ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა, საფრანგეთის ნაკრების ამომავალ ვარსკვლავზე კილიან მბაპეზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.
"მბაპეს სიჩქარე - ეს უბრალოდ უკანონოა" - იხუმრა რიომ. "ის ჯერ კიდევ მხოლოდ 19 წლის არის, მან უკვე შეძლო მცველების პანიკაში ჩაგდება ამ მსოფლიო ჩემპიონატზე.
როგორ უნდა შეეწინააღმდეგო მას? საჭიროა გუნდში თანაგუნდელებს მიმართო დახმარების სათხოვნელად. ამ შემთხვევაში შენ ნამდვილად გჭირდება დახმარება.
როდესაც ვთამაშობდი სწრაფი თავდამსხმელების წინააღმდეგ, ყოველთვის მიწევდნენ დახმარებას თანაგუნდელები. მაგალითად: მაიკლ კერიკი რომელიც მაზღვევდა. არ შეიძლება მბაპეს მსგავს ფეხბურთელს ბურთის მშვიდად კონტროლის უფლება მისცე და ამასთანავე არ შეიძლება მასთან მცველი პირისპირ ერთი - ერთზე დატოვო". - ციტირებს Daily Mail - რიოს სიტყვებს.