თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2018, 15:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1494,
კომენტარები: 6
მარადონა: "დე ხეას წარუმატებელი ასპარეზობა, ესპანეთისთვის არაფერს ცვლის"
ლეგენდარულმა არგენტინელმა, ესპანელ კიპერს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მარადონა:
რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ, მსოფლიო საფეხბურთო ზეიმი კიდევ ერთ ფავორიტმა, ფერნანდო იეროს ესპანეთის ნაკრებმა დატოვა. ესპანელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში, ვერ შეძლეს მასპინძელი ქვეყნის დამარცხება და გამომდინარე აქედან, დე ხეა მაქსიმალურად შეეცდება შვებულებაში ამ კოშმარული დღის დავიწყებას.

უნდა აღინიშნოს, რომ უდავოდ მსოფლიოს ერთ - ერთ საუკეთესო კიპერმა, რუსეთში მიმდინარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავის წარმოჩენა ნამდვილად ვერ შეძლო, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: დე ხეამ საერთო ჯამში მის კარში განხორციელებული 11 დარტყმიდან მხოლოდ 1 - ის მოგერიება შეძლო. (როგორც ჩანს წყარო თერთმეტმეტრიანების სერიაში გაშვებულ გოლებსაც ითვლის).

ესპანურ პრესამ და გულშემატკივარმა, "მანჩესტერ იუნაიტედის" გასული სზეონის საუკეთესო მოთამაშე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და ნაწილობრივ ესპანეთის წარუმატებელი გამოსვლა დე ხეასაც მიაწერეს. თუმცა გულშემატკივრებს შორის მხარდამჭერებიც მრავლად არიან, ერთ ერთი ასეთი მხარდამჭერი კი არგენტინის ლეგენდა დიგეო არამანდო მარადონაა, რომელმაც განაცხადა, რომ კიპერის წარუმატებელი გამოსვლა ვერ გადაფარავს იმ მიღწევებს რაც მას კლუბში აქვს.

"დიახ, მე მომწონს ეს ბიჭი, მიუხედავად იმისა, რომ მან მიმდინარე მსოფლიოზე გოლები გაუშვა. ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ მის ამ შეცდომებს არ შეუძლია დაჩრდილოს ის მიღწევები, რაც მან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ მოახერხა.

კლუბში ის უბრალოდ შესანიშნავად თამაშობს, სათადარიგო სკამზე დასვა ისეთი მეკარე როგორიც სერხიო რომეროა. მისი ადგილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ეჭვს არ იწვევს. ესპანელებს მოთმინება მართებთ".
- განაცხადა ლეგენდამ ესპანურ Marca - სთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ დე ხეა გახდა რიგით მესამე ფეხბურთელი "იუნაიტედის" შემადგენლობიდან, ვინც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ნაადრევად დატოვა. აქამდე ტურნირს მარკოს როხო და ნემანია მატიჩი გამოეთიშენ.


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
2 ივლისი 2018 15:51
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ეს მაგარი აყნოსილი დადიოდა სულ ))) მაგარი კაცი.
0
№2
ავტორი: JuanMata
2 ივლისი 2018 17:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისე დეხეამ პორტუგალიასთან დაუშვა შეცდომა, დანარჩენი რაც გაუტანეს არც ერთი დიდად მაგის ბრალი არ იყო.

მთავარია მანჩესტერში დგას კედელივით.
1
№3
ავტორი: ikeoni
2 ივლისი 2018 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Visac magis klashi echvi epareba yvelas dedas sh.... :))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივლისი 2018 20:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პორტუგალიასთან დაშვებული შეცდომის მერე შეიქმნა უარყოფითი დამოკიდებულება და გადაამტვრიეს ჯოხი თავზე recourse
1
№5
ავტორი: Dato kutaisi
2 ივლისი 2018 23:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ტიპიური ესპანური ხასიათი.უნადურობის პიკია ესპანეთი სულ.რაული კასილასი რომელი ერთი არაესპანელი ეტო და არც დეხეა არის გამონაკლისი.რომელ გოლში იყო დეხეას ბრალი ნეტა პორტუგალიასთან გოლის გარდა.ამ დროს როცა გუნდი 1200პასს აკეთებს ერთ თამაშში და კარში ვერ ურტყამს დეხეას ბრალია ალბათ.სულ ვამბობდი და ახლაც ვამბობ ტიკი ტაკას დრო მიდის უკვე.რო არა მესი ბარსაში ეს სტილი ბარსას ზეიმის დროსაც განწირული იყო.ტიკი ტაკას მარცხი სიტის ლიგაზე თამაშშიც იყო.მოკლედ რა საშინელი დაცვა ყავს ბელგიას როგორ ვგულშემატკივრობდი დამაგჯა ნერვები მესიმპათიურება ეს გუნდი მაგრამ იაპონია არაფრით ჩამორჩებოდა ნაღდად.ამ ჩვენმა ასკილის ბუჩქმა სად უშველა ბელგიას და ისევ ლუკაკუს კლასით გავიდნენ ის ბურთი რო არ გაეტარებინა ან გავიდოდნენ ან არა.მოკლედ ვერტონგენი და კომპანი იმენა გაღმა არიან.იქეთ კიდევ ოტამენდი ვაფშე და ძაან მიკვირს სიტი როგორ გახდა ჩემპიონი.მაგათი დაცვა რაც იყო მარტო ისევ ჩვენ ვაჩვენეთ ჯერ და მერე ლივერპულმა.სხვა გრანდები რო არ დაწოლოდნენ სიტის აი ჩემს ფეხებს გახდებოდა ჩემპიონი.მოკლედ ახალი პრემიერ ლიგა სხვანაირი იქნება დარწმუნებული ვარ უბრალოდ ჩვენ თუ დავალაგებთ კონტრშეტევას ეგ მაინტერესებს.თორე ყველას მოწონდა ლივერის თამაში სანახაობრივიაო არადა თითქმის სულ მეორე ნომრად თამაშობდა სწრაფი კონტრის იმედზე.ჩვენ ამ კომპონენტს თუ დავალაგებთ შეგვიძლია პრეტენზიები გვექნეს შემდეგ სეზონში
1
№6
ავტორი: vaja
4 ივლისი 2018 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
defea ertad ertia icoda am nabozarma rusetma iyida eg tamashebi tan ra tamashi midis ar uyurebt rac ufro meti totalizatori da fuli itrialebs fexburti gaxdeba yvelaze binzuri

icit maradonam ra tqva sanam totalizatorebi es deda motynuli mafia iqneba iseti agar iqneba fexburti eg fulze tamashi da fulis gatetreba iqneba

eg uazroba da nu ayvebit baushvit espanetma ver mougo ro moego iqidan gaitandnen gvamebs.eg ari spektakti kargat dadgmuli vinc tavit tamashobs da fexburt erti belgiam da safragetma achvena
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top