თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2018, 17:47
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2531,
კომენტარები: 7
"იუნაიტედის" სატრანსფერო სიის შემდეგი წევრი
"წითელ ეშმაკებს" გერმანული გრანდის ფეხბურთელი სურთ.
"მანჩესტერ იუნაიტედს" დაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერება სურს. ტობი ალდერვეირელდის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს გუნდის ინტერესი, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ მცველზე ჟერომ ბოატენგზეც ვრცელდება.

თავად გერმანული გრანდი მზად არის, რომ ბოატენგი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 50 - მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დათმოს. აღნიშნული სატრანსფერო ფასი ედ ვუდვროდს არ აბრკოლებს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნე ამ პოზიციაზე, "ტოტენჰემის" ბელგიელი მცველი ტობი ალდერვეირელდი იყო, თუმცა მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ფეხბურთელს კოლოსალური ფასი დაადო, რაც "ოლდ ტრაფორდელებს" არ ესიამოვნათ, რის შემდეგაც კლუბმა სხვა ვარიანტების მოძებნა დაიწყო.

რამოდენიმე ხნის წინ, თავად გერმანელმა მცველმაც გამოთქვა მიუნხელელთა რიგების დატოვებაზე სურვილი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა, ცენტრალური მცველის გადაბირებას იტალიური გრანდი ტურინის "იუვენტუსიც" ეცდება.



წყარო: sports.ru


გსურთ ბოატენგი "იუნაიტედში"?

დიახ
არა
ალდერვეირელდი ჯობია
არცერთი არ მსურს

ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
20 ივნისი 2018 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Moiyvanon, mshvenieri pasi aq :)
0
№2
ავტორი: Svanchester
20 ივნისი 2018 18:36
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ბევრის აზრით, ასაკში შესული და დაბერების პირას მყოფი რონალდუ რა დღეშია ყველა ვხედავთ. მისაყვანია აუცილებლად გუნდში, ვისურვებდი, რომ იუნაიტედის მაისური მალევე მოერგოს. მაგრამ პსჟ - ში წავა მგონია, ის შეიხი მაგარ ხელფასს სთავაზობს, უბრალოდ ერთია რომ მანდ ნეიმარს უნდა ლიდერობა, კავანისთან ჯარიმებს და პენლებს ვერ იყოფდა და ეხლა რონალდუ რომ მივიდეს ხო საერთოდ. არ ვიცი რა მოხდება, თუ სინდისი შერჩა ჩვენთან უნდა მოვიდეს.
0
№3
ავტორი: Methadon
20 ივნისი 2018 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
მე პირადად ალდერვეირელდს მირჩევნია. თუ არ ვცდები ასაკით ტოლები არიან და გამოცდილებით კიდე ალდერვეილდი ახლოსაც ვერ მივა ბოატენგთან... იმედია გაიჩარხება ეს ტრანსფერი...
1
№4
ავტორი: ikeoni
20 ივნისი 2018 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Me piradad magrad gamisowrdeba bailistan ertad magrad dadgeba
0
№5
ავტორი: JuanMata
21 ივნისი 2018 01:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს კარგი ტრანსფერი იქნება, ტობის მირჩევნია თან ძაან მაგრა შეუძლია შეტევის დაწყება.
0
№6
ავტორი: WeAreUnited
21 ივნისი 2018 08:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
აუ გუშინ ძალიან მაგარი დღე იყო ^_^ ლუდს ვსვადი ესპანეთის მიჯმულ თამაშს ვუყურებდი და უცებ ძალიან მაგარი საჩუქარი ძმაკაცისგან მანჩესტერიდან ლუდის კათხა მანჩესტერის პრინტით მაღაზიაში ვიყიდეო )) ხო არაფერი მაგრამ აი გული ამიჩქროლდა უცბად და უცბად მომინდა პლ-ს დაწყება ამ გაგანია მსოფლიოზე ალდერვეიდელი ბოატენგი კი არა ვინმე ნორმალური იჩალიჩეთ ))
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
21 ივნისი 2018 11:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოატენგი ძაან კარგი მცველია, მიუხედავად იმისა რო ხშირად ტრამვიანობს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top