დღევანდელი დილის წყაროების მიხედვით "ჩაქუჩები" კრის სმოლინგით დაინტერესდნენ.
"ვესტ ჰემის" ბოსს, მანუელ პელეგრინის გუნდის გასაახლებლად ხელთ აქვს €70 მილიონი. გასულ წელს მისი გუნდი გასავარდნ ზონასთან ბევრჯერ იყო ახლოს და საბოლოოდ საპატიო მე-12 ადგილი დაიკავა.
უახლესი მოხსენებების თანახმად ლონდონელები ახლოს არიან "ლაციოს" ნახევარმცველის ფელიპე ანდერსონის გაფორმებასთან. პარარელურად Metro გვატყობინებს რომ ისინი კრის სმოლინგის სიტუაციას აკვირდებიან "იუნაიტედში".
კრისს კონკურენტები თავზესაყრელად ყავს ამჟამინდელ გუნდში, გარდა ამისა "იუნაიტედს" ძალიან უნდა ცენტრალური მცველის შეძენა და ამიტომ გუნდს უკავშირებენ ტობი ალდერვეირელდს, კლემენ ლენგლესა და ჟერომ ბოატენგს.
თუ აღნიშნულთაგან ერთის გაწითლება მაინც შედგა, ეს მოასწავებს რომ "ოლდ ტრაფორდელები" აღარ დაერიდებიან სმოლინგის გაყიდვას და მაშინ მისი სერვისით ყველაზე დაინტერესებულები სწორედ "ჩაქუჩები" აღმოჩნდებიან.