თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2018, 22:24
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1930,
კომენტარები: 6
" იუნაიტედი" ვერატის გადმობირებას ცდილობს
იტალიელი ჯადოქარი ჟოზეს გეგმებში შედის
მანჩესტერ იუნაიტედმა" უზრუნველყო შეთავაზება მარკო ვერატის თაობაზე.

კლუბმა უკვე შეიძინა ფრედი დონეცკის "შახტარიდან" და ამჟამად ახალ ვარიანტებს ეძებს ნახევარდაცვაში, რადგან მარუან ფელაინი "ოლდ ტრაფორდს" ამ ზაფხულს უფასოდ დატოვებს.

მანჩესტერელთა ერთ-ერთი ვარიანტი იტალიელია, მათ მინო რაიოლას დახმარების იმედი აქვთ, რომელიც მარკო ვერატისთან ერთად რომელუ ლუკაკუს და პოლ პოგბას აგენტიცაა. არაა გამორიცხული ვერატიმ მისი აზრიც გაითვალისწინოს - გვატყობინებს CalcioMercato.

შეგახსენებთ რომ იტალიელს ფრანგული მედია საკმაოდ ხშირად აკრიტიკებს და მოუწოდებს უკეთ თამაშისკენ. ისიც ცნობილია რომ პარიზელთა ახალმა დამრიგებელმა ტომას ტუხელმა მას წონაში დაკლება მოთხოვა.
ამ გარემოებების გათვალისწინებით ვერატის ტრანსფერი განუხორციელებელი ნამდვილად არ ჩანს.

წყარო:Eyefootball.com
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 ივნისი 2018 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Mokled yvelas chven gvikavshireben:)))
0
№2
ავტორი: PaLoMo
13 ივნისი 2018 23:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Redarmy Man
ციტატა: ikeoni
Mokled yvelas chven gvikavshireben:)))

ყველას უნდა მანჩესტერში თამაში

ბოლო პერიოდში გუნდი ისეთ კრიზისშია მეეჩვება ვინმეს უნდოდეს აქ გადმოსვლა თუ კლუბიისადმი რამე სიმპატიები არ გააჩნია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Svanchester
14 ივნისი 2018 00:24
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Redarmy Man
ციტატა: ikeoni
Mokled yvelas chven gvikavshireben:)))

ყველას უნდა მანჩესტერში თამაში

ჟოზე მოურინიოს ამ ფორმაციის და სტილის მანჩესტერში ყველას ნამდვილად არუნდა თამაში.
0
№4
ავტორი: WeAreUnited
14 ივნისი 2018 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
არა ეხლა კრიზისები არის ჩვენი გადმოსახედიდან კი ჩვენ მაქსიმუმი გვინდა როგორც გულშემატკივრებს მაგრამ მეორე ადგილი პრემიერ ლიგაში და 1/8 ფინალი ლიგაზე ცუდი შედეგი არაა იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც წინა წლებში ხდებოდა უბრალოდ სევილიას რატო ვერ უნდა გაცდე და სიტიმ როგორ უნდა წაგართვას ჩემპიონობა აი ესაა ჩვენი ტკივილი ფეხბურთი რომელსაც ვთამაშობთ არაა საყურებელი სვარკას უფრო მაგონებს რიგ შემთხვევებში მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი ტოპ კლასები არ გაგვიჭირდება თუ გაიღებენ ფულს საბას ყიდულობენო და ჭორია ? ^_^ ისე გამისწორდება ქართველი მცველი მანჩოში
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
14 ივნისი 2018 12:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაა გადმომსვლელი და არც გაყიდის პესეჟე
0
№6
ავტორი: glory28
14 ივნისი 2018 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
თუ გადმოვა რა ჯობია მაგრამ არამგონია გადმოვიდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top