თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2018, 10:05
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1588,
კომენტარები: 9
M.E.N.: "შოუს ახალი კონტრაქტის გაფორმება შეუძლია"
"იუნაიტედი" მარცხენა მცველის გაშვებას არ აპირებს.
M.E.N.:
Manchester Evening News - ის ცნობით, "იუნაიტედი" გუნდის ახლგაზრდა მარცხენა მცველს ლიუკ შოუს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. შოუს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივნისამდე აკავშირებს, "იუნაიტედს" მარცხენა მცველის კანდიდატურა ჯერ კიდევ არ ჰყავს შერჩეული.

თუ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე არცერთი ფეხბურთელი არ შეირჩა ამ პოზიციაზე და ლიუკ შოუს დარჩენა მოუწია ეს ნიშნავს იმას, რომ "იუნაიტედს" მომავალ სეზონში შოუს შესაძლო სურვილისამებრ მისი უფასოდ გაშვება მოუწევს.

ცნობილია ასევე ერთი ფაქტიც, თუ შოუ ახალ კონტრაქტზე ხელს მოაწერს ის ძირითადი 11 - ეულის წევრი მაინც არ იქნება. მაშინაც კი თუ "წითელ ეშმაკებმა" ახალი ფეხბურთელის დამატება ვერ შეძლეს, ძირითად ადგილს ეშლი იანგი დაიკავებს.

ბრიტანული პრესის ცნობით, ჟოზე მოურინიო აქტიურად ეძებს მარცხენა მცველს. განიხილებიან შემდეგი კანდიდატურები: "ალექს სანდრო, დენი როუზი, "სელტიკის" ახალგაზრდა მარცხენა მცველი 21 წლის კირან თირნი და "ფულჰემის" ამომავალი ვარსკვლავი რაიან სესენიონი".

აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა შოუს ფოტოები სადაც ის იბიცაზე ისვენებს. ფოტოებზე ნათლადაა ასახული შოუს ჭარბწონიანობა მაშინ, როდესაც პრე სეზონის დაწყებამდე მხოლოდ 3 კვირა დარჩა, ფეხბურთელს კი ჭარბი წონის პრობლემა დამატებით თავსატეხს უჩენს.
M.E.N.: "შოუს ახალი კონტრაქტის გაფორმება შეუძლია"
M.E.N.: "შოუს ახალი კონტრაქტის გაფორმება შეუძლია"


წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
26 ივნისი 2018 10:22
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
მაქსიმალურად მოერიდეთ კლუბის ფეხბურთელების ან მთავარი მწვრთნელის მიმართ დამცინავი კომენტარების წერას. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი გუნდის ფეხბურთელი იქნება ეს თუ სხვა კლუბის. წაიშლება ყველა მსგავსი კომენტარი და თუ იგივე განმეორდა ბანს ნურავინ ნუ დაგვადებინებს. მოსაბეზრებელია ეს ბავშვური კომენტარები ზოგზოგიერთებისგან უკვე. ნუ ააბარდაგებთ აქაურობას. სტატიას დაუწერეთ სტატიისთვის შესაფერისი კომენტარი, როგორც საიტის წესებს ეფუძნება მოიქეცით ისე.
4
№2
ავტორი: Mike
26 ივნისი 2018 11:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ამ ბიჭის დიდი იმედი მქონდა, მაგრამ ეტყობა რო ზარმაცია რა არ ინდომებ, თორე მახსოვს მაუს ეს ევასებოდა და ჩელსიშიც უნდოდა, ჩემი აზრით დროა ახალ მარცხენა მცველზე ვიფიქროთ
0
№3
ავტორი: bziki
26 ივნისი 2018 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ამის ტოპ დონე წარსულია უკვე ამხელა ღიპით ადამა აღარ მოძრაობს
0
№4
ავტორი: JuanMata
26 ივნისი 2018 12:09
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
აშკარად არ ევასება მოურინიოს ეს ფეხბურთელი და რატომ აწვალებენ, გაუშვან არენდით ან გაყიდონ, მასე სკამზე აკადემიელიც კი დაჯდება და არაა გამორიცხული ამაზე უკეთ ითამაშოს.
1
№5
26 ივნისი 2018 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
სისწრაფე დაკარფა მარტო ქალებზე და ღიპზე ფიქრობს
0
№6
ავტორი: ikeoni
26 ივნისი 2018 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Rogori chatuntulebulia:)))
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
26 ივნისი 2018 12:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმ ტრავმამ გაანახევრა შოუს შესაძლებლობები და ფორმაზეც აისახება თავისთავად ეს ყველაფერი, განწყობაზეც, ფსიქოლოგიური მომენტებიდანაც გამომდინარეობს ასეთი სიტუაცია
0
№8
ავტორი: glory28
26 ივნისი 2018 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მაინც არ ათამაშებს მოუ ამას და გაუშვან ჯობიააა , თან ტრამვისკენ მიდრეკილია , არადაა ფეხი რომ არ მოეტეხა უმაგრესი იქნებოდა , როგორ გასუქებულაა
0
№9
ავტორი: giorgi_mg
26 ივნისი 2018 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
როგორც ჩანს ტრამვის მერე ამან ფსიქოლოგიური პრობლემები ვერ გადალახა და ისევ შიშებშია, თუმცა მონდომებული ადამიანისთვის ეგ ღიპი პრობლემა არ არის, გაიხსენეთ იგუანის ფორმა შარშან, მაგრამ რა სეზონი დადო ტიპმა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top