თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2018, 02:35
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 1965,
კომენტარები: 8
პრესა: "ალექს სანდროსთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია"
ალექს სანდრო "იუნაიტედს" მიუახლოვდა.
პრესა:
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვენტუსის" განაპირა მარცხენა მცველის ალექს სანდროს სახელი "მანჩესტერ იუნაიტედს" ბევრჯერ დაუკავშირეს. ერთბაშად რამდენიმე გამოცემა იუწყება იმის შესახებ, რომ ინგლისურმა გრანდმა ბრაზილიელ მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

დანქან ქასთლესი, რომელიც ბრიტანული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ინსაიდერია აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ახლოსაა ალექს სანდროს შეძენასთან. ინგლისელებმა ბრაზილიელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, რომლის თანახმადაც ალექს სანდრო წელიწადში 5 მილიონს მიიღებს. ტრანსფერის განხორციელებას "იუვენტუსის" თანხმობა სჭირდება, იტალიელებს ბრაზილიელში 50-60 მილიონის მიღება სურთ. ჟურნალისტის მოსაზრებით მიუხედავად ამ ფასისა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა ძალიან მაღალია. აქვეა გასათვალისწინებელი ის ფაქტიც, რომ "ბებერი ქალბატონების" სახელს აქტიურად უკავშირებენ კრიშტიანუ რონალდუს სახელს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შეძენის შემთხვევაში "იუვენტუსს" ნამდვილად დასჭირდება ფეხბურთელის გაშვება. სწორედ ამიტომ ფიქრობენ ჟურნალისტები, რომ ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი ალექს სანდროა და "იუვენტუსი" მის გაშვებას მისაღებად ფასად დათანხმდება.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ბრაზილიელი მცველის ანგარიშზე "იუვენტუსში" გატარებულ 3 სეზონში 12 საგოლე გადაცემაა. საკმაოდ კარგი სეზონის მიუხედავად ალექს სანდრო ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა და მუნდიალს მიღმა დარჩა.

წყარო: Calciomercato
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
5 ივლისი 2018 06:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
moiyvanet 50-60am etapze araa dzviri,magram darmiani ro 12ad undat texavs.Chvens fedburtelefs fasi agar aqvt
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: Svanchester
5 ივლისი 2018 10:40
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ეშლი იანგის იმედად ვერ ვიქნებით მთელი სეზონი. ალექს სანდრო აუცილებლად უნდა ვიყიდოთ. ძირითადში სანდრო, ზამენაზე იანგი. მარცხენა დაცვის ფლანგის პრობლემა მოგვარდება.
0
№3
ავტორი: LASHQARA
5 ივლისი 2018 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს უკვე სხვა განაცხადია love am
0
№4
ავტორი: Malboro463
5 ივლისი 2018 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
kimixic rom daetriat kai iqneboda
0
№5
ავტორი: ikeoni
5 ივლისი 2018 11:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Ise nakrebshi Ra pontshi araa magrad mikvirs
0
№6
ავტორი: Manstark_United
5 ივლისი 2018 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მარცხენა მცველი
ცენტრალური მცველი
მარჯვენა ვინგერი
-ამ სამი პოზიციის მოთამაშე აუცილებლად მოსაყვანია გუნდში
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივლისი 2018 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთი პერიოდი მიწყდა ამაზე ჭორები, როგორც ჩანს დაიწო ისევ.
0
№8
ავტორი: kobinio
5 ივლისი 2018 20:14
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Malboro463
kimixic rom daetriat kai iqneboda

Kimichs vinbgaushvrbs tore dges magaze uketesi kaci ar meguleba.daugalavi germanuli matoria
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top