"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ამჟამად "ლოს - ანჟელეს გალაქსის" ღირსებას იცავს, ჟურნალისტებთან კომენტირებისას ჩვეულ სტილს არ კარგავს და კალათბურთის სუპერვარსკვლავის ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდ კავალიერსიდან" "ლოს - ანჟელეს ლეიკერსში" გადასვლას ორიგინალურად ეხმაურება.
"ახლა ლოს - ანჟელესში ღმერთი და მეფე ერთად იქნებიან". - წერს დიდებული შვედი საკუთარი ტვიტერის გვერდზე. რა თქმა უნდა ზლატანი მეფედ ჯეიმსს აღიქვამს, ხოლო საკუთარ თავს როგორც ყოველთვის ღმერთს უწოდებს.
ცნობისთვის, ამერიკელთა ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსთან" 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, ის ამერიკულ მლს - ში 2018 წლის დასაწყისში გადავიდა.