თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2018, 13:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1938,
კომენტარები: 6
ახალი ნევილი "იუნაიტედში"
ნევილების ახალი მემკვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას დაიცავს.
ახალი ნევილი
გარი ნევილისა და ფილ ნევილის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაში ახალი ნევილი სახელად ჰარვი ნევილი ჩაირიცხა. 16 წლის ბიჭუნამ უკვე გააფორმა კონტრაქტი აკადემიასთან და ოფიციალურად "წითელი ეშმაკი" გახდა.

ჰარვიმ კარიერა "სიტის" აკადემიაში დაიწყო, სადაც 2015 წელს პრემიერ ლიგის საერთაშორისო ტურნირის მოგება შეძლო, შემდგომ ამისა ის ესპანეთში "ვალენსიას" აკადემიაში გადავიდა, ეს მაშინ როდესაც "ღამურების" თავკაცის პოსტს მისი ბიძა გარი ნევილი იკავებდა.

შემდგომ ამისა ჰარვის ოჯახმა ესპანეთი დატოვა, თუმცა მან ესპანური კლუბის აკადემიაში დარჩენა და იქ ვარჯიში გადაწყვიტა. წარმატებული ასაპარეზობით მან ესპანური პრესის ყურადრებაც მიიპყრო და "ახალი ბექჰემიც" უწოდეს, გამომდინარე იქიდან, რომ მის მიერ მარჯვენა ფეხით შესრულებული გადაცემები, ლეგენდარული ბექჰემის მსგავს სტილში კეთდებოდა.

2017 წლის შემოდგომაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანელებს დაუკავშირდა და აუწყა, რომ ჰარვის საკუთარ კლუბში წაყვანა სურდა, რის შემდეგაც დღესდღეისობით მან კონტრაქტს ხელიც მოაწერა და "წითელი ეშმაკი" ოფიციალურად გახდა.

"ძალიან ვამაყობ და აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ამ კლუბის ფეხბურთელი გავხდი, ამ კლუბის ღირსების დაცვის სურვილით მთელი ცხოვრება დაავადებული ვარ". - წერს ჰარვი ნევილი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.

მოგივანებით საკუთარ ვაჟს ფილ ნევილმაც მიულოცა: "ვამყობ შენით ჰარვი ნევილ! მიყევი შენ ოცნებებს!" - ემოციურად მიმართა ფილ ნევილმა საკუთარ ვაჟს.
ახალი ნევილი "იუნაიტედში"


წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
26 ივნისი 2018 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
კარგია, იმედია გენეტიკა თავისას იზავს, შრომასთან ერთადlove
0
№2
ავტორი: glory28
26 ივნისი 2018 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
7 ნომერი მოინდომა მას ჯობდა 2 ნომერი აეღოოოო !!!!
0
№3
ავტორი: de gea1
26 ივნისი 2018 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
komentaria gareshe
0
№4
ავტორი: ikeoni
26 ივნისი 2018 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
DZaan magaria
0
№5
ავტორი: JuanMata
26 ივნისი 2018 23:05
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ძაან მაგარია, წარმატებები.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2018 10:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნაოთ რას იზამს, წარმატებები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top