თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2018, 13:20
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1337,
კომენტარები: 5
მოურინიო: "პოგბამ ძალიან კარგად ითამაშა"
პორტუგალილმა თავისი შეგირდის თამაში შეაფასა.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, საკუთარი გუნდის ნახევარმცველი პოლ პოგბას თამაში შეაფასა, რომელმაც, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გასვლა, კარგი ასპარეზობის ხარჯზე შეძლო.

სანკტ - პეტერბურგში გამართულ ნახევარფინალურ მატჩში, სადაც ფრანგები რომელუ ლუკაკუს ბელგიას დაუპირისპირდნენ, გამარჯვება წილად პოლ პოგბას საფრანგეთს ხვდა. დეშამის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვეს. მატჩი სრულად ჩაატარა "მამლების" ერთ - ერთ ლიდერმა პოლ პოგბამ.

რუსეთში მიმდინარე მუნდიალზე, პოლ პოგბამ შეძლო და ყველა ის უარყოფითი მითქმა-მოთქმა მის შესახებ უკან მოიტოვა, რის შემდეგაც ფრანგი ამ დრომდე კარგა ასპარეზობს ტურნირზე. ამისდა გამო ჟოზე მოურინიო ძალიან მოხარულია.

"ვფიქრობ, პოლ პოგბამ ძალიან კარგად ითამაშა. პოგბამ აჩვენა, რომ ის მოწიფული ფეხბურთელია. მიმზიდვლად თამაშობს, და როდესაც საჭიროა ბურთის დამაჯერებლად ფლობა საკუთარ სათამაშო პოზიციებზე - ის ამას ძალიან კარგად ახერხებს.

საფრანგეთი ძალიან კარგად გამოიყურება საბაზისო სქემებით, ისინი კომპაქტურები არიან და ამასთანავე ძალიან კარგად იცავენ თავს".
- განაცხადა RT - ის ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მოურინიომ.


წყარო: manutd8.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
13 ივლისი 2018 13:24
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
გამომდინარე აქედან - პოგბა არსად არ მიდის!!! ))
0
№2
ავტორი: kobinio
13 ივლისი 2018 14:04
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
პოგბამ მართლა სანაქებოდ იასპარეზა და ფინალში იმედია იგივე იქნება
0
№3
ავტორი: stepno
13 ივლისი 2018 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბა ერთერთი ლიდერია საფრანგეთში
0
№4
ავტორი: ikeoni
13 ივლისი 2018 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Magari bichi gvyavs❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
13 ივლისი 2018 17:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტა დასტაბილურდა რაც ძალიან კარგია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top