თბილისი:
მანჩესტერი:
14-06-2018, 13:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1529,
კომენტარები: 6
დე ხეა: "ვფიქრობ, რომ პერესს ჩემი ტელეფონის ნომერი არ აქვს"
ესპანელი კიპერი "რეალში" შესაძლო გადაბარგების თემას შეეხო.
დე ხეა:
საინფორმაციო წყაროებმა ისევ დაიწყეს "მანჩესტერ იუნაიტდის" ესპანელი კიპერის დავიდ დეხეას ირგვლივ სატრანსფერო ინფორმციების გავრცელება. მოგეხსენებათ, მისი შეძენით კვლავ აქტიურად ინტერესდება მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

აღნიშნულ თემაზე თავად ფეხბურთელმაც ისაუბრა და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სახალისო განცხადებაც გააკეთა.

"არ ვფიქრობ, რომ ფლორენტინო პერესს ჩემი ტელეფონის ნომერი აქვს. არ ვიცი გავხდები თუ არა "რეალის" მეკარე. ერთადერთი რაც ვიცი და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ არის ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ.

როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს, მეც ასევე მსურს ტიტულების მოგება. მათი მოგება კი "იუნაიტედში' შესაძლებელია. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ დიდი კლუბი ვართ, მეორე ადგილი ჩვენთვის არ არის. "იუნაიტედისთვის" ყველაფერი უნდა გავაკეთოთ".
- განაცხადა დასასრულს ესპანელმა კიპერმა.


წყარო: ukrainefootball.net
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
14 ივნისი 2018 14:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პერესის ღორმუცელობა კიდე ერთხელ გამოჩნდა, საკუთარი ქვეყნის ნაკრებს რო ასეთ მნიშვნელოვან სიტუაციაში მწვრთნელს წაართმევ... სწორი გადაწყვეტილება მიიღო ფედერაციამ ლოპეტეგის მოხსნით, უპატივცემულობა იყო ელემენტარულად ეროვნული გუნდის მიმართ პერესის და ლოპეტეგის შეთანხმება და მითუმეტეს გასაჯაროვება, მსოფლიოს მერე რო ეწარმოებინა მოლაპარაკება და დაენიშნა მწვრთნელად არ შეიძლებოდა?! პრინციპის ამბავია და კარგიც ქნეს რო გაანთავისუფლეს, ნაკრები რო რთულ სიტუაციაში ჩავარდა ეგ ცალკე საკითხია მარა არ უნდა ხდებოდეს ასეთი რაღაცეები. დე ხეას შემთხვევაში კიდე არამგონია რეალში გადავიდეს ამ ზაფხულს, მარა ეს იმას არ გამორიცხავს რო ოდესმე რეალში არ წავა, პერესისგან ყველაფერია მოსალოდნელი და 2015-ში თუ მიდიოდა დავიდი რო მოინდომოს ახლაც მშვენივრად წავა, თუმცა უყვარს იუნაიტედი და გულშემატკივარიც აფასებს მის თამაშს და შრომას, ამიტო ამ მხრივ აქ უკეთესია, მაგრამ ტიტულების მოგების კუთხით ამ გადმოსახედიდან რეალში უფრო მიაღწევს წარმატებას. შეიძლება ბევრმა თქვას რეალი ზედიზედ მეოთხედ და მეხუთედ ვეღარ მოიგებს ლიგასო და სავსებით ლოგიკურიც იქნება ეს არგუმენტი მარა საერთო ფონი მაინც ასეა. ამ ეტაპზე რეალი უფრო ტიტულების გუნდია, ვიდრე მანჩესტერი. ჩვენ ყველას გვინდა დე ხეას დარჩენა, მაგრამ წასვლის შემთხვევაშიც მე პირადად ძაანაც ვერ გავამტყუნებ. სამშობლოში წავა და გუნდში, სადაც ყველაფერს იგებს ბოლო წლებია.
2
№2
ავტორი: degea1111
14 ივნისი 2018 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
დე ხეა არსად წამსვლელი არაა, მას ძალიან უყვარს იუნაიტედი
0
№3
ავტორი: glory28
14 ივნისი 2018 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
უთხრა რაა არ მივდივაროოოო ამიტომ დამშვიდიდიტ რეალის ფანები
0
№4
ავტორი: vaja
14 ივნისი 2018 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
Ai mase miaweki ra reali ris reali naxvamdis.shen xar lideri ara gmiri
0
№5
ავტორი: ikeoni
14 ივნისი 2018 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Genacvale ❤️
0
№6
ავტორი: Phil Jones
15 ივნისი 2018 00:28
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ამ ფოტოზე მეორე მეკარის ფონზე ძალიან კაცურად გამოიყურება, არადა როგორ მახსოვს ღლაპი 34 კილო რომ მოვიდა ჩვენთან და გახდა მსოფლიოს ნომერ 1!!!!! სწორედ ამას აფასებს ეს კაცი და ამსვლელი ადრეც წავიდოდა რეალში, ამაზე ჭორიკნები სულ ილაპარაკებენ მაგრამ არ მიდის ეს კაცი და მოკალით ))))))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top