თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2013, 18:14
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1541,
კომენტარები: 8
ვიდიჩი მხარს უჭერს დე ჰეას
ვიდიჩი დე ჰეასა და "ევერტონთან" მატჩზე საუბრობს
ვიდიჩი მხარს უჭერს დე ჰეას
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი ნემანია ვიდიჩი მხარს უჭერს დევიდ დე ჰეას, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა "ფულემთან" გამარჯვებაში და საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

დე ჰეამ მოახერხა კარის მშრალად შენახვა "კრივენ კოტეჯზე", სადაც "იუნაიტედმა" მოახერხა 3 ქულის აღება რუნის გვიანი გოლის წყალობთ. ესპანელი მეკარის თამაშმა დააჩუმა კრიტიკოსები. თუმცა ეს არ უკვირს გუნდის კაპიტანს, რომელსაც სჯერა, რომ მისი ახალგაზრდა თანაგუნდელი თავს გაართმევს ამ რთულ ამოცანას.

"მე ვფიქრობ დე ჰეა ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება, რადგან მისი წინამორბედი იყო ედვინ ვან დერ სარი, რომელიც წლების განმავლობაში აქ თამაშობდა და მაღალი სტანდარტები დააწესა" განუცხადა ვიდიჩმა MUTV-ს. "ედვინი ძალიან გამოცდილი მეკარე იყო და მისი შეცვლა ძნელია."

"დევიდი ახალგაზრდა მეკარეა, ის მხოლოდ 21 წლისაა. მან შესაძლოა დაუშვა 1-2 შეცდომა, თუმცა ეს ნორმალურია, შეცდომებს ყველა უშვებს. ჩემი აზრით ხალხმა მეტი გაგებით უნდა შეხედოს ამას."

"დევიდმა ჩაატარა რამდენიმე შესანიშნავი მატჩი და დარწმუნებული ვარ რაც უფრო მეტს ითამაშებს, ის უკეთესი გახდება, ამაში ეჭვი არ მეპარება."


დე ჰეას შემდეგი ამოცანა "ევერტონთან" კარის მშრალად შენახვა იქნება, რომლებმაც წინა სეზონში 4 გოლის გატანა მოახერხეს "ოლდ ტრაფორდზე", ასევე დაამარცხეს "წითლები" სეზონის პირველ წრეში. ვიდიჩმა განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ის მხოლოდ დევიდ მოიესის შეგირდებთან მატჩისთვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ მას ელოდება დაპირისპირება "რეალ მადრიდთან" და "რედინგთან" ჩემპიონთა ლიგასა და FA თასზე.

"ჩემი აზრით ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით, რომ არ შეიძლება ვიფიქროთ რა მოხდება 2 ან 3 კვირის შემდეგ, ჩვენ მხოლოდ შემდეგ თამაშზე ვკონცენტრირდებით" დაამატა ვიდიჩმა. "ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენ ჩვენს თავს დავუწესეთ და ახალი ფეხბურთელები მას უნდა დაემორჩილონ. ეს სანიშვნელოვანია. ევერტონთან დაპირისპირება ძალიან ჩვენთვის, ეს ნამდვილად ფინალივითაა."

ვიდიჩი იმედოვნებს, რომ ყველა ის ფეხბურთელი, რომლებმაც "კრავენ კოტეჯზე" ითამაშეს, მზად იქნებიან "ევერტონთან" სათამაშოდ.

"ეს იყო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება" აღიარა მან. "თუ ჩვენს ბოლო თამაშებს გადახედავთ, ჩვენ ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. ჩვენ ვიცით რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ სერიის ფულემთან გაგრძელება."

"ფეხბურთელებმა ამ თამაშში ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, რადგან ფულემთან თამაში არაა ადვილი. სახლში ისინი ძალიან საშიშები არიან, მათთან თამაში ყოველთვის რთულია. სეზონის ამ ნაწილში ეს სამი ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ასევე ეს ძალიან კარგია თავდაჯერებულობისთვის."

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
9 თებერვალი 2013 18:15
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
დავაი აბა შენი იმედი გვაქვს
0
№2
ავტორი: Luka Gelashvili
9 თებერვალი 2013 18:42
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ გიო )) დე ხეას აცადონ და შმეიხელივით და ვან დერ საარივით სასახელო გახდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: UTD-Rule
9 თებერვალი 2013 18:45
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მეც ვუჭერ მხარს 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: BERDI
9 თებერვალი 2013 19:53
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ვიდიჩი და დეხეა მნიშვნელოვანი ფიგურებია მომდევნო მატჩში ბევრ რამ იქნება დამოკიდებული ამათზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: VaRdo
9 თებერვალი 2013 21:31
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საუკეთესო მეკარე დადგება ს ბიჭი. აცადეთ და ტვინს ნუ ბურღავთ :) ვან დერ სარი რომ ვან დერ სარია ის არ იყო ამ დონეზე 21 წლის )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: GENIUS
9 თებერვალი 2013 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
შენ და რიომ უნდა ივარგოთ რეალთან რაააა
0
№7
ავტორი: Shako Jones
10 თებერვალი 2013 13:34
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ვიდააააააა love
0
№8
ავტორი: buka oboladze
10 თებერვალი 2013 15:16
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ყველა მხარს უჭერს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top