მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ინგლისურ გრანდმა "მანჩესტერ იუნაიტედმა", ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ოფიციალური ტრანსფერი დაადასტურა. მოურინიომ ნახევარდაცვისა და დაცვის ორი ფეხბურთელი შეიძინა.
როგორც ჩანს, ბრაზილიელი ნახევარმცველის ფრედის დამატების შემდეგ, პორტუგალიელ სპეციალისტს გუნდში კიდევ ერთი ნახევარმცველის, ოღონდ ამჯერად ტოპ ვარსკვლავის მოყვანა სურს.
როგორც ცნობილი გამოცემა AS - იუწყება, "განსაკუთრებულს" საკუთარი გუნდის რიგებში, გერმანელი ფეხბურთელის ტონი კროოსის ხილვა სურს.
ამავე წყაროს ცნობით, ჟოზემ კროოსის ტრანსფერის შესახებ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან უკვე შეათანხმა და მადრიდელებს მის შესახებ წინადადებით აუცილებლად მიმართავენ.