შვედი ფეხბურთელი, ჟოზეს აქებს.
მიუხედავად "მანჩესტერული" კარიერის რთული დასაწყისისა, ვიქტორ ლინდელოფი იუწყება, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში ხვდება. მან ასევე დასძინა, რომ "იუნაიტედში" მისი მთავარი მენტორისგან ჟოზე მოურინიოსგან ბევრი კარგი გაკვეთილი ისწავლა.
23 - წლის მცველი, "ოლდ ტრაფორდზე" გასული სეზონის დასაწყისში გადავიდა პორტუგალიური "ბენფიკა" - დან, თუმცა როგორც ინგლისში ყველა ახალგადასულ ფეხბურთელს, მასაც დასჭირდა ადაპტაციისთვის შესაფერისი დრო დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისათვის.
ლინდელოფის დებიუტი პრემიერ ლიგაში გასული წლის ოქტომბერში შედგა, გასვლით მატჩში "ლივერპულის" წინააღმდეგ, ამის შემდეგ, სეზონის დასასრულს მას ხშირად ვხედავდით მოედანზე.
"ბევრი ვისწავლე. ამ წელმა ჩემთვის კარგად ჩაიარა. ვითამაშე ბევრ კარგ ფეხბურთელთან ერთად და ბევრი ვისწავლე ჟოზე მოურინიოსგან, ამგვარად ჩემთვის ძალიან სასარგებლო სეზონი გამოდგა".ლინდელოფის დებიუტი 16 - წლის ასაკში მშობლიური ქვეყნის კლუბში "ვესტეროსში" შედგა, ერთი წლის შემდეგ მან უკვე პორტუგალიური კლუბის მაისურიც მოირგო, სადაც სამჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი. შვედეთის ნაკრებიდან მოწვევა უკვე 2016 - წლის ევროპის ჩემპიონატზე მისაღებად მიიღო. ლინდელოფმა აღნიშნული ტურნირის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ამის შემდეგ უკვე, ბევრ კლუბმა გამოხატა ინტერესი ახალგაზრდა მცველის მიმართ, თუმც მან პორტუგალიაში კიდევ ერთი სეზონის ჩატარება გადაწყვიტა, ერთი წლის შემდეგ უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური მოირგო. მისი თქმით, პრემიერ ლიგაში მან შეისწავლა ყველა ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოუწევს თამაში.
"ვიცი ყვლა ფეხბურთელი ვის წინააღმდეგაც მოგვიწევს თამაში, რადგან ისინი პრემიერ ლიგაშიც მოღვაწეობენ. მე უკვე ვითამაშე მათ წინააღმდეგ და მათი შესაძლებლობები ჩემთვის ცნობილია. პრემიერ ლიგა მსოფლიოში ერთ - ერთი რთული ლიგაა, აქ უბრალო მატჩები არ იმართება. ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთელების განვითარებისთვის სტიმულის მომცემია". - განაცხადა დასასრულს შვედ ფეხბურთელმა.
წყარო:
sports.ru