თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2018, 23:12
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1749,
კომენტარები: 10
როხომ არგენტინა 1/8 ფინალში გაიყვანა
დრამატული მატჩი სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით.
როხომ არგენტინა 1/8 ფინალში გაიყვანა
სულ რამოდენიმე წუთის წინ, დასრულდა მძიმე მატჩი არგენტინისა და ნიგერიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. სწორედ ამ მატჩში გამარჯვებული მოიპოვებდა ავტომატურად მერვედფინალურ საგზურს ხორვატიასთან ერთად.

ორი უსახური მატჩის შემდეგ, კრიტიკის ქარცეცხლში მყოფმა არგენტინის ნაკრების თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ, შეძლო მესამე მატჩში ოპტიმალური შემადგენლობით, სამი ქულის მოპოვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა. თავის მხრივ მესის გუნდს ხორვატიის ნაკრებიც დაეხმარა, პარალელურ მატჩში, ხორვატებმა ისლანდიის ნაკრები დაამარცხეს, რითაც არგენტინას უბრალო გამარჯვებით გზა გაეხსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისლანდიის ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში 4 ქულას აგროვებდა, რის შემდეგაც არგენტინას მოგების მიუხედავად ბურთების უკეთესი შეფარდებით მაინც უსწრებდა, თუმცა ამის გაკეთება მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტანტ ნაკრებმა ვერ შეძლო. ხორვატებმა ანგარიშით 1-2 იმარჯვეს.

რაც შეეხება არგენტინას, ანგარიში 14 წუთზე მსოფლიოს ერთ - ერთ საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, ევერ ბანეგას შესანიშნავი გადაცემის შესანიშნავად დამუშავებით გახსნა. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მესიმ თავისი პირველი გოლი სწორედ ამ მატჩში გაიტანა. შემდგომ ამისა პირველი ტაიმი არგენტინელთა დომინირებით დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთებს რაც შეეხება, ნიგერიამ თითქოს მოუმატა, თამაშის სადავეები დროებით ხელში ჩაიგდო და პენალიც გამოიმუშავა. 51 წუთზე საჯარიმოში ხავიერ მასკერანო ნიგერიელ ფეხბურთელთან ორთაბრძოლის დროს დაჯარიმდა და თურქ არბიტრმა ჯუნეით ჩაქირიმ უყოყმანოდ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალი გოლად, ვიქტორ მოსესმა გარდასახა და საკუთარ ნაკრებს მერვედფინალისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარა.

თამაშის მიმდინარეობა ისევ ჩვეულ რითმს დაუბრუნდა, ბურთი კვლავ სამპაოლის შეგირდებს ჰქონდათ, ნებისმიერი შეტევის მცდელობა უშედეგო იყო და ყველაფერი იქითკენ მიმდინარეობდა, რომ თითქოს მესის მუნდიალი უნდა დაეტოვებინა, თუმცა არგენტინელებს მხსნელად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსების დამცველი მარკოს როხო მოევლინათ. ცენტრალურმა მცველმა საჯარიმოში შეღწევა, ხელსაყრელი პოზიციის დაკავება შეძლო და მერკადოს შესანიშნავი გადაცემით, ბურთი ერთი დარტყმით ნიგერიელთა კარის ბადეში გაახვია.

შედეგად, მარკოს როხოს არგენტინა, მერვედფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს თბილისის დროით 18:00 სთ - ზე აიღებს სტარტს.


ავტორი: Svani
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
26 ივნისი 2018 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ძალიან მაგრად გამიხარდა რომ ეს როხომ მოახერხა, გილოცავთ ყველა არგენტინის გულშემატკივარს love am
0
№2
ავტორი: Svanchester
26 ივნისი 2018 23:19
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
მაგარი გამისწორდა.
0
№3
ავტორი: ikeoni
26 ივნისი 2018 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Sagol roxos❤️ Ise golis mere mesic ramdeni xani atria akidebulma:)))
0
№4
ავტორი: vaja
27 ივნისი 2018 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
Roxos sagos magari xar ase gagrzele da manchestershic ase magar formashi dagvibrundi da golitac da ufro dacvis xazis dadgomashi iyavi myarad.roxos unda ukocnides mesi bucebs samarcxvinot ar charchnen.marto roxos gamo danarcheni shorS chemgan
0
№5
ავტორი: PaLoMo
27 ივნისი 2018 07:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
გამიაწორდა როხმ,რომ გაიტანა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: luka 7
27 ივნისი 2018 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
მაგარია როხო და რა ვქნათ
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2018 10:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თან მარჯვენა ფეხით რო შეაგდო :)
0
№8
ავტორი: giorgi_mg
27 ივნისი 2018 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გოლი იქით იყოს და მე მომეწონა როხოს გუშინდელი თამაში
0
№9
ავტორი: JuanMata
27 ივნისი 2018 13:09
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გამიხარდა ძაან, რასაც ვერ დაუკარგავ როხოს ბურთთან მოპყრობა ძაან კარგად იცის, დაცვაშიც ისე სანდო რომ იყოს, როგორც შარშან, ცენტრალური დაცვის პრობლემას გადაწყვეტდა.
0
№10
ავტორი: Shota Blues
28 ივნისი 2018 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
როხო ძალიან მაგარი centre-back-ია ტრამვამდე მაგარ ფორმში იყო და ჩანს, რომ დაუბრუნდა ან დაუბრუნდება ნელ-ნელა პირვანდელ ფორმას. ძალაინ მაინტერესებს როხო-ბაილის წყვილი, მგონია ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია გარდა ჯონსი-სმოლინისა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top