თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2018, 15:25
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2235,
კომენტარები: 7
Corriere dello Sport: "ბონუჩი "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება"
გამოცდილი მცველი მილანურ კლუბს ტოვებს.
Corriere dello Sport:
"მილანის" იტალიელი მცველი ლეონარდო ბონუჩი, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის გამოცვლას აპირებს და სათამაშოდ ინგლისის პრემიერ ლიგაში მიემართება. - იუწყება Corriere dello Sport.

აღნიშნული წყაროს ცნობით, 31 წლის ბონუჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში იასპარეზებს. "წითელ ეშმაკებმა" ფეხბურტელის მსურველ ორ კლუბს ლონდონის "ჩელსის" და თანაქალაქელ "სიტის" ფეხბურტელისთვის ბრძოლაში აჯობეს და შესაბამისად ბონუჩი "ოლდ ტრაფორდზე" იასპარეზებს.

ბონუჩის შეძენის მთავარი ინიციატორი "წითელი ეშმაკების" მენტორი ჟოზე მოურინიოა, რომელსაც თავად სურდა ლეონარდოს ინგლისში ტრანსფერი.

რაც შეეხებათ "არისტოკრატებს", სავარაუდოდ მთავარი მწვრთნელის პოსტს მაურიციო სარი ჩაიბარებს, სწორედ სარის სურდა ბონუჩი "ჩელსიში" წაეყვანა, თუმცა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა არჩია.

ცნობისთვის, "სიტის" დამრიგებელ ხოსეპ გვარდიოლას ჟურნალისტებისთვის ადრეც განუცხადებია, რომ სურდა გამოცდილი მცველის გუნდში მიყვანა მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე, ისეთი მცველის როგორიც ლეონარდოა.

31 წლის ბონუჩიმ გასულ სეზონში 52 მატჩი ჩაატარა, საკუთარ აქტივს კი 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შემატა. შეგხსენებთ და გეტყვით ასევე, რომ ბონუჩის "მილანს", ფიფამ, ევრო ტურნირებზე მონაწილეობის უფლება 2 წლით ჩამოართვა, რაც ბონუჩის "იუნაიტედში" ტრანსფერს კიდევ უფრო ჰფენს ნათელს.


წყარო: ukrainefootball.net
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 ივნისი 2018 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ravici wesit ar unda iyos cudi amis mosvla
0
№2
ავტორი: WeAreUnited
29 ივნისი 2018 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: ikeoni
Ravici wesit ar unda iyos cudi amis mosvla

ცუდი რატომ უნდა იყოს ტოპ კლასია დაცვაში და მოიხსნება საერთოდ ცენტრალური მცველის პრობლემა ეს და ბაი სერიოზული ტანდემი იქნება და მცველის პონტში კიდე არავინ თქვას 31 წლის ბებერიაო :)
1
№3
ავტორი: ikeoni
29 ივნისი 2018 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: WeAreUnited
ციტატა: ikeoni
Ravici wesit ar unda iyos cudi amis mosvla

ცუდი რატომ უნდა იყოს ტოპ კლასია დაცვაში და მოიხსნება საერთოდ ცენტრალური მცველის პრობლემა ეს და ბაი სერიოზული ტანდემი იქნება და მცველის პონტში კიდე არავინ თქვას 31 წლის ბებერიაო :)

ბებერი არაა მაგრამ ამას ძმაო წელს შეცდომები ქონდა რავიი wink
0
№4
ავტორი: PaLoMo
29 ივნისი 2018 20:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
გამიხარდება,მაგრამ მეეჭვება იტალია დატოვოს...საბამ გადავიდოდა,მილანი არც მაშინ გამოდიოდა ევრო ტურნირებზეე...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: LASHQARA
30 ივნისი 2018 09:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
იუვეში მაგრად მომწონდა, მილანში არ ქონდა კარგი სეზონი, მაგრამ რა თქმა უნდა მაღალი დონის მცველია love am
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივნისი 2018 20:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტა გასაკვირია
0
№7
ავტორი: stepno
2 ივლისი 2018 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უმაღესი კლასის მცველია და რატომაც არა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top