თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2018, 17:01
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2169,
კომენტარები: 9
მოურინიო დე ხეაზე: "ეს ჩემი ბიჭია"
პორტუგალიელ სპეციალისტმა ესპანელი კიპერი დაიცვა.
მოურინიო დე ხეაზე:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, პორტუგალიის ნაკრებთან არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ, დავიდ დე ხეა დაიცვა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ესპანეთის ნაკრებსა და პორტუგალიას შორის გამართულ შეხვედრაში, დე ხეამ ერთი უპატიებელი შეცდომა დაუშვა რის შედეგადაც შეხვედრა 3-3 დასრულდა და მისი ნაკრები ქულას დაჯერდა.

"ეს ჩემი ბიჭია! ჩემთვის მტკივნეულია ამაზე საუბარი თუმცა მანაც იცის, რომ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა. ეს იყო ის შეცომა რომელსაც ჩვენთან "მანჩესტერ იუნაიტედში" დე ხეა არ დაუშვებს, კლუბში სადაც ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ჩაატარა ბევრი შესანიშნავი მატჩი. ასეთი შეცდომები საუკეთესოებსაც მოსდით.

მომდევნო შეხვედრაში მას ისევ ვიხილავთ მოედანზე, თავდაჯერებულს, უშიშარს და ის მზად იქნება საკუთარ გუნდს მაქსიმალურად დაეხმაროს. კარებში დევიდის სახეს კვლავ ვიხილავთ".


ჟოზემ ასევე ისაუბრა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერზე კრიშტიანუ რონალდუზე: "არსებობენ მოთამაშეები გარკვეული მატჩებისთვის, არიან მოთამაშეები ასევე ყოველდღიური მატჩებისთვის და განსაკუთრებული შეხვედრებისთვის. განსაკუთრებული მატჩებისთვის ფეხბურთელი სწორედ ასეთი უნდა იყოს". - განაცხადა დასასრულს "განსაკუთრებულმა" რუსულ ტელეარხ Russia Today - ისთვის მიცემულ ინტერვიუში.


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივნისი 2018 17:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დაამტკიცებს კიდევ ერთხელ დე ხეას რო ეს შეცდომა კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო :)) შეცდომას ყველა უშვებს
0
№2
ავტორი: bziki
16 ივნისი 2018 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
თვითონ დეხეა იყო ნაწყენი იმის გამო რო არ დამიცვა ბევრმა ვითომ ჩემმა "კეთილ მოსურნემო"
და ჟოზემაც დროულად დაიცვა:) ვითომ არაფერი მარა მთლიანობაში დიდ სტიმულს აძლევს ესეთი სიტყვები ეგეთ დეპრესიაში მყოფ ბიჭს
0
№3
ავტორი: men1me
16 ივნისი 2018 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
საღოლ მოუ
0
№4
ავტორი: vaja
16 ივნისი 2018 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
Defea magari xar vinc rac unda is tqvas erteti sauketeso xar dges da iknebi super mekare manchesteris gmiri xar erteti sauketeso mekared chamoyalibdi jer kide droa ro ufro mets gaketeb da damtkhpceb ro super karis daraji xar.pogbas roxos sagos kargat chatares tamashebi.kide meti bichebo miawekit
0
№5
ავტორი: Svanchester
16 ივნისი 2018 20:14
  • სიახლეები: 2945
  • კომენტარები: 3956
ეგ არაფერია შეცდომა ყველას მოსდის. დე ხეას საუკეთესოობას ამით არანაირი ზიანი არ მიადგება.
1
№6
ავტორი: Phil Jones
16 ივნისი 2018 21:04
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კი არ ეპატიება მსოფლიოზე თუნდაც მაინცდამაინც არც ისე მნიშვნელოვან თამაშში, მაგრამ მესიმ რაც გააკეთა ეგ იყო ქულების დაკარგვა უფრო ვიდრე ეს, ამ შეცდომის მერე ესპანეთმა მაინც შემოატრიალა თამაში, უბრალოდ ის ტეხავს რომ უვიცი, ქაჯი როჟები ფბ-ზე ჩასაფრებულები რომ არიან და სიხარულს ვერ მალავენ შეცდომის გამო, ეგეთი არ გამიგია, გამოყო თავი ტერ-შტეგენის ფანობამ ეხლა...
0
№7
ავტორი: vaja
16 ივნისი 2018 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
Defea magari da vinc rac unda tqvas mainc ertia da ganumeorebeli eg shecdoma arc iyo.aba ras ityvian chven witel eshmakebs verafers dakleben chveni mtrebi yurze xaxvi ar dagvachran px px.me mecineba ro undat gakritikon mtrebma

Is texavs rom vitom fanebi ro baleshikoben manu wagebs mashen daiwyeben lanzgva ginebas vitom ician manus istoria an mis shesaxeb marto ician fexburteli saxeli da mowon maika eg ara fanoba marto silamaze
0
№8
ავტორი: ikeoni
16 ივნისი 2018 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
eg araferi xdeba xolme ❤️
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
16 ივნისი 2018 23:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
შეცდომა ყველას მოსდის მაგრამ ძაან ნიშანდობლივია რო არცერთ ფეხბურთელს ჯერ ჩვენგან კარგი თამაში არ უჩვენებია.ზოგადად პრემიერ ლიგიდან კანტე იყო მემგონი ერთადერთი ვინც კარგად ითამაშა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top