თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2018, 18:59
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1466,
კომენტარები: 7
32 მილიონი ევრო ბონუჩის სანაცვლოდ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 32 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა.
32 მილიონი ევრო ბონუჩის სანაცვლოდ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მილანს" 32 მილიონი ევრო შესთავაზა ლეონარდო ბონუჩის სანაცვლოდ, ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

ჟოზე მოურინიოს დაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერება იტალიელი მცველით სურს. ორი წლის წინ, მოურინიომ ერთხელ უკვე სცადა ბონუჩის გადმობირება, თუმცა, უშედეგოდ.

ბონუჩისადმი ინტერესს ასევე ფრანგული პსჟ-ც იჩენს, რომელმაც ახლახანს იტალიელი მცველის ყოფილი თანაგუნდელი, ჯანლუიჯი ბუფონი გაიფორმა.

როგორც მოგეხსენებათ, უეფამ "მილანი" ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევის გამო ევროპა ლიგის მომდევნო გათამაშებიდან მოკვეთა, რამაც ინგლისელთა შანსები გაზარდა.

31 წლის მცველს იტალიურ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.
ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
14 ივლისი 2018 19:01
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მოკლედ პესეჟეს ფეირ პლეის წესები რო არა მსოფლიო ფეხბურთელების კომპლეკტს იყოდიდა.ასეთი ოდიოტი მენეჯმენტი არ მინახია.
ყველას და ყველაფერს ყიდულობენ
0
№2
ავტორი: GeorgeBest
14 ივლისი 2018 19:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამის ან ალდერვეირელდის ნახვა ძაან გამიხარდება. გამოცდილი ცენტრი საჭიროა გუნდში
0
№3
ავტორი: ikeoni
14 ივლისი 2018 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ar Iqneba cudi amis yidva gamocdili mcvelia
0
№4
ავტორი: Svanchester
14 ივლისი 2018 19:20
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ბონუჩი შესანიშნავი ვარიანტია
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
14 ივლისი 2018 21:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: kobinio
მოკლედ პესეჟეს ფეირ პლეის წესები რო არა მსოფლიო ფეხბურთელების კომპლეკტს იყოდიდა.ასეთი ოდიოტი მენეჯმენტი არ მინახია.
ყველას და ყველაფერს ყიდულობენ

იგივე არაა რეალიც?აი ეგ არის უკვე მარაზმი თან ძაან.არ შეიძლება ასეთი საგიჯე ბაზარი.არანორმალური ფასებითა და შესაძლებლობებით იყიდო რამდენიც გინდა.ფეარ პლეის პრინციპიც არ არის სამართლიანი: თუ მყავს მილიარდის ღირებულების სასტავი და დავყიდე ნახევარი გამოდის 500 მილიონის დახარჯვა შემიძლია.ამ დროს შეიძლება ეს სასტავი ვაფშე 100 ლიმონად მაქ ნაყიდი და მერე აუვარდათ ფასები და ავშენდი როგორც მეპატრონე და ავდგები მერე და ჩავყლაპავ ყველაფერს?ფეარ პლეი კი არა რაოდენობრივი შეზღუდვა ჭირდება ამას.მაგალითად ერთ ფანჯარაზე 5ს მეტს ვერ იყიდი ან უფრო ნაკლებიც შეიძლება იყოს ეს ლიმიტი
0
№6
ავტორი: luka-ku
15 ივლისი 2018 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ციტატა: GeorgeBest
ამის ან ალდერვეირელდის ნახვა ძაან გამიხარდება. გამოცდილი ცენტრი საჭიროა გუნდში


ბაზარიარაა.. ჩააბეტონებს დაცვას.. ბაილის გვერდზე უეჭველი გვინდა ვინმე. ვარანე, უმტიტი, ალდერვეირელდი, ბონუჩი... (უკიდურეს შემთხვევაში მაგუაიერი). რომელიმეე მაინც უნდა დავითრიოთ.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
15 ივლისი 2018 16:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია ეს ტრანსფერი შედგეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top