თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2018, 19:11
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 3722,
კომენტარები: 13
სამი ფეხბურთელი რომლებიც შეიძლება "ეშმაკებმა" გაიფორმონ
ალბათ სამივე საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია
სამი ფეხბურთელი რომლებიც შეიძლება
ქვევით ჩამოთვლილია სამი სავარაუდო "იუნაიტედის" ტრანსფერი, რომლებიც კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ


#1 ალექს სანდრო
სამი ფეხბურთელი რომლებიც შეიძლება "ეშმაკებმა" გაიფორმონ

ეშლი იანგი უკვე 34 წლისაა, მოურინიო კი სულაც არ ჩანს დაინტერესებული ლუკ შოუსთვის სათამაშო დროის მიცემით. დიდი ალბათობით პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბში ალექს სანდროს მოიწვევს. მასში დაახლოებით €50 მილიონის გადახდა მოუწევთ.

ბრაზილიელი ცნობილია კარგი ფიზიკური მონაცემებით. ის ასევე კარგი გამრღვევია და ლუკაკუს კარგად შეეწყობა. გარდა ამისა მას დაცვაში შესანიშნავად შეუძლია მუშაობა, რაც მოურინიოსთვის კიდევ უფრო სასურველს ხდის.

#2 ტობი ალდერვეირელდი
სამი ფეხბურთელი რომლებიც შეიძლება "ეშმაკებმა" გაიფორმონ

"იუნაიტედის" იდეაში ტოპ-კლასის დაცვაში ერიკ ბაილი ნაკლებად ჯდება, თუმცა შეიძლება ასეთი კაცი ტობი ალდერვეირელდი იყოს. ის ფაქტი, რომ ტობიმ წელს უარი თქვა კონტრაქტის "მამლებთან" გახანგრძლივებაზე და მაურისიო პოჩეტინოც ძირითადში საკმაოდ იშვიათად აყენებს, საშუელებას გვაძლევს თამამად ვთქვათ რომ ბელგიელს ნათელი მომავალი ამჟამინდელ კლუბში ნამდვილად არ აქვს.

ტობი მოედანზე აბსოლუტური მებრძოლია, მისი ლიდერის თვისებები "მანიუს" გასახდელს კარგად გამოადგება.
ძლიერი მცველია და უკვე სავსებით "პრემიერ ლიგის" მოთამაშედაა ჩამოყალიბებული.
მისი შეძენა "იუნაიტედს" დაახლოებით €40 მილიონ ფუნტამდე დაუჯდება

#3 სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი
სამი ფეხბურთელი რომლებიც შეიძლება "ეშმაკებმა" გაიფორმონ

ვიცით რომ "ოლდ ტრაფორდელთა" რიგებს შეემატა ფრედი, მაგრამ წარმოიდგინეთ რა ცვლილებას შეიტანს კლუბში უნიჭიერესი სერბი. სავიჩს დაუჯერებელი სეზონი ჰქონდა "ლაციოში" და 13 გოლთან ერთად 9 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სავიჩი არის ნახევარმცველი იდეალური გამძლეობით, ტანმაღალია და მაღალ ბურთებზე კარგად შეუძლია ბრძოლა. შეუძლია აბსოლუტურად განსხვავებული საქმეების შესრულებაც, როგორც პასის ჩაჭრა და შეტევის დაწყება, ასევე გოლის გატანა.

სერბი 23 წლისაა და მომავალში სულ უფრო უკეთესი გახდება. "ეშმაკებს" მხოლოდ €100 მილიონის ირგვლივ მოუწევთ შეთავაზების გაკეთება.
სიახლეები, სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
10 ივლისი 2018 19:17
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
რასაც ვფიქრობდი ის მოხდა. რონალდუ პრემიერ ლიგას არ დაუბრუნდებოდა. იტალიაში ბევრად მარტივია ჩემპიონატის ჩატარება, ვიდრე მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატში 38 მატჩის ჩატარება. პრემიერ ლიგა 33 წლის რონალდუსთვის ძალიან ძნელად სათამაშო იქნებოდა. ეს თვითონაც კარგად იცოდა და მაგიტო დაადგა იტალიის გზას. არ ვიძახი რო ვერ შეძლებდა ჩვენთან თამაშს უბრალოდ იმ მიზანს რასაც ბომბარდირობა ქვია აქ ნაღდად ვერ მიაღწევდა სერია ა - ში ამის ბევრად მეტი შანსი აქვს. ხისტ ნისლიან ალბიონს მოერიდა. ამისთვის ნუ დავზრახავთ წარმატებები მაინც რონის. თუმცა რეალში სადაც კროოსი მოდრიჩი მარსელო ჰყავდა, არამგონია იუვენტუსმა ასეთი ფეხბურთელებით გაანებივროს. ფეხბურთელებით ვისი დამსახურებითაც რონალდუმ ძაან დიდ წარმატებას მიაღწია.

მაგარი გამიტყდა, მაინც უნდა მოსულიყო ჩვენთან.
0
№2
ავტორი: tupaca
10 ივლისი 2018 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
რონალდუ მარტო იმიტო კი არ არი საგინებელი აქ რო არ მოვიდა (რაც მაინცდამაინც არ მინდოდა გულახდილად რო ვთქვა) არამედ იმიტო რომ ბეილის ყიდვის შანსი დავკარგეთ.... დარჩენილიყო ერთი წელიც რეალში და მერე რაც უნდოდა ის ექნა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 ივლისი 2018 19:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდევაა ტრანსფერები საჭირო. მარტო ფრედი და დალო არ კმარა.
1
№4
ავტორი: Loserpool
10 ივლისი 2018 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ესენი რომ მოგვცა ლუზერპულს ჯოჯოხეთს მოვუწყობთ შემდეგ სეზონში
0
№5
ავტორი: gaga1987
10 ივლისი 2018 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
tu armodioda hala madeid mainc arunda edzaxa gamosamshvidobebel werilshi.mainc warmatebebi.
0
№6
ავტორი: Malboro463
10 ივლისი 2018 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
la ligashi mesi ar gaxarebda bombardirobas ar agitsebda premier ligashi kide an gaxdeboda da an ara. seria a shi imboles da iguains ki ajobebs. plius xelfasi shedarebit mziani qveyana mokled mis trakze izruna ra. rac ar aq mogebuli imis mosafebad gadavida #leze ar kidia premier liga rato kargavt dros am kacze fiqrshi
0
№7
ავტორი: luka-ku
10 ივლისი 2018 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
მარცხენა და მარჯვენა მცველი აუცილებლად გვინდა (დაგვიბერდა ვალენსია და იანგი).

ცენტრალურ მცველად უმტიტი ან ვარანე, თუმცა გამოცდილ ალდერვეირელდზეც არ ვიტყოდი უარს (ბაილის ან ლინდელოფის გვერდზე)

ერთი კაციც ცენტრში (მატიჩთან და პოგბასთან)

და ერთიც მარჯვენა ვინგერი (ბეილი, ვილიანი ან ვინმე სხვა კლასნი იგროკი).
0
№8
ავტორი: ikeoni
10 ივლისი 2018 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Faqtia Ro gazliereba gvchirdeba
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
10 ივლისი 2018 23:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
იმას იქეთაც წასულა რონალდო ეგ არ ვიჯავრო ერთი.აი საფრანგეთის თამაში მომკალით და რა საჩემპიონოა ვერ ვხვდები და ეს ჩვენი ვითომდაც კომენტატორები რაებს ბაზრობენ გეგონება სხვა თამაშს უყურებენ.დღეს საჩემპიონო გუნდს დომინანტი ფეხბურთი უნდა ეთამაშა და ასეთი ბელგია იყო მოედანზე.ეს კუანა და მშიშარი მეორე მოურინიო როა დეშამი ახლა გაუვარდება და მოიგებს მსოფლიოს და პირველი ტრენერი გახდება უცებ არადა 96 წუთი თავს იცავდა ბელგიასთან,ურუგვაისთან და ლამის ყველასთან მეორე ნომრად ითამაშა წესიერ გუნდებთან და მერე ვიღაცა იტყვის რო მაგარი გუნდია.მე პოგბას მსოფლიო ჩემპიონობა გამიხარდება ნაღდად მაგრამ ეს არაა საჩემპიონო გუნდის თამაში და რა ვქნა.თამაშით მე ბელგია უფრო მომეწონა და დაცვით საფრანგეთი.4მცველს პლიუს კანტე მატუიდი დაჟე გრიზმანი და ავტობუსი ერქვა ამას.
მე ერთზე მწყდება გული რო უკვე მსოფლიო ფეხბურთის ტენდენცია აი ეს ფეხბურთია პრაგმატული და კარგი კონტრ შეტევა.ეს იგებს უკვე მხოლოდ თამაშებს და ყველამ თუ ასე ითამაშა ფეხბურთი კი არა ჭადრაკი გახდება ეს სპორტი.ვულოცავ საფრანგეთის ფანებს მაგრამ იმედია ინგლისის დიდი ხნის დაგვიანებულ ჩემპიონობას ვიზეიმებთ აქ სასტავი
1
№10
ავტორი: Malboro463
10 ივლისი 2018 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
Safrangets uket sheuzlia tamashi aqvs magis resursi mara deshami rom pitaloa magashi vinmes ver shevedavebi. belgiac ar gamoiyureboda kargad azars uwevda marto tamashi. felainis imedad rom datoveb gunds maq mtavrdeba yvelaferi 10 shi erts tamashobs da itamasha misi tamashi braziliastan. pogbam kide es arasportuli saqcielebi unda datmos ki kargi fexburtelia mara egec pitaloa martla zangivit azrovnebs. inglisi gava savaraudot mara aramgonia safrangeti damarcxos . ra taqtikitac tamashkbs imit frangebs ver etamashebi. kante kide sauketesoa safrangetshi mis poziciaze da aramarto maq
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top