თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2018, 18:31
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 3149,
კომენტარები: 6
5 ვარსკვლავი, რომლებმაც შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულში პრემიერ ლიგა დატოვონ
სიაში "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელიც მოხვდა.
5 ვარსკვლავი, რომლებმაც შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულში პრემიერ ლიგა დატოვონ
სიაში მოცემულია ფეხბურთელები რომელთა ინგლისის დატოვების შანსი ყველაზე დიდია



#5 ტიბო კურტუა

5 ვარსკვლავი, რომლებმაც შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულში პრემიერ ლიგა დატოვონ

მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა კიპერმა გასულ სეზონში "პრემიერ ლიგის" ეგიდით 35 მატჩი ჩაატარა და 15 ჯერ კარი მშრალად შეინახა. ჰქონდა ასევე 76 სეივი და "ლურჯების" მაისურით მთელი სეზონი კარგად გამოიყურებოდა.

კურტუას მადრიდის "რეალს" დიდი ხანია უკავშირებენ, ისინი დე ხეასთან ერთად მისითაც ინტერესდებიან, თუმცა კლუბების პოზიციიდან გამომდინარე მათ კურტუას გაფორმების შანსი უფრო აქვთ.

#4 კრისტიან ერიქსენი

5 ვარსკვლავი, რომლებმაც შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულში პრემიერ ლიგა დატოვონ

დანიელი როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე გამორჩეულად ასპარეზობდა. ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდა "პრემიერ ლიგაშიც", 37 ჩატარებულ შეხვედრაში 11 ასისტი მიითვალა.

მას "ბარსელონაში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, რამდენიმე წყაროს ცნობით კრისტიანი ლიონელ მესის სურს, მას შემდეგ რაც გრიზმანმა კატალონიაში გადაბარგებაზე უარი განაცხადა. ჩანს რომ მალე დანიელი ნახევარმცველი "ლა ლიგაში" გამოცდის ძალებს.

#3 ვილიანი

5 ვარსკვლავი, რომლებმაც შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულში პრემიერ ლიგა დატოვონ

ვილიანს შუძლია ვინგერად და შემტევ ნახევარმცველად თამაში. 2015-16 წლების სეზონში "ჩელსის" საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მიიღო.

გასულ სეზონში ინგლისის შიდა ჩემპიონატში 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემა ჰქონდა. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" და კატალონიის "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

კონტესთან უთანხმოების გამო მისი რომელიმე ამ კლუბში გადასვლის შანსი დიდია, მაგრამ ის მაინც ინგლისში დარჩება თუ "იუნაიტედს" აირჩევს.

#2 პოლ პოგბა

5 ვარსკვლავი, რომლებმაც შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულში პრემიერ ლიგა დატოვონ

"ეშმაკების" ვარსკვლავს გასულ სეზონში 27 მატჩში 6 გოლი და 10 საგოლე გადაცემა ჰქონდა მხოლოდ "პრემიერ ლიგაში". ამის მიუხედავად "იუნაიტედის" ზოგიერთი ფანი ფრანგით არც ისე კმაყოფილი იყო.

მოურინიოს და პოლს შორის ურთიერთობა ბოლო დროს გამწვავდა, წყაროების მიხედვით "ბარსელონას" ნებისმიერ ფასად სურს პოგბას შეძენა. ასე რომ არაა გამორიცხული ფრანგი "ოცნებების თეატრიდან" "ნოუ კამპზე" აღმოჩნდეს.

#1 ედენ აზარი

5 ვარსკვლავი, რომლებმაც შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულში პრემიერ ლიგა დატოვონ

ბრწყინვალედ ჩატარებული მუნდიალის შემდეგ ედენმა ორი გრანდის ყურადღებას მიიპყრო განსაკუთრებით, ესენია გიგანტები ესპანეთიდან: "რეალი" და "ბარსელონა".

კატალონიელთა წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ აზარისას, როგორც ჩანს ბელგიელი ფიქრობს რომ ინგლისის დასატოვებლად ზუსტი დროა.

"რეალი" კიდევ უფრო მონდომებით ცდილობს მის შეძენას, მითუმეტეს მას შემდეგ რაც კრიშტიანუ რონალდუ დაკარგეს. დიდი ალბათობით აზარი მალე "ლა ლიგას" შეუერთდება.
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
12 ივლისი 2018 20:14
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Pogba არსად გადადის და ნუ ყრით ჭ2ებს )))))) აზარი იხვეწება წამიყვანეთ რაიქნება თუ არადა ვიტირებო...

Pogba არსად გადადის და ნუ ყრით ჭ2ებს )))))) აზარი იხვეწება წამიყვანეთ რაიქნება თუ არადა ვიტირებო...
0
№2
ავტორი: Loserpool
12 ივლისი 2018 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ყველა რეალს და ბარსელონას უნდა თან
0
№3
ავტორი: ikeoni
12 ივლისი 2018 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Pogba gamoricxet da danarchens mosty...patroniii:)))
0
№4
ავტორი: f.c.mu
12 ივლისი 2018 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
მაგიტო არ მევსება არც რეალი არც ბარსა, მითუმეტეს რეალი, ერთი ოდნავ ვინც გამოჩნდება
ეგრევე ყიდულობენ, რა იყო ბუბლიკ კოლექციას აგროვებთ?
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
13 ივლისი 2018 17:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოგბას არავინ გაუშვებს
0
№6
ავტორი: Malboro463
13 ივლისი 2018 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
chirdebat da yiduloben. transferebit wagebuli reali arasdros ar rcheeba amatgan gansxvavebit.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top