თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2018, 00:13
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1862,
კომენტარები: 7
ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალშია
ინგლისმა კოლუმბია პენალტების სერიაში დაამარცხა.
ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალშია
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ერთმანეთს ინგლისისა და კოლუმბიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა.

ანგარიში ინგლისელებმა გახსნეს, თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა, რომელმაც 57-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია. 93-ე წუთზე კოლუმბიელებმა წონასწორობა აღადგინეს. თავი იერი მინამ გამოიჩინა და მუნდიალზე მესამე გოლი გაიტანა.

მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. ინგლისელთა მხირდან პენალტი ჯორდან ჰენდერსონმა ვერ გამოიყენა, კოლუმბიის ნაკრებიდან კი ურიბემ და ბაკამ ვერ გაიტანეს. ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე, პენალტების სერიაში ისტორიაში პირველად იმარჯვა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

ვიდეოები
7 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
4 ივლისი 2018 00:16
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
კაია რომ გავიდნენ მარა ვაი მასეთ გასვლას.
ასეთი უღიმღამო სანახაობა რავი რაა.
ფეხბურ5ს თამაშობდნენ თუ სასწავლო პროცესია ვერ გაიგებ,ყველა უველას არიგებს და ამეცადინებს ))) ვარდი თუ რეშის ამჯობინებდნენ მაგას არც მოველოდი
0
№2
ავტორი: Methadon
4 ივლისი 2018 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
უკეთესადაც შეეძლოთ ეთამაშათ, მაგრამ იმ ჯერარდი, ლამპარდი, რუნის თაობაზე ბევრად კარგად თამაშობენ. სირბილი მაინც არ ეზარებათ... გილოცავთ ინგლისის გულშემატკივრებო...
0
№3
ავტორი: JuanMata
4 ივლისი 2018 01:09
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მომენტების შექმნა უჭირთ თამაშიდან, ლინგარდი და ალი ძაან ცუდად გამოიყურებოდნენ შეტევაში, კეინი ჯარიმებს მაინც იკიდებდა. რეშფორდის არ გამოყენება ძალიან გამიკვირდა.
მეორე მხრივ დაცვაში გუნდურად და კარგად ითამაშეს, იმ გოლის მეტი არაფერი გააკეთებინეს კოლუმბიას. ალი დაცვაში უკეთესი იყო.

აშკარად ჩანს რომ ინგლისს ძაან გაუჭირდება თამაშის მოტრიალება, თუ პირველი გაუშვებს გოლს. სტანდარტულებზე დამოკიდებული გუნდია.
იმედია შვედეთთან სტერლინგის მაგივრად რეშფორდი იდგება ფორვარდად.
0
№4
ავტორი: LASHQARA
4 ივლისი 2018 01:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ბიჭო რა ვინერვიულე, რა ბრძოლა იყო, დაცვა მომეწონა და მეკარე, შეტევაში არაფერი არ გაუკეთებიათ, მწვრთნელის ბრალიც იყო შეცვლები დააგვიანა, სტერლინგის მაგივრად ვარდი ან რეში ეგრევე უნდა გამოეყვანა და 65-70ზე ალის მაგივრად ლოფუს-ჩეკი, ბევრად უკეთესი შეტევები ექნებოდა ინგლისს, მაგრამ მეკარის აღებულმა პენალმა ყველაფერი დამავიწყა, სად დაუტოვა ხელი, პოზიცია თითქმის დაკარგული ქონდა და მაინც ყოჩაღ პიკფორდს, გილოცავთ ყველას იმედია შვედეთთან უკეთეს მატჩსს გამართავს ინგლისი... წინ ჩემო უძლეველო ლომებოო love am
0
№5
ავტორი: WeAreUnited
4 ივლისი 2018 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: LASHQARA
ბიჭო რა ვინერვიულე, რა ბრძოლა იყო, დაცვა მომეწონა და მეკარე, შეტევაში არაფერი არ გაუკეთებიათ, მწვრთნელის ბრალიც იყო შეცვლები დააგვიანა, სტერლინგის მაგივრად ვარდი ან რეში ეგრევე უნდა გამოეყვანა და 65-70ზე ალის მაგივრად ლოფუს-ჩეკი, ბევრად უკეთესი შეტევები ექნებოდა ინგლისს, მაგრამ მეკარის აღებულმა პენალმა ყველაფერი დამავიწყა, სად დაუტოვა ხელი, პოზიცია თითქმის დაკარგული ქონდა და მაინც ყოჩაღ პიკფორდს, გილოცავთ ყველას იმედია შვედეთთან უკეთეს მატჩსს გამართავს ინგლისი... წინ ჩემო უძლეველო ლომებოო love am

გეთანხმები შეცვლები დააგვიანა ძალიან და უკვე გინება დავატრიალე გილოცავთ ძალიან უხეშობდნენ 6 ყვითელი ძალიან ბევრია 1 თამაშისთვის
0
№6
ავტორი: rooney pogba
4 ივლისი 2018 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
დამაწყდა გუშინ ნერვები ვიცოდი ისე ადვილი თამაში რო არ იქნებოდა.კარგი შანსია ფინალში გასვლის
0
№7
ავტორი: ikeoni
4 ივლისი 2018 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Araferi usaxuri fexburti ar uchvenebiat piriqit Dzalian dalagebul fexburts tamashoben erti momenti gaeparat da isic goli gaushves ase Ro aqvs am nakrebs win wasvlis didi potenciali ogond reshi unda iyos dziritadshi is qaraquca sterlingis magivrad
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top