თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2018, 11:00
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2297,
კომენტარები: 8
ინგლისის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
საუთგეიტის შეგირდები დამაჯერებლად ასპარეზობენ.
ინგლისის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
რუსეთში მიმდინარე 2018 - წლის მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი 14 - ივნისს აიღო, ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი ყოველდღიურად მიმდინარეობს და ფეხბურთის გულშემატკივარიც ყოველდღიურად ტკბება სანახაობებით.

რამოდენიმე სიტყვით მოგახსენებთ გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრების დამაჯერებელი სტარტის შესახებ. "სამი ლომის" წარმომადგენლები ამ ეტაპისთვის შესანიშნავად გამოიყურებიან და `G - ჯგუფს ბელგიის ნაკრებთან ერთად 6 ქულით ლიდერობენ.

ინგლისელებმა პირველი შეხვედრა 18 ივნისს თბილისის დროით 22:00 - სთ - ზე ტუნისის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ ისევე როგორც მთლიან მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე ამ მატჩშიც ბრიტანელები ფავორიტებად ითვლებიან, უნდა აღინიშნოს, რომ ტუნისელებმა მათ დამაჯერებელი გამარჯვების უფლება არ მისცეს და, რომ არა ჰარი კეინის შესანიშნავი თამაში ინგლისი ამ შეხვედრაში მხოლოდ ქულას დასჯერდებოდა.

ანგარიში ჰარიმ შეხვედრის 11 - ე წუთზე გახსნა, რის შემდეგაც ტუნისელთა მე - 13 ნომერმა სასიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით წონასწორობა 35 - ე წუთზე აღადგინა. გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმის მიმდინარეობას კი რაც შეეხება, ინგლისელების უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა გოლის გატანას ისინი ვერ ახერხებდნენ. მთავარი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 91 - წუთზე ისევ კეინის მიერ თავური დარტყმით ინგლისმა სამი ქულით დატოვა მოედანი.

რაც შეეხება "წითელ ეშმაკებს" ეშლი იანგსა და ჯესი ლინგარდს, მათ მოედანზე ძირითადი თერთმეტეულიდან დაიწყეს თამაში. იანგმა შეხვედრა სრულყოფილად ჩაატარა. ხოლო ლინგარდი საუთგეიტმა 93 - ე წუთზე დაიერით ჩაანაცვლა. შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ასევე კიდევ ერთ "მანჩესტერელმა" მარკუს რეშფორდმა, რომელიც მოედანზე 68 - წუთზე რახიმ სტერლინგის ნაცვლად გამოჩნდა.

საერთო ჯამში იყო მცირე ნიუანსები, რომლის აღმოფხვრაც საუთგეიტის ნაკრებს აუცილებლად სჭირდებოდა. როგორც ჩანს გუნდმა ამ ყველაფერზე იმუშავა და გუშინ პანამის ნაკრების წინაარმდეგ გამართულ შეხვედრაში, ნამდვილი "ნისლიანი ალბიონი" სუფევდა მოედანზე. მათ ნამდვილი საფეხბურთო შოუ დადგეს მოედანზე და მოწინააღმდეგეს 6 გოლიც გაუტანეს. შეხვედრაში თავი გამოიჩინა მთავარ დამრტყმელმა ძალამ ჰარი კეინმა, რომელმაც ჰეთ - თრიკი შეასრულა და ბომბარდირთა დავას სათავეში 5 გოლით მოექცა.

ეშლი იანგმა ისევ შეუცვლელად ითამაშა. ჯესი ლინგარდმა კი 36 - ე წუთზე შესანიშნავი გასროლით ინგლისელთა უპირატესობა 3 - ამდე გაზარდა. გოლი მართლაც, რომ ფანტასტიკური გამოვიდა, რაზე მოგვიანებით მთავარ მწვრთნელმაც ისაუბრა. სამწუხაროდ მარკუს რეშფორდს პანამელთა წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

საბოლოო ჯამში, ინგლისის ნაკრებმა ამ ეტაპისთვის საუკეთესო თამაში აჩვენა და პლეი - ოფის საგზური ოფიციალურად გაინაღდა. გასარკვევი რჩება მხოლოდ ერთი რამ: ვინ გავა ჯგუფიდან პირველი ადგილით, კითხვას პასუხი კი 28 ივნისს გაეცემა. ჯგუფის ლიდერი კიდევ ერთ ფავორიტს ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 22:00 სთ - ზე აიღებს სტარტს.


ავტორი: Svani


თქვენი აზრით რა იქნება ინგლისის ნაკრების მაქსიმუმი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე?

1/8 - ფინალი
1/4 - ფინალი
ნახევარფინალი
ფინალი
ჩემპიონობა

სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
25 ივნისი 2018 12:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ყველაზე ძაან ეხლა რასაც ველოდები ფელაინის წასვლაა, დიდი ფეხბურთელი რო გადმოდის გუნდში დაახლოებიტ ეგრე გამიხარდება მაგის წასვლა
1
№2
ავტორი: ikeoni
25 ივნისი 2018 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
Aqvs am gunds imis potenciali Ro naxevar finalshi itamashos
0
№3
ავტორი: bziki
25 ივნისი 2018 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
საჩემპიონო არა მარა ძალიან კარგი გუნდია,
მაგარი კაიფი ისაა რო მაგუაირი ჯონსი-სმოლინგს+დაიერს ახეხინებს და იანგი როუზს კიდე:Dარადა 50 მილიონს იხდიდნენ როუზში:D:D ან საერთოდ რა საჭიროა ეს 5 მცველი ვერ ვხვდები დააყენოს რეში ან დაიერი მაგუაირის მაგიერ მარა რას გაიგებ, ვოლკერის ცენტრ მცველობას დაიერი დააყენოს და გაწიოს ვოლკერი, ტრიპიერი ეხლა ეგეც კაფუ არ მყავდეს რო ვერ ელეოდეს
ვოლკერი,სტოუნსი,ჯონსი,როუზი
დაიერი,ჰენდერსონი,ლინგარდი/ა
0
№4
ავტორი: LASHQARA
25 ივნისი 2018 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მადლობა ავტორს love წინ ჩემო უძლეველო ლომებო love am
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
25 ივნისი 2018 15:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფლეიოფში გამოჩნდება ინგლისის რეალური ძალა, პრინციპში ბელგიასთანაც შეიძლება.
0
№6
ავტორი: dzia_David
25 ივნისი 2018 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
კოლუმბიას მინდა რო ავცდეთ რა იტოკში ფლეი ოფში. იაპონია თუ გაძვრა ეგ მინდა მერვედ ფინალში
0
№7
ავტორი: LASHQARA
26 ივნისი 2018 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: SANDROGRIGA
ფლეიოფში გამოჩნდება ინგლისის რეალური ძალა, პრინციპში ბელგიასთანაც შეიძლება.

ბელგიასთან არ გამოჩნდება ინგლისის ძალა, მანდ შეიძლება ტაკტიკური თამაში წავიდეს, ინგლისი ჯობია მეორე ადგილით გავიდეს უფრო სუსტი მეტოქეები შეხვდება და ნახევარ ფინალამდე იოლად შეძლებს მისვლას.
0
№8
ავტორი: Svanchester
26 ივნისი 2018 09:50
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ციტატა: LASHQARA
მადლობა ავტორს love წინ ჩემო უძლეველო ლომებო love am

არაფერს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top