თბილისი:
მანჩესტერი:
14-06-2018, 14:45
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 2057,
კომენტარები: 3
ვინ ჩაანაცვლებს მარსიალს?
სამი შესაძლო ვარიანტი
ვინ ჩაანაცვლებს მარსიალს?
ენტონი მარსიალმა წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ვინ ჩაანაცვლებს მას "ოლდ ტრაფორდზე" ?

შეგახენებთ რომ მარსიალის აგენტმა ფილიპ ლამბოლეიმ კლიენტის გადაწყვეტილებაზე French Tv-სთან ისაუბრა.
მან თქვა:" დიდი ფიქრის შედეგად, ენტონიმ წასვლა გადაწყვიტა. აშკარაა რომ მსოფლიოს უძლიერეს კლუბს არ უნდა ენტონი მნიშვნელოვან მოთამაშედ აქციოს".

ვის შეუძლია მისი ჩანაცვლება?

1) გარეტ ბეილი
ვინ ჩაანაცვლებს მარსიალს?

დიდი შანსია უელსელმა მადრიდი დატოვოს, ის ჩემპიონფა ლიგის ფინალის ტრუმფის შემდეგაც კი უკმაყოფილებას გამოთქვამდა სათამაშო დროის სიმცირეზე.

ამან "იუნაიტედის" ინტერესი გამოიწვია, თანაც მოურინიო მისი დიდი ფანი გახლავთ.
თუ მარსიალი სურვილს აისრულებს და წავა, უელსელისთვის ადგილი კლუბში იმწამსვე გაჩნდება.

2) ვილიანი

მოურინიოს ასევე ძალიან მოსწონს ვილიანი. პორტუგალიელმა ის ლურჯებთან მოღვაწეობის დროს გაიფორმა 2013 - წელს.

ბრაზილიელი ვარსკვლავი ანტონიო კონტეს სულაც არ მოსდის თვალში და თუ იტალიელი გუნდში მწვრთნელად დარჩება, ვილიანს "ჩელსიში" აღარაფერი დააკავებს.

ლონდონელებს მტრებისთვის მოთამაშის მიყიდვის პრობლემა არ აქვთ, გასულ წელს მათ სწორედ "იუნაიტედს" მიყიდეს ნემანია მატიჩი €40 მილიონად.

3) ივან პერიშიჩი

ივანი თორმეტი თვის წინ მოუს უპირველესი სამიზნე იყო მაგრამ ხორვატის მოყვანა ვერ მოახერხა.

პერიშიჩს შეტევაში შესანიშნავად თამაში შეუძლია და თუ წლევანდელ მსოფლიოზე თავს გამოიჩენს, არაა გამორიცხული მილანის "ინტერს" "იუნაიტედისგან" შეთავაზებების ტალღა დაატყდეთ თავზე.

წყარო:Dailystar.co.uk
ტრანსფერები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
14 ივნისი 2018 15:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ესენი არ ვიცი მარა სანჩესმა და მოურინიომ ერთად ამოაგდეს ძირითადიდან მარსიალი და საბოლოოდ არაფერი უკეთესობისკენ არ შეცვლილა, ვნახოთ მომავალ სეზონში სანჩესი რამდენად ათამაშებდა და შეეწყობა გუნდს მარა ასე თუ ისე მაინც ასაკშია უკვე ალექსისი, ამიტო მაინც არ მინდა მარსიალის წასვლა.
0
№2
ავტორი: ikeoni
14 ივნისი 2018 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Imedia darcheba da ar wava
0
№3
ავტორი: Svanchester
14 ივნისი 2018 23:08
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სავარაუდოდ ვილიანი მოვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top