თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2018, 10:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2192,
კომენტარები: 3
ევრა: "თუ რონალდუმ სახლში დაგპატიჟათ, უარი უთხარით"
ყოფილი "მანჩესტერელი" სახალისო ისტორიას იხსენებს.
ევრა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ სახალისო ისტორია გაიხსენა და ყველას ურჩია, რომ მის მიპატიჟებაზე უარით გაისტუმრონ.

"მინდა ყველას ერთი რჩევა მივცე: თუ კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ სახლში სავახშმოდ მიგიწვიათ, აუცილებლად უარი უთხარით მას.

ერთხელ მან მითხრა: "პატრიკ მოდი ჩემთან სახლში ვარჯიშის შემდეგ". რა თქმა უნდა წავედი, ძალიან დაღლილი ვიყავი. სავახშმოდ როცა დავჯექით, სუფრაზე მხოლოდ სალათები და ჩვეულებრივი ქათამი იდო. არავითარი წვენი, მხოლოდ წყალი შემომთავაზა.

ჭამა დავიწყე იმ ფიქრით, რომ ალბათ ამის შემდეგ ხორცეულსაც მივირთმევდით, თუმცა იმედები გამიცრუვდა. მან დაასრულა კვება, ადგა აიღო ბურთი და მითხრა: "მოდი ვითამაშოთ", ვუპასუხე: "შეიძლება ჭამა დავასრულო"? - "არა მოდი ვითამაშოთ". - გაჯიუტდა ის.

თამაში დავიწყეთ, შემდგომ ამისა ბასეინში ცურვა შემომთავაზა, ბასეინის შემდგომ ჯაკუზი და საუნა.

გაკვირვებულმა ვკითხე: "კრიშტიანუ რატომ მომიყვანე აქ? უბრალოდ იმისთვის, რომ ხვალ თამაში გვაქვს თუ იმისთვის, რომ გვევახშმა"?

ამიტომ ყველას ვურჩევ, როდესაც რონალდუ სახლში დაგპატიჟებთ უთხარით მას უბრალოდ "არა", იმიტომ, რომ ის არის მანქანა რომელსაც ვარჯიშის შეწყვეტა არ სურს".
- განაცხადა დასასრულს ევრამ - ITV Sport - ისთვის მიცემულ ინტერვიუში.


წყარო: sports.ru
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
20 ივნისი 2018 10:57
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
მაგარი კაცი. (ევრა). რონალდუზე კი რისი თქმა შეიძლება, ეს კაცი მარტო იმისთვისაა დასაფასებელი, რომ ასეთი მონდომებით, მტკიცე ხასიათით, შრომისუნარიანობით ისტორია დაწერა, მესისთან ერთად უდავოდ თაობის საუკეთესო ფეხბურთელია.
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 ივნისი 2018 12:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოსაწვევი მოსაწვევზე მოგვდის რას ამბობ wink
1
№3
ავტორი: ikeoni
20 ივნისი 2018 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Evra Ra masxara kaci xar:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top