თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2018, 19:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1862,
კომენტარები: 7
"იუნაიტედმა" დენი როუზის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს დაცვის მარცხენა ფლანგზე ცვლილებები არ სურს.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, "ტოტენჰემ ჰოტსპურის" მარცხენა მცველი დენი როუზი, "მანჩესტერ იუნაიტედის" დაკვირვების სფეროში იმყოფებოდა. მეტიც, ზოგიერთი საინფორმაციო წყარო ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოს გუნდში გადასვლას უქადდა.

Manchester Evening News - იუწყებოდა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს ჟოზე მოურინიოს თავად სურდა როუზის "წითელ ეშმაკებში" გადაყვანა. ამ ტრანსფერით თავად დენიც აქტიურად ინტერესდებოდა.

ამჟამად კი Daily Telegraph - სრულიად განსხვავებულ ახალ ინფორმაციას გვაწვდის რომლის თანახმადაც, "განსაკუთრებულმა" დენი როუზის ტრანსფერზე საბოლოოდ აიღო ხელი და შესაბამისდ "იუნაიტედის" გულშემატკივარი ინგლისელს "ოლდ ტრაფორდზე" ვეღარ იხილავს.

ჟოზეს აზრით, მას შემდეგ რაც "იუნაიტედმა" პორტუგალიური "პორტოდან" ახალგაზრდა ნიჭიერი მცველი დიოგო დალო დაიმატა, კლუბში მარცხენა მცველის დამატება საჭირო აღარ არის.

ითვლებოდა, რომ როუზი "მანჩესტერში" მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავიდოდა თუმცა, მოურინიოს გეგმებში "დეზების" მცველი აღარ შედის.


წყარო: ukrainefootball.net


თქვენი აზრით უნდა ეყიდა თუ არა "იუნაიტედს" როუზი?

დიახ
არა

ტრანსფერები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
13 ივნისი 2018 19:20
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სავარაუდოდ არც ალექს სანდროს აღარ ვიყიდით და დალოს ათამაშებს ხან მარცხენა ფლანგზე ხან მარჯვენაზე.
0
№2
ავტორი: PaLoMo
13 ივნისი 2018 20:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svani
სავარაუდოდ არც ალექს სანდროს აღარ ვიყიდით და დალოს ათამაშებს ხან მარცხენა ფლანგზე ხან მარჯვენაზე.

და ფოსუ მენსას მარჯვნივ ექნება შანსი...ისე შოუს არ ყიდიან მგონი და ეგეც კარგია მოინდომოს და დადგება ძირითადში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Svanchester
13 ივნისი 2018 20:17
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svani
სავარაუდოდ არც ალექს სანდროს აღარ ვიყიდით და დალოს ათამაშებს ხან მარცხენა ფლანგზე ხან მარჯვენაზე.

და ფოსუ მენსას მარჯვნივ ექნება შანსი...ისე შოუს არ ყიდიან მგონი და ეგეც კარგია მოინდომოს და დადგება ძირითადში.

ხო მენსაც უნდა დავიტოვოთ აუცილებლად.
0
№4
ავტორი: reddevil12
13 ივნისი 2018 20:27
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
მე ვფიქრობ მარცხნივ შოუს უნდა მიეცეს მთელი სეზონის განმავლობაში თამაშის საშუალება, ხოლო იანგი სკამზე როგორც მარცხენა მცველის შემცვლელი გამოდგება... რაც შეეხება მარჯვენა მცველებს, ვფიქრობ, რომ ვალენსია ჯერ კიდევ არის ფიზიკურად მზად იმისთვის, რომ დიდი დრო გაატაროს მოედანზე ხოლო დალო შეცვლის საჭირო მომენტებში. ფოსუ-მენსას რაც შეეხება 1 სეზონი განათხოვრება პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში არ იქნებოდა ურიგო... მალე ვალენსიაც დაამთავრებს და მენსა და დალო იბრძოლებენ ადგილისთვის...
0
№5
ავტორი: VALERI.s
13 ივნისი 2018 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
მაგრად მინდა რო შოუს მიეცეს შანსი და უცვლელი ფიგურა გახდეს მაგრამ ამ დურაკი მწვრთნელის ხელში ვიცი რო იანგი იქნება ისევ სასტარტოში და მაგის სისულელეებს უნდა ვუყუროთ მთელი სეზონი. ასე რომ დიდი სურვილი მაქვს ვინმე კლასნი მარცხენა მცველი ვიყიდოთ და დავისვენოთ!
0
№6
ავტორი: ikeoni
13 ივნისი 2018 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Vegar vxedav amis yidvis aucileblobas
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
14 ივნისი 2018 12:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისედაც საეჭვო იყო ამის ყიდვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top