თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2018, 10:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2013,
კომენტარები: 6
"იუნაიტედს" მარკო ასენსიო სურს
ესპანელი ფეხბურთელი "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვების წინააღმდეგი არაა.
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნიჭიერი ვარსკვლავი მარკო ასენსიო შესაძლოა გულშემატკივარმა "ოლდ ტრაფორდზე" იხილოს. El Gol Digital - ის ცნობით, თავად ესპანელ ფეხბურთელსაც სურს ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვება.

გარდა "მანჩესტერ იუნაიტედისა", ასენსიოს მიმართ ინტერესს ლონდონის "ჩელსი" და ფრანგული გრანდი "პარი სენ ჟერმენიც" გამოხატავენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მადრიდელებს ფრანგული გუნდის სუპერვარსკვლავი ნეიმარი სურთ, ხოლო ფრანგების ინტერესი ასენსიოს მიმართ შესაძლოა ნეიმარის ტრანსფერში ხელშემწყობი ფაქტორი არმოჩნდეს.

ნეიმარის ტრანსფერი "რეალში" ნიშნავს იმას, რომ ასენსიო ფაქტიურად დაკარგავს ლოპოტეგის გუნდში ძირითად ადგილს, რომელიც ჯერ კიდევ ზიდანის გუნდში არცკი მოუპოვებია.

ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" შესანიშნავ ინდივიდუალისტ ფეხბურთელს ეძებს რომელიც გუნდისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება, მომავალზე გათვლილ ფეხბურთელს, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" განაგრძობს განვითარებას, სწორედ მარკო ასენსიო იგულისხმება მსგავს ფეხბურთელში.

"პსჟ" არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გაიღოს, თუმცა არ დაგვავიწყდეს "ჩელსიც" რომელიც ასენსიოს ირგვლივ მონიტორინგს აქტიურად აწარმოებს.

მარტივად სავარაუდოა, რომ ზაფხულში ლონდონელთა რიგები ედენ აზარმა და ტიბო კურტუამ დატოვონ, ორივე ფეხბურთელი მადრიდულ გრანდს უკავშირდება, ეს კიდევ ერთი მანიშნებელი წყარო იმისა, რომ ფეხბურთელების გაცვლა მარტივად შესაძლებელია.

ფაქტი ერთია, ასენსიოს მეტი სათამაშო დრო სურს. გამორიცხული კი ნამდვილად არ არის, რომ ამომავალ ვარსკვლავმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ფლორენტინო პერესის გუნდი დატოვოს.


წყარო: Thesun


გსურთ ასენსიო "იუნაიტედში"?

დიახ
არა

ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
21 ივნისი 2018 11:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
გადაიხადონ 150 მარა ვინ გამოუშვებს ამას ;)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: SANDROGRIGA
21 ივნისი 2018 13:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ გადმოვა და არც გამოუშვებენ
0
№3
ავტორი: ikeoni
21 ივნისი 2018 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Gamoricxulia amis datreva
0
№4
ავტორი: kobinio
21 ივნისი 2018 14:16
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მალე კეილორ ნავასზე დაიწერება იუნაიტედს და პესეჟეს სურთო...
ამას ვინ გაყიდის ან ეს სადაა წამსვლელი?! მითუმეტეს ჟოზეს ფორმაციაშო ბევრი შეიკავებს თავს. დრაქსლერმა იყო დრო უარი გვითხრა და რა დღეშია ყველა ხედავს.პესეჟეს სკამებს წმინდავს და ლოვმა ხა5რით დააყენა.
0
№5
ავტორი: wiking
21 ივნისი 2018 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ეს თუ მართლა გადმოვიდა ჩვენთან მარსიალი რეშფორდი უეჭველი დატოვებენ გუნდს
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
21 ივნისი 2018 17:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აი რა ჯანდაბად გვინდა ჩემამდე არ დადის.ეს ან გაქაჩავს ინგლისს ან არა.მერე მეორე გუნდური ფეხბურთელი არაა საერთოდ იმენა უბანში გაბლატავებული ტეხნარი ბავშვივით თამაშობს და არც ფსიქიკურადაა დიდად დალაგებული.ამის მოყვანას ვილიანის მოუვანა ბევრად ჯობია

შემოსვლაზე უკეთ თამაშობს ვიდრე ძირითადში და ასეთი რამდენად გვჭირდება არ ვიცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top