"იუნაიტედი" ალდერვეირელდის ალტერნატივას ეძებს.
მრავალი წყაროს მიხედვით "ეშმაკები" ბელგიელი მცველის ალტერნატივას ეძებენ.
ტობის გაწითლებას საკმაოდ დიდ ხანს ელოდნენ, ჟოზეს კი ძალიან უნდა მსოფლიოს დაწყებამდე შეიძინოს მცველი, იქამდე კი მხოლოდ ორი დღეღა დარჩა.
"სპურსი" ალდერვეირელდის გაყიდვას არ აპირებს, მიუხედავად იმისა რომ მომავალ წელს მისი ფასი €25 მილიონი იქნება, მათ უარი განაცხადეს €70 მილიონიან წინადადებაზე.
თუმცა
Manchester Evening News-ის ცნობით "იუნაიტედის" უპირველესი მიზანი ბელგიელი სულაც არ არის და კლუბი ალტერნატივას ეძებს.
მანიუს რადარზე ტოპ კლასის მცველები მოხვდნენ: რაფაელ ვარანი, ჟერომ ბოატენგი, კალიდუ კულიბალი, მილან შკრინიარი, ალესიო რომანიოლი და ხოსე ხიმენესი. გუნდს ასევე უკავშირდება კლემენ ლენგლეც.
მოგეხსენებათ "იუნაიტედმა" უკვე იყიდა ფრედი და დიეგო დალო, მაგრამ როგორც ჩანს ამაზე გაჩერებას გუნდი არ აპირებს.
ვუდვორდი ეძებს მარცხენა მცველს, ცენტრალურ ნახევარმცველს და თავდამსხმელს.
დიდი ალბათობით ეს ზაფხული "ოლდ ტრაფორდზე" ძალიან დაკავებული იქნება.
წყარო:
Thefootballfaithful.com