Sky Sports - ის, ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი საკუთარი გადაწყვტილების შესახებ საჯაროდ 1 ივლისს განაცხადებს.
30 ივნისს მარუანს კონტრაქტი ოფიციალურად ეწურება "იუნაიტედთან". ხოლო 1 ივლისს უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით ის არჩევანს ღიად დააფიქსირებს და მის გარშემო გავრცელებულ ჭორებს წერტილსაც დაუსვამს.
"მე არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩემი კონტრაქტი იწურება. მენტალურად ძლიერი ვარ, მარტივად ვუმკლავდები ამ ფაქტს. მალე განვაცხადებ თუ სად ვიქნები მომავალ სეზონში. 1 ივლისს ეს ცნობილი გახდება". - განაცხადა ბელგიის ეროვნული ნაკრების პრესკონფერენციაზე ფელაინიმ.
შეგახსენებტ, რომ ბელგიელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა, ხოლო თავის მხრივ კლუბი არ აპირებს ხელშეკრულების გადახედვას და იმაზე უფრო გაუმჯობესებული პირობების შეთავაზებას ვიდრე სთავაზობს ფეხბურთელს.