" გადასვლის საკითხი იქნება. "კამპ ნოუ" სერიოზულად განიხილავს ამ შესაძლო ტრანსფერს.

როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის დაწყებული მცირე კონფლიქტი, დღემდე მოუშუშებელ იარად რჩება ფრანგს. შეგახსენებთ, რომ პოლს მთავარი მწვრთნელის სათამაშო სქემა არ მოსწონდა, რის შემდეგაც ეს ფართო მედიისთვისაც ცნობილი გახდა.

საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2016 წელს ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა.

წყარო: euro-football.ru
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 ივლისი 2018 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Railoas gamzdlis gineba mouwevs bevjer rogorc vatyob...
0
№2
ავტორი: kobinio
14 ივლისი 2018 19:23
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
საერთოდ რაიოლასნაირი მუწუკისგან ფეხბურთელი არ უნდა იყოდო ეს ერთი მეორე რაიოლას რა უნდა ეს მანჩესტერის ბოსებს ნაკლებად აღელვებთ.კონტრაკტი აქ და წასვლაც რომ უნდოდეს ჯერ მაგი მწვრთნელის და მენეჯმენტის გადასაწყვეტია.პოგბა და მესი ერთად ისეირნებენ მინდორზე )) კაი სანახაობა იქნება. ჭორი მგონია მაინც
ისე მაურინიო არავის ძალით არ დაიჭერს თუ წასვლა უნდა და კარგად გააფარჩაკებს იმედი მაქ.უღალატა ერთხელ წავიდა და კიდე თუ იგივე ქნა მართლა ფუი მაგას
0
№3
ავტორი: Lev
14 ივლისი 2018 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
დაგვიქცევს გუნდს ეს ნაბ////ვარ მოურინიო.....
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: tupaca
14 ივლისი 2018 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მუნდო დეპორტივომ შარშან ხამესიც გადმოიყვანა მანჩესტერში ასე რო დაიკიდეთ
0
№5
ავტორი: PaLoMo
14 ივლისი 2018 22:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
არსად წამსვლელი არაა პოგბაა...აქ იმიტომ არ დავრუნებულა,რომ 2სეზონში კლუბი დაეტოვებინა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: SANDROGRIGA
15 ივლისი 2018 16:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ გაუსვებენ და მგონია რო არც თვითონ წავა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top