თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2018, 20:00
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1696,
კომენტარები: 10
ერერას ყოფილი კლუბი ეპატიჟება
"იუნაიტედის" ნახევარმცველს მაცდურ წინადადებას სთავაზობენ.
ერერას ყოფილი კლუბი ეპატიჟება
Daily Mail - ის მიერ გავრცელებული ცნობით, ესპანურ კლუბ ბილბაოს "ატლეტიკს", კლუბში ყოფილი ფეხბურთელის ანდერ ერერას დაბრუნება სურს და "იუნაიტედის" ნახევარმცველს მაცდურ წინადადებასაც სთავაზობენ, ესპანელების დაპირებით ერერა ლა ლიგაში გადასვლის შემთხვევაში კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ლა ლიგის ბინადართ, ერერას გადაბირება მაშინაც სურდათ როდესაც ანდერს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა ვუდვორდმა ერერას ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი გამოიყენა და ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე კიდევ ერთი წლით დარჩება "ოლდ ტრაფორდზე".

ესპანური AS - კი შემდეგნაირ ინფორმაციას ავრცელებს: "ატლეტიკი" ისევ ინტერესდება ერერას კონტრაქტის გამოსყიდვით, და მას შესანიშნავ წინადადეას შესთავაზებს. კერძოდ, ნახევარმცველი წინადადების დათანხმების შემთხვევაში ესპანურ კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსსაც მიირებს რა თქმა უნდა რეგულარულ სათამაშო დროსთან ერთად.

ერერამ ყოფილ კლუბში 3 - წელიწადი დაჰყო, 2014 - წელს კი ინგლისურ გრანდს შეუერთდა. კონტრაქტის პუნქტის ამოქმედებამდე მისი გამოსასყიდი თანხა 33 - მილიონ ევროს შეადგენდა.

გასულ სეზონში ანდერი, მაქსიმალურად ცდილობდა გუნდიის ნახევარდაცვის ხაზში ძირითადი ადგილი მოეპოვებინა, თუმცა ჟოზე მოურინიოს გეგმებში მეტად ფიგურირებდნენ შემდეგი ფეხბურთელები: პოლ პოგბა, ნემანია მატიჩი და სკოტ მაკტომინი.

სავარაუდოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ესპანელების წინადადებას მოისმენს, თუმცა მათ ფეხბურთელს გაშვების დიდი სურვილი არ აქვთ იმისდა გამო, რომ შემცვლელი ნახევარმცველის პოვნა სამომავლოდ პრობლემის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს "წითლებისთვის".

გარდა ამისა შესაძლებელია, ესპანური გუნდის ხელმძღვანელობა შემდეგ წელს დაელოდოს, როდესაც ერერას კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მისი ხილვა საკუთარ კლუბში უფასოდ შეეძლებათ.



წყარო: manutd.ru


უნდა გაყიდოს თუ არა კლუბმა ერერა?

დიახ
არა

ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
9 ივნისი 2018 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ufasod gasashvwebi nagdad araa
0
№2
ავტორი: vaja
9 ივნისი 2018 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
ufro meti girs to eg ara cudi fexburteli.vigacebs 50naklebad ar vyidulobt da chvegan xurdashi undat davai akedan daugdet axali kontrakti da droc meti satamasho
0
№3
ავტორი: ikeoni
9 ივნისი 2018 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Rais ereras gashveba xoar gadaobt:))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
9 ივნისი 2018 23:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ გაუშვებენ
0
№5
ავტორი: bziki
10 ივნისი 2018 07:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ბილბაოში არა და ატლეტიკოსაც უნდოდა, საულში + 40-50 მიილონათ გავცვლიდი. თან საკმაოდ რეალური გაცვლაა ვუდვორდი უნდა გაგიჟდეს პროსტა
0
№6
ავტორი: stepno
10 ივნისი 2018 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ravicii mainc maq imedi am kacis
0
№7
ავტორი: Phil Jones
10 ივნისი 2018 15:32
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ერერა კიარა 80% გასაყრელი! არა გასაყიდი არამედ გასაყრელი!!!
ერერა კი უფრო გასაყიდი ვიდრე გასაგდები, რადგან მონდომება ნამდვილად არ აკლია, უბრალოდ ეგაა კლასი არ უწყობს ხელს და ამ თემაზე ბევრი მიკამათია და მეტს არ გავაგრძელებ. კარგი ბიჭია, მაგრამ სუსტი!!
0
№8
ავტორი: Svanchester
11 ივნისი 2018 10:24
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
სამწუხაროა ის, რომ ამას ჟილკის მსგავსი კლასი არ ააქვს, უდავოდ საუკეთესო იქნებოდა გუნდში.
0
№9
ავტორი: Brusanhearo
12 ივნისი 2018 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
Люди кто желает играть в современные игры на самых высоких настройках с динамичными теняими
даже на самых слабых ПК или ноутах. Без лагов и фризов (Но нужен более менее нормальный инет).
Читайте статья по настройке компа здесь.
Видео по установке и настройке смотрите тут.
Играю уже пол года на ведре 2005 г. Буду рад кому помог разорить буржуев игровой индустрии!!!
0
№10
ავტორი: Kueithboymn
13 ივნისი 2018 02:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
Народ кто желает играть в современные игры на высоких настройках с динамичными теняими
даже на самых слабых ПК или ноутах. Без лагов и фризов (Но нужен более менее нормальный интернет).
Держите пожайлуста: Скачать саму прогу можно здесь. | Видео по установке и настройке смотрите тут.
Внимание!!! Данный патч позволяет играть бесплатно пять часов в сутки.
Если Вас интересует "Безлимит" то за 70 руб. в мес. обеспечу обновлние, поддержку и помогу с настройкой!
Играю уже девять месяцев на ведре 2005 г. Буду рад кому помог разорить буржуев игровой индустрии!!!
Если заинтересовало пишите в форму обратной связи. Перед покупкой протестируйте бесплатные возможности.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top