თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2018, 13:09
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1683,
კომენტარები: 6
"იუნაიტედის" 11 ფეხბურთელი 1/8 ფინალში ითამაშებს
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია.
რუსეთში მიმდინარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გუშინ დასრულდა. ცნობილია იმ ნაკრებების ვინაობა, ვინც 1/8 ფინალში ერთმანეთს 1/4 ფინალის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან.

მოგეხსენებათ, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე "მანჩესტერ იუნაიტედის" 12 ფეხბურთელი ასაპრეზობდა მუნდიალის საწყის ეტაპზე. სამწუხაროდ, ნემანია მატიჩის სერბეთმა, ქულათა საკმარისი რაოდენობის დაგროვება ვერ შეძლო და ნაადრევად დაემშვიდობა ტურნირს. სერბებმა E ჯგუფში მესამე ადგილი 3 ქულით დაიკავეს, მათ პირველივე შეხვედრაში კოსტა რიკის დამარცხება შეძლეს, თუმცა დანარჩენ ორ შეხვდრაში მატიჩის ნაკრები ჯერ შვეიცარიასთან ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში ბრაზილიასთან დამარცხდა. შედეგად ჯგუფიდან გაღწევა შვეიცარიისა და ბრაზილიის ნაკრებებმა შეძლეს.

დავიდ დე ხეას ესპანეთმა B ჯგუფი პირველი ადგილით დატოვა და შესაბამისად მერვედფინალში ურუგვაის ნაკრებთან მძიმე დაპირისპირება თავიდან აირიდა. ესპანელები მერვედფინალის ერთ ერთ აუტსაიდერ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. "იუნაიტედის" კიპერმა სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პოლ პოგბას საფრანგეთმა დამაჯერებლად იასპარეზა და C ჯგუფის ლიდერი 7 ქულით ერთპიროვნულად გახდა. თავად პოლმა, ავსტრალიის ნაკრებთან გოლიც გაიტანა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა ეს გოლი ავტოგლოდ დაფიქსირდა და ფრანგის აქტივს გრაფაში ისევ ნულები უწერია. თუმცა აღსანიშნავია მისი კარგი თამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე.

გამოკვეთილია ასევე მარკოს როხოს კარგი თამაში, რომლის გატანილმა გოლმაც ნიგერიის ეროვნული ნაკრების კარში, შეხვედრის ბოლო წუთებზე მესის არგენტინას მერვედფინალური საგზური მოუპოვა. როხომ ჯგუფში ორი შეხვედრა ჩაატარა და შემდეგ ეტაპზე პოლ პოგბას საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"იუნაიტედის" ახალწვეულის ფრედის ბრაზილიის ნაკრებმა როგორც ნავარაუდევი იყო E ჯგუფში პირველი ადგილი არავის დაუთმო და 7 ქულას მოუყარა თავი. ფრედს სამწუხაროდ ჯგუფური ეტაპის არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. ერთ ერთი ხელშემშლელი ფაქტორი იყო ის, რომ ფრედი "მანჩსტერში' ტრანსფერის ოფიციალურად დასადასტურებლად იმყოფებოდა.

ყველასთვის მოულოდნელად, ვიქტორ ლინდელოფის შვედეთმა F ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. ლინდელოფს პირველი მატჩი სამხრეთ კორეასთან, გაციების გამო გაუცდა. დანარჩენი ორი შეხვედრა, ვიქტორმა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა. შვედეთის ნაკრები შემდეგ ეტაპზე შვეიცარიას დაუპირისპირდება.

G ჯგუფის ორი გამოკვეთილი ფავორიტის ინგლისისა და ბელგიის ეროვნული ნაკრებების ჯახი, ბელგიელთა გამარჯვებით მინიმალური ანგარიშით დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბელგიელებმა ჯგუფი 9 ქულით პირველი ადგილით დატოვეს. აღსანიშნავია "იუნაიტედის" თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს შედეგიანი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. რომელუმ ბელგიელების გულშემატკივარი 4 გატანილი გოლით უკვე გაახარა და ტურნირის ბომბარდირობისთვის ბრძოლაში მოწინავე ადგილს იკავებს. ის მხოლოდ ჰარი კეინს ჩამორჩება 1 გოლით, რომლის ანგარიშზეც 5 გატანილი გოლია. ლუკაკუმ 4 გოლის გატანა 2 მატჩში შეძლო, ხოლო გუშინ ინგლისის ნაკრებთან დაპირისპირებაში მას მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა "სამი ლომის" წარმომადგენლების წინააღმდეგ კიდევ ერთ "მანჩესტერელმა" მარუან ფელაინიმ იასპარეზა.

რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ საუთგეითმა მოედანზე ბელგიის ნაკრებს გადახალისებული შემადგენლობა დაუპირისპირა და დათმო შეხვედრა, ისინი ჯგუფიდან მაინც მარტივად გავიდნენ და უნდა ითქვას, რომ მერვედფინალში ფავორიტ ნაკრებთან შეხვედრა თავიდან აირიდეს. წინა ორ შეხვედრაში დამაჯერებლად წარდგნენ ჯესი ლინგარდი და ეშლი იანგი. ლინგარდმა ერთი შესანიშნავი გოლიც გაიტანა, ხოლო იანგის ანგარიშზე ჯერჯერობით მშრალი სერიაა. რეშფორდს თავიში შანსი გუშინ მიეცა, მარკუსმა ბელგიის წინააღმდეგ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო მანამდე ტუნისის ნაკრებთან შეცვლაზე შესულმა ითამაშა. გუშინ ასევე პირველი შეხვედრა ჩაატარა კიდევ ერთ "მანჩესტერელმა" ფილ ჯონსმა, რომელმაც დაცვის ხაზში კაელ ვოლკერი ჩაანაცვლა. ინგლისელები მერვედფინალურ ეტაპზე კოლუმბიას დაუპირისპირდებიან.

მაშ ასე, "მანჩესტერ იუნაიტედის" 11 ფეხბურთელი განაგრძობს რუსეთში მიმდინარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას და საკუტარ ნაკრებებს მერვედფინალში დაეხმარებიან.


წყარო / ავტორი: Svani
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: rooney pogba
29 ივნისი 2018 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Win inglisis nakrebi gamarjvebisken gushin ki wavaget magram magi araferi Columbias unda gavcdet uechveli
0
№2
ავტორი: ikeoni
29 ივნისი 2018 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magari bzola Iqneba columbiastan magram mainc gavcdebit
0
№3
ავტორი: lasha001
29 ივნისი 2018 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
Me mgoni sautgeitma dzalid waago eg tamashi. Exla ufro meti shansia finalshi gasvlis.
0
№4
ავტორი: LASHQARA
30 ივნისი 2018 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
გუშინდელი მარცხი ტაქტიკური სვლა იყო, მთავარია კოლუმბიას ღირსეულად გავცდეთ და წინ დიდი გამარჯვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, არის თასის აწევის შანსი, მე მჯერა რომ ინგლისს მეტი შეუძლია love am
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივნისი 2018 20:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რომელიმე იუნაიტედელი აუცილებლად გახდება ჩემპიონი :D
0
№6
ავტორი: WeAreUnited
2 ივლისი 2018 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: LASHQARA
გუშინდელი მარცხი ტაქტიკური სვლა იყო, მთავარია კოლუმბიას ღირსეულად გავცდეთ და წინ დიდი გამარჯვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, არის თასის აწევის შანსი, მე მჯერა რომ ინგლისს მეტი შეუძლია love am

ეგ იყო ტაკქტიკური წაგება მეორე გუნდით ითამაშა )) :D მეცინება მეორე გუნდს რომ ვწერ და იანგი ლინგაარდი რომ დაასვენა მაგაზე საერთოდ ვიგუდები მაგრამ მიდით ლომებო წელს დავდოთ ნანატრი მსოფლიო მომასწარით რა :(
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top