"მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია გაცნობოთ, რომ კლუბის პროფესიონალურ ქალთა ნაკრებს ქეისი სთოუნი გაწვრთნის. დრემდე 36 - წლის ქეისი, ქალთა ფეხბურთში უდიდესი პატივისცემით სარგებლობს. მის ანგარიშზე, ინგლისის ეროვნულ ქალთა ნაკრებში ჩატარებული 130 - მატჩია მცველის პოზიციაზე, გარდა ამისა სთოუნი გუნდის კაპიტანიც იყო და მთელ კარიერაში მოპოვებული 12 - ჯილდოც ამშვენებს მის პირად აქტივს.
ქეისიმ საფეხბურთო კარიერა ამავე წლის დასაწყისში დაასრულა, მას შემდეგ სამწვრთნელო კურსები წარმატებით გაიარა. კლუბის ერთ - ერთ დირექტორმა ედ ვუდვორდმა ქეისის შესახებ ისაუბრა: "სთოუნის დანიშვნა გვიჩვენებს, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ ქალთა ფეხბურთი კლუბში, მისი გამოცდილება და თამაშის ცოდნა, როგორც მწვრთნელის და ფეხბურთელის როლში ამტკიცებს იმას, რომ ის ღირსეული კანდიდატი იყო.
წამატებული სათამაშო კარიერის განმავლობაში, რომელიც 18 - წელზე მეტხანს გაგრძელდა, მან ეროვნულ ნაკრებში 100 - ზე მეტი მატჩი ჩაატარა და ის ლიდერის ფუნქციების მატარებელი იყო და იქნება მწვრთნელის რანგშიც. მას ნაკრებისთვის ყოველთვის მოქონდა პოზიტიური ხასიათი და გამარჯვებულის მენტალიტეტი.
კეისი იზიარებს ჩვენს ფილოსოფიას გოგონების ფეხბურთის შექმნის სისტემაში, დაწყებული აკადემიიდან დამთავრებული პირველ გუნდში. მსურს მიეცეს შესაძლებლობა, მივესალმებით "მანჩესტერ იუნაიტედში".- განაცხადა დასასრულს ვუდვორდმა.
ქეისი სთოუნი
მოხარული ვარ იმით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" შევუერთდი. ეს ყველაზე დიდი კლუბია მსოფლიოში. ჩემთვის საინტერესო შესაძლებლობაა ის ფაქტი, რომ ჩვენ გვეყოლება ქალთა გუნდი და მე ამ ყვლაფერს სათავეში ჩავუდგები, დავიწყებთ ყველაფერს ნულიდან, საკუთარ ფილოსოფიას განვახორციელებ უდიდესი კლუბის დახმარებით.
ჩემი მთავარი მიზანია, ეს გუნდი გაიზარდოს, იმისთვის, რომ ყველა პატარა მეოცნებე გოგონამ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში შეძლოს, ჩვენ გვეყოლება ყველაზე წარმატებული გუნდი, ქალთა ფეხბურთში". - წარმოთქვა სამოტივაციო სიტყვები, დასასრულს ქეისი სთოუნმა.